x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იაპონური ციხის 6 სასტიკი ფოტოკადრი

image


იაპონურ ციხეებში თქვენ ვერ ნახავთ პატიმრებით გადატვირთულ საერთო საკნებსა და ვირთხებით სავსე ნესტიან კარცერებს. აქ ყველაფერი სუფთა და ლამაზია. მიუხედავად ამისა, იაპონელებს ცხოვრებაში ამ ადგილის ყველაზე მეტად ეშინიათ. "ამომავალი მზის" ქვეყნის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არაერთი მკაცრი და უჩვეულო კანონი მოქმედებს. მაგალითად, აქ პატიმრებს უფლება არ ქვთ ციხის მცველს - თვალი გაუსწორონ, გაესაუბრონ ან რაიმე სთხოვონ. ყოველი ასეთი დარღვევისთვის მათ არც მეტი, არც ნაკლები კეტით სცემენ. იაპონურ ციხეში, სიკვდილმისჯილების გარდა სეიძის ერთი და იგივე პოზაში მრავალსაათიანი მუშაობა ყველა პატიმარს ევალება. მოგეხსენებათ, სხეულის დიდი ხნის განმავლობაში, ერთ პოზაში ყოფნა კუნთებისა და სახსრების სრულ ატროფიას, ხოლო დუნდულებზე კი ნაწოლებს იწვევს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, იაპონიაში ცენტრალური გათბობა არ არის, შესაბამისად, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ცივ ამინდში პატიმრები უბრალოდ იყინებიან. გთავაზობთ 6 ფოტოსურათს, რომლებიც იაპონური ციხის რეალობას ყველაზე უკეთ ასახავენ.



imageimageimageimageimageimage





0
1232
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1232