x
image
მანანა თურმანიძე
ახალი ეკლესია თურქეთში და ახალი სიტყვა ქრისტიანულ-მუსლიმურ ურთიერთობებში

image



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შაბათს საფუძველი ჩაუყარა ერის პირველი ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობას და თქვა, რომ ეს ასახავს ქვეყნის რელიგიურ მრავალფეროვნებას.


თითქმის ასი წლის მანძილზე პირველად, სტამბოლში ახალი ეკლესია აშენდება. სირიის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკვე მიწა გაჭრა. ეს პირველი შემთხვევაა თანამედროვე თურქეთის ისტორიაში, როდესაც ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობა დაიწყო.


დასრულების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ახალი ეკლესიის შენობა თურქეთში, 1923 წელს ერის დაარსების დღიდან.



სტამბულის ეკლესიის შენობაში განთავსდება სირიული მართლმადიდებელი ქრისტიანული საზოგადოება, რომელსაც ამჟამად საკუთარი სახლი არ აქვს და კათოლიკურ ეკლესიასთან არის მიკედლებული.


სირიის მართლმადიდებელი ქრისტიანები იხდიან ახალი შენობის მშენებლობის ხარჯებს, იუწყება აჯენს ფრანს პრესი (Agence France-Presse). შეგახსენებთ, რომ ისლამი ქვეყნის უმრავლესობის რელიგიაა.


ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულა ფატა ელ-სისმა სულ ახლახანს გახსნა უდიდესი ქრისტიანული ეკლესია შუა აღმოსავლეთში, სადაც უკვე წირვა აღევლინა.


უდიდესი ქრისტიანული ტაძარი ეგვიპტეში


ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანულ-ისლამურ ურთიერთობებში ახალი ერა იწყება. ეს ურთიერთობების დათბობის და ურთიერთპატივისცემის განმტკიცების ისტორიული ნაბიჯებია, რასაც გულითადად მივესალმებით. მშვიდობა და სიყვარული არის ის, რაც ღმერთს სურს და რასაც რელიგია გვასწავლის, ომი და დაპირისპირება კი უღმერთობის და ღვთის გმობის ქმედებებია.


სტერეოტიპული აზროვნება და ქსენოფობია დამღუპველია ნებისმიერი ერის თუ პიროვნებისთვის და მის სულიერ, კულტურულ განვითარებას ხელს უშლის. ქსენოფობიური განწყობები ომების და კონფრონტაციის საფუძველია ყველა დროში და ყველგან. სწორედ ამიტომ არის ძალიან სასიხარულო სიახლე ახალი ქრისტიანული ეკლესიების მშენებლობა ისლამურ სახელმწიფოებში.


ჩვენთვის, ქართველებისთვის თითქოს ამაში უჩვეულო არაფერია, რადგან ისტორიულად მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტულები ვართ და ქრისტიანული ეკლესია-მონასტრების სიმრავლესთან ერთად არც სინაგოგების და მეჩეთების ნაკლებობას განვიცდით, თუმცა ისლამურ სახელმწიფოებში ეს მართლაც სასიამოვნო სიახლეა.


იმედია ეს ახალი სიტყვა საერთაშორისო ურთიერთობებში დააბალანსებს რელიგიურ საფუძველზე აღმოცენებულ ნებისმიერ დაძაბულობას და ხელს შეუწყობს მშვიდობიან განვითარებას მსოფლიოში.



0
873
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
873
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0