მუსიკა კორონავირუსის გამო მსოფლიოს ცნობილმა როკ-შემსრულებლებმა კონცერტები გააუქმეს 2020, 6 მარტი, 18:04 ![]() Queen + ადამ ლამბერტის კონცერტი აღარ გაიმართება Paris AccorHotels Arena-ზე, რომელიც 26 მაისს უნდა გამართულიყო, განცხადება ჯგუფის ოფიციალურ საიტზე უკვე დაიდო.კონცერტები გააუქმა ჯგუფმა Whitesnake -მაც, რომლის კონცერტები იაპონიაში იყო დაგეგმილი ამა წლის მარტის თვეში, ოზი ოსბორნმა გადადო South By Southwest-ის ფესტივალზე გამოსვლა, რომელიც ტეხასში უნდა გამართულიყო, ფესტივალში სხვა ცნობილ ჯგუფებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ![]() იაპონური ტურნე შეწყვიტა მაიკლ შენკერმაც, დიდი ალბათობით ჩაიშლება მისი კონცერტები დიდი ბრიტანეთშიც, რომელიც აპრილის თვეში უნდა გამართულიყო, მთლიანად გააუქმა ჯგუფმა Slipknot-მა აზიური ტურნე. ჯერ კიდევ გასულ კვირას ტურნეები გააუქმეს შემდეგმა ჯგუფებმა:Green Day, Lacuna Coil, Behemoth, Pixies, Trivium და Testament-მა. 28 თებერვალს ახალ ზელანდიაში ჯგუფ Tool-ის კონცერტზე ერთ-ერთ მაყურებელს დაუდგინდა Covid-19-ი, ამჟამად დაკვირვების ქვეშაა კონცერტზე ნამყოფი რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც ინფიცირებულის სიახლოვეს იმყოფებოდნენ. 50 3-ს მოსწონს
|