x
image
მანანა თურმანიძე
ლიტვა საბჭოთა მმართველობის დროს ჩადენილ ომის დანაშაულებში რუსებს სდებს ბრალს
94 წლის მარშალ დიმიტრი იაზოვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ ლიტვაში ყოფილი საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი დამნაშავედ ცნო იმ დანაშაულის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა ბალტიისპირეთის სახელმწიფოს მოსპობას 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 94 წლის მარშალ დიმიტრი იაზოვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


კიდევ 66 ყოფილ საბჭოთა სამხედრო და კაგებეს ოფიციალურ პირს 4-დან 14 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. მხოლოდ ორი მათგანი იმყოფებოდა სასამართლო დარბაზში.


რუსეთი აცხადებს, რომ ლიტვაში სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული და უკანონოა.



1991 წლის 13 იანვარს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში, სატელევიზიო კოშკზე უსაფრთხოების ძალების თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ასობით დაშავდა.

თავდასხმა ვილნიუსის ტელევიზიაზე

1990 წლის მარტში, ბალტიისპირეთის რესპუბლიკამ, რომელიც ახლა ევროკავშირის წევრია, გამოაცხადა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა.


მიხეილ გორბაჩოვმა, რომელიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი იყო, უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.


საბჭოთა კავშირი 1991 წლის დეკემბერში ოფიციალურად დაიშალა.


რა ვერდიქტი გამოიტანა ლიტვის სასამართლომ?


მან რუსეთის მოქალაქე იაზოვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ომის დროს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.


კიდევ ერთ მაღალჩინოსანს, კაგებეს ყოფილ ოფიცერს, მიხეილ გოლოვათოვს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგი ასევე რუსეთის მოქალაქეა.


მოსკოვმა უარი თქვა ამ ორი ადამიანის ექსტრადირებაზე.


სასამართლო დარბაზში მხოლოდ ორი ბრალდებული იმყოფებოდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის სატანკო ოფიცერი იური მელი და ყოფილი საბჭოთა საბრძოლო შეიარაღების ოფიცერი გენადი ივანოვი. ორივე რუსი ეროვნების პირია, მათ შვიდი და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

იური მელი,  7 წლით თავისუფლების აღკვეთა

არის მოსაზრება, რომ ოთხშაბათს მსჯავრდებული 67 პირთა უმრავლესობა რუსეთში და ბელორუსში ცხოვრობს.


რა რეაქცია მოჰყვა სასამართლოს განაჩენს?


"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მათ, ვინც მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმა და განხორციელა დანაშაული, წარედგინათ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი" განუცხადა როიტერს რობერტას ფოილაიტისმა, რომლის მამაც თავდასხმის დროს დაიღუპა.


ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტმა დადებითად შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება.


"დასახელდნენ დამნაშავეები, ბრალდებულნი იმ უდანაშაულო ხალხის მკვლელობებში, რომლებიც მშვიდობიანად იცავდნენ თავისუფლებას" - განაცხადა მან განცხადებაში.


წყარო: BBC News
0
70
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0