x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ძვირფასი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეთა მთავარი მტერია - მეცნიერების დასკვნა

image

კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო ძვირფასია ავტომობილი, მით უფრო სახიფათონი არიან მათი მფლობელები ქვეითად მოსიარულეთათვის.


ამერიკული ჟურნალის Transport & Health-ის მარტის ნომერში გამოქვეყნდა ამერიკელი მეცნიერების კვლევის შედეგები სათაურით, "ვინაა დამანაშავე?" რა დროსაც შეისწავლეს მძღოლების ქცევა, რომლებიც გზას უთმობენ (ან არ უთმობენ ) ფეხით მოსიარულეებს. მეცნიერებმა პრაქტიკაში შეამოწმეს თეორია, რის მიხედვითაც გზაზე მძღოლის "ღორული" საქციელი უკავშირდებოდა შემოსავლის დონეს.


-არაერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მაღალი სოციალური სტატუსი ასოცირდება ნარცისიზმთან და საკუთარი პერსონის წარმოჩინებასთან - განაცხადა კვლევის ავტორმა, კორტნი კოგენურმა(Courtney Coughenour), - ეს უბიძგებს მსგავს ადამიანებს, რომ უფრო ხშირად ჩაიდინონ მორალურად საეჭვო ქმედებები.



მეცნიერებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტი, რისთვისაც შეირჩა ორი კაცი და ორი ქალი (თეთრკანიანი და შავკანიანი წყვილები). მათ იდენტური წითელი პერანგი ჩააცვეს და დაავალეს, მანქანის მიახლოების დროს, გადაეკვეთათ ლას – ვეგასში მდებარე მე-4 მაგისტრალის არარეგულირებადი საფეხმავლო გადასასვლელი.

მკვლევარები ყოველ შემთხვევას საგულდაგულოდ აფიქსირებდნენ :დაუთმო თუ არა მძღოლმა ქვეითად მოსიარულეს გზა და მანქანის ღირებულებას.

მთლიანად ექსპერიმენტში მოყვა 461 ავტომობილი, რა დროსაც მძღოლების 28%-მა გზა დაუთმო ქვეითად მოსიარულეებს, თუმცა რაც უფრო იზრდებოდა ავტომობილის ფასი, მით უფრო ნაკლები იყო გზის დათმობის შემთხვევა.(ყოველ გაზრდილ 1000 დოლარზე 3%)



-ჩვენ რამდენიმე ახსნა გაგავაჩნია ამ ფენომენზე, - ამბობენ კვლევის ავტორები. - წინა კვლევებით ირკვევა, რომ უფრო მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე პირებისთვის უფრო რთულია სხვა ადამიანის ადგილზე ყოფნა, მათი აზრებისა და გრძნობების გაგება. ამიტომ, ალბათ, გზაზე მოძრაობაში მონაწილეთა მიმართ უპირატესობის შეგრძნება ხელს უშლის ძვირადღირებული მანქანების მძღოლებს ფეხით მოსიარულებს გზა დაუთმონ. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩვენი მონაცემები საკმარისია იმისათვის, რომ ყველა ვაღიაროთ ისინი, როგორც უპასუხისმგებლო ეგოისტები, არსებობს ვერსია, რომ საქმეში ერთვება კიდევ ერთი ნაკლებად ცინიკური ფაქტორი : ძვირფასი ავტომობილები აღჭურვილია კონტროლის უახლესი ავტომატიზირებული ფუნქციებით, რამაც მის მიმართ ნდობამ შეიძლება მდიდარ მძღოლებში უსაფრთხოების ცრუ შეგრძნება გამოიწვიოს . ისინი თვლიან, რომ ავტოპილოტი მათ აფრთხილებს საშიში სიტუაციის დროს.


თუმცა, ავტოექსპერტები ამ უკანასკნელ ვერსიას შეცდომად თვლიან, აუცილებელია ავტომობილის მართავდე ისე, რომ თითქოს ელექტრონული ასისტენტები არ არსებობდნენ.


გარდა ამისა, ამ კვლევის შედეგად დადგინდა კიდევ ერთი საინტერესო სოციალური ფაქტორი:ქალებს უფრო ხშირად უთმობდნენ გზას (შემთხვევათა 31, 33%), ვიდრე მამაკაცებს (24.06%). ხოლო თეთრკანიანი ფეხით მოსიარულეთათვის "ზებრაზე" თავისუფლად გადალახვის შანსი თითქმის 7 პროცენტით მეტია, ვიდრე შავკანიანებისათვის.


0
55
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0