x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"კორონავირუსი უკან დაიხევს და მარტის ბოლომდე არავითარი პანიკის მიზეზი არ იქნება" - ასტროლოგი რამაზ გიგაური
image


ასტროლოგი რამაზ გიგაური კორონავირუსთან დაკავშირებით ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს. ასტროლოგი მოსახლეობას ამშვიდებს, თუმცა 2020 წლის სხვა მოსალოდნელ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას.


"ასტროლოგები კორონოვირუსზე პროგნოზებს მზე-მთვარის მიხედვით ნუ აკეთებთ. რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. მოვლენა, რომელიც მასშტაბურია, გლობალურია და მსოფლიოზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან ნებისმიერი კუთხით ნეგატიურ გავლენას ახდენს, გამოიყენეთ სატურნის, ურანის, ნეპტუნის და პლუტონის ციკლები.


რაც შეეხება კორონავირუსს...



2019 წლის ბოლოს და 2020 წლის პირველი კვარტლის დაძაბულობის, ნეგატიური რეზონანსის ასტროლოგიური „გასაღები“ არის სატურნი-პლუტონის შეერთება. ეს შეერთება დაიწყო 2019 წლის 8 ნოემბერს, თუმცა ზუსტი შეერთება დაიწყო 30 დეკემბერს (31 დეკემბერს ჩინეთის ქალაქ უხანში კორონას პირველი შემთხვევა დაფიქსირდა). ეს შეერთება აქტიური იყო გუშინდელ დღემდე, ანუ 9 მარტამდე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კორონავირუსი უკან დაიხევს და მარტის ბოლომდე არავითარი პანიკის მიზეზი არ იქნება. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისზე და 2020 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელ სამხედრო ტიპის გართულებებზე. როგორც დეკემბერში ჩემს პროგნოზში აღვნიშნე, 2020 წლის მსოფლიოს ორი მთავარი გამოწვევა იქნება - ფინანსური კრიზისი და სამხედრო ტიპის დაპირისპირებები. პირველის და მეორეს ნიშნებიც უკვე სახეზეა - ჯერ წლის მესამე თვეა და უკვე ვიხილეთ ამერიკა-ირანის და სირია (რუსეთი)-თურქეთის დაპირისპირება. გუშინ „ნავთობის ომი“ დაიწყო, რუსული რუბლი კიდევ უფრო გაუფასურდა, ამერიკის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასმა ვარდნა დაიწყო. ასე რომ, კორონა იმ სამედიცინო ცოდნით და პროფესიული მიდგომებით, რაც დღეს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვს, აბსოლუტურად კონტროლს ექვემდებარება.


გამოწვევა ორია: ფინანსური კრიზისი და შეიარაღებული დაპირისპირება. მარტივად შეგიძლიათ ამის გადამოწმება: გადახედეთ წინა ვირთხის წელს 2020 - 12 = 2008 (!). რა ხდებოდა ამ წელს მსოფლიოში? შეიძლება თუ არა ამის მართვა? ცხადია. ოღონდ ეს ჩვენ არ შეგვიძლია. ეს შეუძლიათ განვითარებული ქვეყნების მმართველებს. ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა შევცვალოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი განწყობა. არ შეგვეშინდეს და არ ვიყოთ პანიკაში, რადგან ეს უარესია. გაძლიერდით შინაგანად, გამხნევდით და გაამხნევეთ თქვენი ოჯახის წევრები. ჩვენ გადავიტანთ ამას. მშვიდობას და ფინანსურ სიმყარეს გისურვებთ!"


ასევე ნახეთ:


"ცვლილებები სასიკეთო იქნება" - რას წერს ასტროლოგი, როდის დასრულდება კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში?


მარტის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური თარიღები და მოვლენები - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით სერიოზული ცვლილებები


ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, კირჩხიბი, მორიელი, თევზები - რა ელით მარტში ცეცხლისა და წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს


მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეხვდება ახალ სიყვარულს და ვის ემუქრება პარტნიორთან დაშორება


როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ


მარტის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული მომდევნო თვე და ვინ მიიღებს ფულის ახალ წყაროს


როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ


28-29 თებერვალი სურპრიზებით სავსე იქნება - რაზე გვაფრთხილებს და რას გვირჩევს ასტროლოგი


რა ელოდებათ მარტში მორიელებს, სასწორებსა და ქალწულებს - ასტროლოგიური პროგნოზი


"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი

ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

3
5035
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
5035
  
2020, 15 მარტი, 2:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 11 მარტი, 22:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 11 მარტი, 3:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3