სხვა მხატვარი აბსურდულ შეფუთვებს ქმნის, რომ ბრენდების უაზრობა დაგვანახოს 2020, 6 მარტი, 9:24 პროდუქტების შეფუთვის საკითხი მრავალი მწარმოებელი კომპანიისთვის უკვე დიდი ხანია აქტუალური გახდა. საკმარისი არაა, რომ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი მოამზადოთ, მომხმარებელს ლამაზადაც უნდა წარუდგინოთ. ასე მისი გაყიდვა გაგიადვილდებათ. ამ ამოცანას მხატვარი და დიზაინერი ისრაელიდან, პედი მერგური ორიგინალურად მიუდგა.
ორიგინალური ჩანაფიქრი ნებისმიერი პროდუქტი შეიძლება არასტანდარტული სტილით გაფორმდეს. მაგალითად, რძის ჩვეულებრივ ყუთზე შეგიძლიათ კომპანია Apple-ს ვაშლის სიმბოლო დახატოთ. სხვადასხვა ხილი, მაგალითად, ციტრუსი შეგიძლიათ ბრენდ Nike-ს მრავალფეროვანი სიმბოლოთი შეფუთოთ. რატომ არ გავაკეთოთ „კვერცხი Versace-დან?“ ჩვეულებრივი კვერცხის ყუთი შეგიძლიათ შავ ფერში გადაღებოთ და ცნობილი ბრენდის სიმბოლო დაუმატოთ. შიგნით - 10 კვერცხია, თითოეული ცალკეულ „პერანგში“, რომლებიც ასევე ვერსაჩეს სტილშია გაფორმებული. ჩვეულებრივი 1 კგ ფქვილის ყუთი შეგიძლიათ ზებრის ფორმებში შეღებოთ და მასზე ბრენდი Prada მიუთითოთ. არასტანდარტული გაფორმება საღებავების ქილა შეგიძლიათ არა მხოლოდ მის ფერში შეღებოთ, არამედ უფრო შემოქმედებითად გააფორმოთ. მაგალითად, შავი ცხენის ნიშანი - ბრენდ Ferrari-ს სიმბოლო. რა არის გასაოცარი? ავტომობილებს ხომ ღებავენ! მოთუშული ხორცის ტიპიური ქილა შეგიძლიათ ბრენდ Gucci-ს სტილში გააფორმოთ. ისრაელმა დიზაინერმა უმად შებოლილი ძეხვი ლუი ვიტონის ბრენდის სტილში გააფორმა. გამომცხვარი კრეკერები ვიღაცას შეიძლება მშრალი მოეჩვენოს, მაგრამ თუ მას ბრენდ Dolce Gabbana-ს სტილში გააფორმებთ, მომხმარებლებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება. მოდის სახლი Hermes საფრანგეთში მე-19 საუკუნის შუა პერიოდში დააარსეს. მის სტილში დიზაინერმა მარილის და წიწაკის ყუთები გააფორმა. ასეთს თვითმფრინავებსა და მატარებლებში ხშირად ყიდიან. ყავის მსხვილი მწარმოებელი ლათინური ამერიკაა. მაგალითად, კოლუმბია და გვატემალა. 100%-ით კოლუმბიური ყავა პედი მურგუი დიზაინერმა ბრენდ Cartier-ის სტილში გააფორმა. ამის გარდა, მან ჩვეულებრივი თეთრი ბრინჯი ბრენდ HSBC-ის სტილში გააფორმა. ასევე დაგაინტერესებთ: ძველი iPhone-ს მოდელების მუშაობის განზრახ შეფერხების გამო Apple 25 მლნ ევროთი დააჯარიმეს 6 წლის ბიჭმა ლონდონის რესტორნისთვის ლოგო შექმნა არტ დირექტორი ორ სურათს აერთიანებს და სასაცილო სურათებს ქმნის, რომელიც რეალურს ძალიან ჰგავს კორეელი მხატვრის გასაოცარი ნამუშევრები ქაღალდით - წვრილმანებამდე გათვლილი მხატვარმა პატარა ქალთევზას ახალი ისტორია დახატა. ეს კლასიკურ ვერსიაზე უფრო მეტად მომწონს 320 შეფასება არ არის |