x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
მეცნიერებმა ჩაის 7 მავნე თვისება დაასახელეს

ბევრ ქვეყანაში, ჩაი ყველაზე მნიშვნელოვანი სასმელია და მისი სმა გარკვეულ ეტიკეტთან, ტრადიციებთან და ცერემონიებთან არის დაკავშირებული. უმრავლესობამ იცის ორგანიზმისთვის მისი დადებითი თვისებების შესახებ – ჩაი არის სასმელი, რომელიც გვაფხიზლებს, გულს ეხმარება მუშაობაში და დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით, ებრძვის ორგანიზმის დაბერებას.


image



შეიძლება, ხორხის კიბო გამოიწვიოს


ოპტიმალური ტემპერატურა ჩაისთვის — 50 გრადუსია. მაგრამ, ტემპერატურის საზომის შეძენა საჭირო არ არის. უბრალოდ, ჩაის დასხმის შემდეგ, 5 წუთი დააცადეთ, რომ ცოტა გაგრილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხელი ჩაის რეგულარულად მიღებამ, შესაძლებელია, საყლაპავი მილის ეროზია და ხორხის კიბო გამოიწვიოს.



იწვევს სისხლდენას


ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, ცხელი ჩაი მხოლოდ ხორხის კიბოს მაპროვოცირებელი კი არ არის, – მან შეიძლება, ცხვირიდან სისხლდენაც გამოიწვიოს, თან ყოვლად შეუფერებელ მომენტში.



დაყენებულ ჩაიში მძიმე მეტალებია


რაც უფრო დიდი ხნის დაყენბულია ჩაი, მით უფრო ტოქსიკურია ის. დაყენების უსაფრთხო დრო — მაქსიმუმ 3 წუთია. ამის შემდეგ, ჩაის ფოთლებიდან მძიმე მეტალების გამორეცხვა ხდება (ძალიან ხშირად, პლანტაციები ეკოლოგიურად დაბინძურებულ რეგიონეში მდებარეობს).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მძიმე მეტალებს უფრო ხშირად, პაკეტებში დაფასოებული ჩაი შეიცავს. ამიტომ, მისი დაყენების დრო 2 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.




სახიფათოა ღვიძლისთვის!


ამ შემთხვევაში, საუბარი ბალახეულ ჩაიზე არის. ამერიკელმა მეცნიერებმა არაერთი ნიმუში გამოიკვლიეს და უმრავლესობაში (86%) ალკოლოიდები აღმოაჩინეს, რომელიც ღვიძლისთვის ნამდვილი საწამლავია.

მეცნიერების მტკიცებით, ბალახეული ჩაის მიღება არ შეიძლება ფეხმძიმე და მეძუძური დედებისთვის და ბავშვებისთვის, რადგან მათი ღვიძლი, ამ ნივთიერებებისადმი, განსაკუთრებით მგრძნობიარეა.



ჩაი ორგანიზმში ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების დეფიციტს იწვევს


ზედმეტი სითხის და ტოქსიკური ნივთიერებების გარდა, როგორც მწვანე, ისე შავი ჩაი, ორგანიზმიდან ისეთი სასარგებლო ნივთიერებების გამორეცხვასაც ახდენს, როგორებიცაა: მაგნიუმი, კალციუმი და რკინა. რკინის დეფიციტიანი ანემია კი, თავის მხრივ, კანის და თმის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.

გარდა ამისა, საკვების წინ ჩაის მიღება, ორგანიზმის მიერ რკინის ათვისებას უშლის ხელს. ამიტომ, ჩაის სმა, ჭამამდე, 20 წუთით ადრეა რეკომენდირებული.



ძვლების და კბილების დაზიანება


ეს საფრთზე მას ემუქრება, ვინც ძალიან მუქ ჩაის სვამს, – თან, დიდი რაოდენობით. მედიცინის ისტორიაში ცნობილია შემთხვევა, როდესაც ქალს, მუქი ჩაის სიყვარულის გამო, მხოლოდ კბილები კი არ დაუზიანდა, ძვლების ფლუოროზი დაემართა.



უძილობა


და ბოლოს, გახსოვდეთ, – იმის გამო, რომ ჩაი კოფეინს შეიცავს, მას მხოლოდ გამოფხიზლება კი არა, უძილობის გამოწვევაც შეუძლია.

imageimageimageimageimageimageimage






1
1141
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1141
  
2020, 5 მარტი, 20:40
ცაცხვის ჩაი ყველაზე სასარგებლოა
0 1 1