სიახლეები კორონავირუსი მთელ მსოფლიოში 10 მარტისთვის 2020, 10 მარტი, 9:59
აქვე აღსანიშნავია, რომ ახალი ინფიცირებულები მკვეთრად შემცირდა ჩინეთში, 24 საათის განმავლობაში იქ მხოლოდ 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იგივეს ვერ ვიტყვით საფრანგეთზე, გერმანიასა და ესპანეთზე, სადაც შესაბამისად 410, 317 და 159 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. შედარებით შემცირდა ახლად ინფიცირებულთა რიცხვი იტალიაში (132). უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ციფრები არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები და ადგილობრივი ინფორმაციებით ეს მდგომარეობა ოდნავ განსხვავებულია. ასე მაგალითად, გერმანიაში ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს მონაცემებით, 1182 ინფიცირებულია. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მდგომარეობა შემდეგია: ჩინეთი- 3123, სამხრეთ კორეა-51, ირანი - 194, იტალია - 366, საფრანგეთი - 19, გერმანია -2(ადგილობრივი მონაცემებით), ყველაზე სწრაფად გარდაცვლილთა რიცხვი, ინფიცირებულთა რაოდენობის გათვალისწინებით, იტალიის შემდეგ, ესპანეთში მატულობს, იქ უკვე 10 მიცვალებულია. ცალკე გამოსაყოფია ჩინეთი, სადაც 24 საათში 21 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, რაც წინა დღეების გათვალისწინებით, ბევრად პატარა რიცხვია. რაც შეეხება საქართველოს, გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში სულ 15 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ მონაცემებში, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 13-ს არ აღემატება. 184 2-ს მოსწონს
|