x
image
მაია 24
მარტის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური თარიღები და მოვლენები - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით სერიოზული ცვლილებები
image


მარტი - გაზაფხულის პირველი თვე საინტერესო მოვლენებითაა დატვირთული. რაც ყვლაზე საინტერესოა, მარტში დაწყებული ცვლილებები და საქმეები მომდევნო წელსაც შეგვახსენებენ თავს და გაგრძელდებიან.


  • მარტის თვის მოვლენების მცირე მიმოხილვა:
10 მარტი - პლანეტა მერკური რეტროგრადული ფაზიდან გამოვა.

9 მარტი - სავსემთვარეობა ქალწულის მე-20 გრადუსში.


საინტერესო თარიღები - დაბნელების შუალედები - 16, 24, 31 მარტი

20 მარტი - გაზაფხულის ბუნიობა და ასტროლოგიური ახალი წელი

22 მარტი - პლანეტა სატურნის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა

24 მარტი - ახალმთვარეობა ვერძის მეხუთე გრადუსში

პლანეტა მარსის სამი შეერთება 20, 23 და 31 მარტს.

30 მარტი - პლანეტა მარსის გადასვლა მერწყულის ზოდიაქოში.


ახლა კი ვრცლად ყველა მოვლენის შესახებ. როგორც ხვდებით, მარტის თვეში პლანეტების აქტიური გადაადგილებები გველის. პირველი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ პლანეტა მერკური 10 მარტი რეტროგრადული ფაზიდან გამოვა, დაბრუნდება მერწყულის ზოდიაქოში და მხოლოდ 16 მარტს გადავა ისევ თევზებში და გააგრძელებს უკვე ჩვეულ გზას. აქვე მოვლენებს ცოტას გავუსწრებ და გეტყვით, რომ 11 აპრილს პლანეტა მერკური ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვლებს.


პლანეტა ვენერა თავის ნიშანში - კუროს ზოდიაქოში გადადის და აქ თითქმის მთელ თვეს გასტანს. მიწის სტიქიაში ვენერა თავს ყველაზე მშვიდად და კარგად გრძნობს. ამის გავლენით ადამიანებს მოუნდებათ მეტი კომფორტი, ლამაზი ნივთების ქონა, ჰარმონიის შექმნა. დატკბით ამ პერიოდით (5 მარტიდან 3 აპრილამდე), არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის გაბედნიერება ახალი სამოსით, სამკაულით და ხანდახან - ტკბილეულითაც კი. სხვათა შორის, ეს პერიოდი აგრეთვე კარგია ქორწინებისთვისაც. ოღონდ უნდა გამორიცხოთ შემდეგი თარიღები: 12, 17 და 23 მარტი. ხოლო უკვე დაქორწინებულები კიდევ უფრო გააუმჯობესებენ თავიანთ კავშირს. თავის მეორე ნიშანში - სასწორში ვენერა მეტად მომართულია ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, პარტნიორულ სიყვარულზე. ეს პერიოდი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.


9 მარტს, სავსემთვარეობაზე, მზე და მთვარე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან


ეს არის ემოციების დუღილის დღე, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ. სიტყვებშიც და ქცევებშიც. განსაკუთრებით, საყვარელი ადამიანების მიმართ.


პლანეტა სატურნი 22 მარტს გადავა მერწყულის ზოდიაქოში და იქ გასტანს 2 ივლისამდე. და შემდეგ ისევ დაბრუნდება თხის რქის ნიშანში, ხოლო 21 დეკემბერს შეუერთდება პლანეტა იუპიტერთან. სატურნი (პროფესიონალების, დისციპლინის პლანეტა, ადამიანების, ვინც 100 პროცენტით იდეალურად აკეთებს თავის საქმეს) ჩვენგან მოითხოვს, მეტად ვიყოთ მომართულები მომავალზე, ჩვენი საქმიანობისთვის მეტად გამოვიყენოთ კომპიუტერები, ინტერნეტი. მეტად პასუხისმგებლები გავხდეთ ჩვენს საქმიანობაზე. საქმე უნდა გავაკეთოთ ხარისხიანად, რომ ხანგრძლივ პერიოდს გაუძლოს. ისიც გაითვალისწინეთ პლანეტა სატურნი მერწყულის ზოდიაქოში სამ წელს გასტანს.


მარტში არის რამდენიმე დღე, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვერ გეტყვით, რომ ეს არის ცუდი ან კარგი დღეები, მაგრამ მნიშვნელოვან საქმეებს მაინც ნუ დაგეგმავთ. მოვლენები, კი ისე უნდა მიიღოთ, როგორც განვითარდება და არ იბრძოლოთ რაიმეს შესაცვლელად. არიან ადამიანები, რომლებზეც ამ დღის გავლენა საერთოდ არ მოქმედებს, ამიტომ დააკვირდით, რა მოხდება ამ დღეებში. ასეთებია 16, 24 და 31 მარტი.


20 მარტი - ბუნიობა, გაზაფხულის დაწყება და მზის ვერძში გადასვლა გველის. მზე აქ თვისთვის ძალიან კარგ პოზიციაშია და აგრეთვე მარსი, რომელიც ვერძის მმართველ პლანეტად ითვლება შეერთებაშია ბედნიერების და წარმატების მომტან პლანეტა იუპიტერთან. ამასთანავე, მარსი ასპექტს აკეთებს პლუტონთანაც. ჩვენ კი გვევალება, თანაბრად გადავანაწილოთ ჩვენი ენერგიები. დავისახოთ ბიზნესგეგმები, სამომავლო საქმეები და რაიმე მასშტაბური პროექტები. აქვე უნდა დავამატოთ, რომ გაზაფხულის ბუნიობა გავლენას იქონიებს მომდევნო სამ თვეზე, ზაფხულის მზებუდობამდე, რომელსაც წელს 21 ივნისს ველით. ამ მოვლენას სამწუხაროდ, დაერთვება მზის დაბნელება. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ მარტი, აპრილი და მაისის პირველი 10 დღე ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია აქტიური მოქმედებისთვის. ამიტომ, ამ პერიოდს დაამთხვიოთ ყველა საქმის, პროექტის, სწავლის და ა.შ. დაწყება.


ახალმთვარეობა - 24 მარტს, ვერძის მეხუთე გრადუსში, თბილისის დროით 13:28-ზე დადგება. მეტად უჩვეულო ახალმთვარეობა გველის. გვმართებს დაკვირვება, რადგან შესაძლოა ორგვაროვანი სიტუაციები განვითარდეს და არავითარ შემთხვევაში არ გვმართებს ძალის, უხეშობის გამოყენება. პირიქით, ყველას სასარგებლოდ უნდა ვიმოქმედოთ. ჩამოწერეთ თქვენი მიზნები, ახალი საქმეების გეგმა შეადგინეთ, რასაც ამ მთვარის თვეში განახორციელებთ.


3 მნიშვნელოვანი შეერთება პლანეტა მარსისა პლანეტებთან: იუპიტერთან, პლუტონთან და სატურთან. გარდა ამისა, 5 აპრილს იქნება პლანეტების იუპიტერისა და პლუტონის შეერთება და თითოეული თითქმის ათდღიანი მონაკვეთიც, რაც საერთო ჯამში ძლიერ და მოვლენებით დატვირთულ პერიოდს გვპირდება. ისინი კი ახლაც დაიწყებენ ჩვენზე გავლენის მოხდენას და კიდევ მომდევნო 2 წლის განმავლობაშიც. წინა ორ შეერთებაზე უკვე ვისაუბრეთ, 31 მარტს კი ველოდებით პლანეტები მარსისა და სატურნის შეერთებას მერწყულის ზოდიაქოში, რაც ჩვენგან მოითხოვს სისტემურ მოქმედებას, დეტალებზე დაკვირვებას, თანამედროვე ტექნოლოგების გამოყენებას, ახალი ტექნოლოგების დანერგვას და პროექტების ავტომატიზირებას. ეს სამი შეერთება მნიშვნელოვანი პერიოდია და არ გაუშვათ შანსი ხელიდან: მარსის პლანეტა იუპიტერთან შეერთება გვაძლევს გაფართოების, განვითარების, გაზრდის, ახალი შესაძლებლობის უნარს. შეიძლება კავშირი დაამაყაროთ უცხოურ კომპანიებთან, უცხოელებთან. პლანეტა პლუტონი, კი გაძლევთ ენერგიას, რომ აქტიურად ვიმოქმედოთ.


20 მარტამდე, გაზაფხულის ბუნიობამდე მზე ისევ თევზების ზოდიაქოს გადის და პლანეტა ნეპტუნი გვმართავს, რაც მოგვიწოდებს ყური დავუგდოთ ჩვენს შინაგან სამყაროს, სულიერებას, დავეყრდნოთ ინტუიციას, გამოვნახოთ დრო მედიტაციისთვის. შეიძლება საკუთარ თავში ახალი შემოქმედებითი ნიჭი აღმოვაჩინოთ. როცა პლანეტა მერკური რეტროგრადული ფაზიდან გამოვა, უფრო მეტად შეგვეძლება საკუთარ თავზე მუშაობა.


ახლა კი შეგვიძლია ცოტა დავისვენოთ, დავაგროვოთ იდეები. ამბობენ, რომ თევზები არის ნიშანი, რომელმაც ყველა დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნის სიბრძნე დააგროვა და ახლა შეუძლია ის ყველას გაუნაწილოს. ამიტომ, როცა მზე თევზების ზოდიაქოს გადის, ყური უნდა დავუგდოთ ჩვენს შინაგან სამყაროს, ნაკლები დრო გავატაროთ გარე სამყაროსთან და დავუკვირდეთ იმ საკითხებსა და თემებს, რომლებზეც მზის ვერძის ზოდიაქოში გადასვლის შემდეგ დავიწყებთ მუშაობას. ანუ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, როცა ბუნება იღვიძებს, ჩვენც "გამოვიღვიძებთ" და დავიწყებთ ახლებურად მოქმედებას, მიზნების განხორციელებაზე ზრუნვას.


ასევე ნახეთ:


ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, კირჩხიბი, მორიელი, თევზები - რა ელით მარტში ცეცხლისა და წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს


მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეხვდება ახალ სიყვარულს და ვის ემუქრება პარტნიორთან დაშორება


როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ


მარტის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული მომდევნო თვე და ვინ მიიღებს ფულის ახალ წყაროს


როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ


28-29 თებერვალი სურპრიზებით სავსე იქნება - რაზე გვაფრთხილებს და რას გვირჩევს ასტროლოგი


რა ელოდებათ მარტში მორიელებს, სასწორებსა და ქალწულებს - ასტროლოგიური პროგნოზი


"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი

ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
1984
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1984
  
2020, 11 მარტი, 3:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1