პოეზია ეძღვნება რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ვაჟკაცებს. 2012, 8 აგვისტო, 18:02 ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკვა მომინდა. შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?! ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?! შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ, ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?! სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?! იქნებ, მე თვალი მატყებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა, მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად: თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა, მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა?! ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. ლადო ასათიანი. 58 3-ს მოსწონს
|