კინო მამიკოს გოგოები: სილვესტერ სტალონეს უმშვენიერესი ქალიშვილები 2020, 6 მარტი, 13:09 ცნობილი ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი, კინორეჟისორი და პროდიუსერი - სილვესტერ სტალონე სულ ცოტა ხნის წინ მილიონობით თაყვანისმცმელმა თავის სამ უმშვენიერეს ქალიშვილთან ერთად იხილა, რომლებიც ლეგენდარულ მსახიობს მოდელ ჯენიფერ ფლავინთან ქორწინების შედეგად ჰყავს.73 წლის ვარსკვლავი, მართლაც მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია თუმცა, თავად ასე არ ფიქრობს. ყველასთვის საყვარელმა "როკი ბალბოამ" ფოტო, რომელზეც ის თავის ულამაზეს ქალიშვილებთან ერთად არის, ასე შეაფასა: "სამი ვარდი და ერთი სარეველა".მსახიობის უფროსი ქალიშვილი სოფია, 23 წლის არის. ის სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებულია. გოგონა მამის კვალს გაჰყვა და მონაწილეობა უკვე რამდენიმე ფილმშიც კი მოასწრო.ჯენიფერის თქმით, სოფია დებისგან განსხვავებით, მამას ყველაზე მეტად ჰგავს, გარდა ამისა მამა - შვილი ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ და ცხოვრების არც ერთ ეტაპზე ურთიერთობაში კრიზისი არ ჰქონიათ.21 წლის სისტინი - სილვესტერის შუათანა ქალიშვილია, მიუხედავად იმისა, რომ მან მთელი ბავშვობა ჰოლივუდში გაატარა, გოგონას გადაწყვეტილი მტკიცედ ჰქონდა რომ ის, მამის კვალს არ გაჰყვებოდა, ამიტომ დედის გზა აირჩია და საკუთარი ცხოვრება სამოდელო ბიზნესს დაუკავშირა. მან კონტრაქტი სამოდელო სააგენტო "IMG models" - თან უკვე გააფორმა. ექსპერტები დამწყებ მოდელს მოდის ინდუსტრიაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.თუმცა, გენებმა მაინც თავისი ქნა და 2019 წელს სისტინ როუზ სტალონემ რეჟისორ იოჰანეს რობერტსის საშინელებათა ფილმში - "47 მეტრით დაბლა: გალიიდან გამოშვებული" მთავარი როლი განასახიერა.რაც შეეხება სკარლეტს, ის - სილვესტერის ყველაზე უმცროსი ქალიშვილია, გოგონა ჯერ 18 წლის არის. თუმცა, მისი "Instagram"- გვერდით თუ ვიმსჯელებთ სკარლეტს სპორტული ნიჭი სწორედ მამისგან გამოჰყვა.სილვესტერ სტალონეს მეუღლე - მოდელი ჯენიფერ ფლავინია. წყვილი ჯერ კიდევ შორეულ 90 - იანებში დაქორწინდა, თუმცა მანამდე შეყვარებულები ერთმანეთს მთელი 9 წლის განმავლობაში ხვდებდნენ. ჯენიფერი მეუღლეზე 22 წლით უმცროსია.522 შეფასება არ არის |