x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსმა მსახიობმა ინანა,რომ აგვისტოს ომზე ფილმში ითამაშა
image

რუსმა მსახიობმა, ანატოლი ბელმა ინანა, რომ აგვისტოს ომის შესახებ გადაღებულ რუსულ ფილმში „აგვისტო. რვა“ ითამაშა(Август. Восьмого)- ამის შესახებ მსახიობმა ტელეარხ RTVI ეთერში ვრცელი ინტერვიუს დროს განაცხადა.


"მოდით გულწრფელი ვიქნები და ეს იქნება აღიარება..ძალიან ვნანობ, იმ ფილმში მონაწილეობა რომ მივიღე. იმ მომენტისთვის ეს იყო ჩემი პოლიტიკური სიბრმავე და უცოდინარობა. საერთოდ არ მესმოდა თუ რა ხდებოდა. საქართველო, აფხაზეთი, რუსეთი, აბსოლუტურად ინფანტილური პოლიტიკური ადამიანი ვიყავი და ეს ცუდად შემომიბრუნდა, იმის შემდეგ საქართველოში გადაღებები არც მქონია, არ მიშვებენ იქ სამუშაოდ" - განაცხადა მსახიობმა.


ფილმი "აგვისტო რვა" 2012 წელს გადაიღეს, რომლის რეჟისორი იყო უზბეკი ჯანიკ ფაიაზიევი, სხვათა შორის ჟურნალმა "ფორბსმა " ფილმი "2012 წლის ყველაზე ჩავარდნილ" რუსულ ფილმების სიაში შეიყვანა, თუმცა ბელარუსსი "აგვისტო, რვა" 2013 წელს ტოპ-3 რუსულ ფილმების სიაში მოხვდა.



47 წლის ანატოლი ბელი თეატრის და კინოს პოპულარული მსახიობია, ნათამაშები აქვს უამრავი როლები, როგორც თეატრში ასევე კინოში, მათ შორის თამაშობდა რობერტ სტურუას დადგმულ სპექტაკლში "რომეო და ჯულიეტა."

0
680
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
680
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0