x
image
მანანა თურმანიძე
აშშ-ს Დამოუკიდებლობის დღე და მისი ისტორია
image


ოთხი ივლისი აშშ-ში დღესასწაულია, ამ დღეს ეწყობა მსვლელობა უკრავს პატრიოტული მუსიკა, ჰაერში გრილზე მომზადებული ჰოთ-დოგების სუნი დგას, ფეიერვერკები ანათებენ ღამის ცას, ამერიკელები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ!


დამოუკიდებლობის დეკლარაცია

1776 წლის 4 ივლისი აღნიშნავს ისტორიულ თარიღს, როდესაც დამოუკიდებლობის დეკლარაცია დამტკიცდა კონტინენტური კონგრესის მიერ. წერილობით დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ამერიკის კოლონიები დაიღალნენ დიდი ბრიტანეთის მმართველობით. მათ სურდათ საკუთარი ქვეყანა ჰქონოდათ.



When Americans forgot about the Declaration of Independence | Stanford  Report


ცოტაოდენი ისტორია

დეკლარაციამდე ამერიკა იყო დიდი ბრიტანეთის სამეფოს, ამჟამად გაერთიანებული სამეფოს ნაწილი. 1600-იან წლებში ხალხი დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდა და დასახლდა ახლანდელ ჩრდილოეთ ამერიკაში. 1607-1732 წლებში ბრიტანელებმა იქ დააარსეს 13 კოლონია: ვირჯინია, ნიუ-იორკი, მასაჩუსეტსი, მერილენდი, როდ აილენდი, კონექტიკუტი, ნიუ ჰემფშირი, დელავერი, ჩრდილოეთ კაროლინა, სამხრეთ კაროლინა, ნიუ ჯერსი, პენსილვანია და ჯორჯია.


ეს კოლონიები თანდათან იზრდებოდა, იქ მცხოვრებ ადამიანებს გაუჩნდათ პროტესტი, რომ ბრიტანეთის მთავრობა მათ უსამართლოდ ეპყრობოდა. მაგალითად, მათ უნდა გადაეხადათ გადასახადები ჩაიზე, ბრიტანელი ჯარისკაცებისთივს უნდა მიეცათ თავიანთ სახლებში დარჩენის უფლება და ა.შ.. კოლონისტებს არ მოსწონდათ ეს კანონები, მაგრამ იძულებულნი იყვნენ დაეცვათ. კანონები ვერ შეცვალეს, ამიტომ კოლონისტები აჯანყდნენ. შედეგად, 1775 წელს დაიწყო რევოლუციური ომი კოლონისტებსა და დიდ ბრიტანეთს შორის.


image


ამერიკელები მიხვდნენ, რომ მხოლოდ ბრძოლა საკმარისი არ იყო. კოლონისტებმა გადაწყვიტეს, რომ წერილობით უნდა გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა, რათა აეხსნათ თავიანთი მიზეზები და მოეპოვებინათ მხარდაჭერა სხვა ქვეყნებისგან, როგორიცაა საფრანგეთი. 1776 წლის 4 ივლისს კოლონიების წარმომადგენელთა მცირე ჯგუფმა - სახელწოდებით კონტინენტური კონგრესი - მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია. სწორედ ამ თარიღს მიიჩნევენ დამოუკიდებლობის დღედ ამერიკელები დღეს.


How the Declaration of Independence Birthed the American Nation |  HowStuffWorks


დოკუმენტი დაიწერა კომიტეტის მიერ, რომელსაც თომას ჯეფერსონი ხელმძღვანელობდა, ხელი მოაწერეს 13-ვე კოლონიის წარმომადგენლებმა, მაგრამ ბრიტანეთის მთავრობამ ის არ მიიღო. ამგვარად, კოლონისტებმა განაგრძეს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ვიდრე საბოლოოდ არ დაამარცხეს დიდი ბრიტანეთი 1783 წელს.


აშშ-ს დევიზი - ჩვენ ღმერთის გვწამს!

1785 წლის 6 ივლისს აშშ-ის კონგრესი ერთხმად წყვეტს აშშ-ს ვალუტის სახელს და მას „დოლარს“ არქმევს.


In God We Trust - Wikipedia


დოლარის კუპიურას ამშვენების დევიზი - In God We Trust - ჩვენ ღვთის გვწამს, რომელიც აშშ-ის და ასევე ფლორიდის ოფიციალური დევიზია. პირველად 1864 წელს, ახალი სახის მონეტების მოჭრის დროს იქნა გამოყენებული, ხოლო 1956 წელს ეროვნული დევიზის სახელი მიენიჭა.


კონსტიტუცია

1787 წელს დასრულდა მუშაობა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაზე, რომელიც დღეს აშშ-ს უზენაესი კანონია. სპეციალური კონვენციით მოხდა რატიფიკაცია თითოეული შტატის მიერ, შეიქმნა სუვერენული შტატების ფედერალური გაერთიანება და ამ გაერთიანების მმართველი ფედერალური მთავრობა. იგი ძალაში შევიდა 1789 წელს და გამოყენებულია მოდელად სხვა სახელმწიფოების მიერ.


პირველი პრეზიდენტი

1789 წლის 30 აპრილს ჯორჯ ვაშინგტონმა, რომელიც ნიუ-იორკში, უოლ სტრიტზე, ფედერალური დარბაზის აივანზე იდგა, დადო ფიცი, როგორც შეერთებული შტატების პირველმა პრეზიდენტმა.


First inauguration of George Washington - Wikipedia


სამოქალაქო ომი

1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც შექმნა ბირთვული იარაღი. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.


undefined

თომას ჯეფერსონის ბრინჯაოს ქანდაკება დგას მემორიალთან ვაშინგტონში, D.C.


დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც ახლა ინახება ვაშინგტონში, ეროვნულ არქივში, მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც თვითმმართველობისა და ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი გზავნილი. მეორე წინადადება - „ყველა ადამიანი თანაბრად არის შექმნილი და აქვს უფლებები, რომელიც მოიცავს სიცოცხლეს, თავისუფლებას და ბედნიერებისკენ სწრაფვას“ ჯეფერსონმა დაწერა, რომელიც აშშ-ის მესამე პრეზიდენტი გახდა.


ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მოხდა ჯონ ადამსის მიერ დაწერილი წერილის წყალობით, რომელიც მუხტი იყო დეკლარაციის დაწერაში. ჯონ ადამსი გახდა აშშ-ის მეორე პრეზიდენტი. მეუღლის, აბიგაილისადმი მიწერილ წერილში ადამსმა იწინასწარმეტყველა, რომ კოლონისტების დამოუკიდებლობას მომავალი თაობები აღენიშნავდნენ, როგორც ყოველწლიურ ფესტივალს აღლუმებითა და ფეიერვერკებით. გასაკვირი არ არის, რომ ეს დღესასწაული მართლაც ასეთი სახალხო და აღნიშვნადი აღმოჩნდა თაობების მიერ!


John Adams | Biography,  Political Party,  Children,  Presidency,  & Facts |  Britannica


ამერიკა დღეს

დღეს შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მეგობრები არიან. აშშ ფედერალური სახელმწიფოა, რომელიც მოიცავს 50 შტატს და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, უშუალოდ კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, ორმოცდამეათე - ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ-ს მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) $22.321 ტრილიონია, ერთ სულ მოსახლეზე კი $67, 426 შეადგენს.


აშშ-ს ფართობი 9, 83 მილიონი კვადრატულ კილომეტრია, სადაც ცხოვრობს 329 მილიონ ადამიანზე მეტი (2020 წ. მონაცემებით). შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ 3 სახელმწიფოს შორისაა. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს.


მშველელი ხელი არასოდეს დარჩება ცარიელი

ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. აშშ არის დემოკრატიული სახელმწიფო და ის მშვიდობის, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ფლაგმანია დღევანდელ მსოფლიოში. მან დიდი დახმარება გაუწია დამოუკიდებელ საქართველოს ძალების აღდგენასა და ფეხზე დადგომაში, უზარმაზარი წვლილი შეიტანა მის მშვიდობიან განვითარებაში. ეს პარტნიორობა გადამწყვეტი იყო და არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. ამერიკელი ხალხი ქართველი ხალხის ერთგული მეგობარი და მხარდამჭერია ბოლო სამი დეკადის განმავლობაში, რასაც ქართული საზოგადოება დიდად აფასებს და მადლიერია იმ დახმარების გამო, რომელსაც უწევდა და დღემდე უწევს აშშ. ეს მეგობრობა ურყევ პრინციპებს ემყარება და იმედია გაგრძელდება, მას ვერასოდეს, ვერავინ და ვერაფერი შეარყევს. მადლობა ამერიკელ ხალხს, მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს ერებს, ღვთის ლოცვა-კურთხევით!



All About US Independence Day 2023

0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0