x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უკვე ცნობილია რამდენ ხანს რჩება ვირუსი ადამიანის ორგანიზმში – საკმარისია თუ არა 14 დღიანი კარანტინი?

როგორც აღმოჩნდა, 14 დღიანი კარანტინი, ადამიანის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, საკმარისი არ არის. ახალი შტამის კორონავირუსს, ინფიცირების შემდეგ, ადამიანის ორგანიზმში, შეუძლია 5 კვირის მანძილზე დარჩეს და ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება დაავადება, საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ახალი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია, ჩინეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ბრიტანული სამედიცინი ჟურნალი The Lancet–ი ავრცელებს.


image


ჩინელმა ვირუსოლოგებმა 191 ინფიცირებული ადამიანის სამედიცინო ჩანაწერები და ლაბორატორიული ანალიზები შეისწავლეს. კვლევაში ასევე ჩართული იყო, ვირუსით გარდაცვლილი, 54 ადამიანის ტესტის შედეგები და გაირკვა, რომ კორონავირუსს ორგანიზმში დარჩენა 37 დღის მანძილზე შეუძლია. ხილო, ინფექციის კერები, ძირითადად, სასუნთქი გზები შეიძლება იყოს.

ადამიანის ორგანიზმში ახალი შტამის ვირუსის სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალი აღმოჩნდა, ნათქვამია კვლევის ანგარიშში. შედარებისთვის, – ატიპიური პნევმონია, 4 კვირის მანძილზე, ინფიცირებულების მხოლოდ მესამედს უფიქსირდება.

მეცნიერთა აზრით, მიღებული მონაცემები, კარანტინის რეჟიმის კორექტირების და ინფიცირებული ადამიანების მკურნალობის პროცედურებისთვის არის მნიშვნელოვანი.
როგორც ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დღეს მხოლოდ 14 დღიანი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.


27 მარტის დილის მონაცემებით, მსოფლიოს 198 ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირებული უკვე 538305 ადამიანი არის. ქვემოთ მოცემულია იმ ქვეყნების სია, რომლებშიც ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებული:


1. აშშ – 85 335

2. ჩინეთი – 81 405

3. იტალია– 80 539

4. ესპანეთი – 57 786

5. გერმანია – 43 938

6. ირანი – 29 406

7. საფრანგეთი - 29 155

8. შვეიცარია -11 753

9. დიდი ბრიტანეთი - 11 658

10. სამხ. კორეა – 9 332


განიკურნა – 123 551 ადამიანი;

დაიღუპა – 24 196 ადამიანი;

imageimageარსის სხვა სიახლეები:
imageimageimage1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები

2. ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სიმპტომები დაასახელეს

3 ყავა თუ ჩაი? – პასუხობენ გენეტიკოსები

4. როდესაც პარამეტრები არაფერს ნიშნავს! – ვარსკვლავები მოდელების წინააღმდეგ (25 ფოტო)
5. რატომ მიატოვეს ადამიანებმა მთვარე და რატომ ღირს მასზე დაბრუნება
6. თუ მარსზე სიცოცხლე არის, ის მიწისქვეშეთში იქნება – აცხადებენ ასტრობიოლოგები

0
249
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0