კინო ჯეკ ბეღურა ბრუნდება!!! 2020, 3 მარტი, 14:37
უცხოური მედია წერს, რომ დისნეის სტუდიას ჯონი დეპის დაბრუნება სურს კარიბის ზღვის მეკობრეების მეექვსე ნაწილში.
2018 წელს პოპულარული მსახიობის ემბერ ჰარდთან აგორებული სკანდალის გამო, სტუდიას მსახიობის მიწვევა აღარ უნდოდა, თუმცა, როგორც ჩანს გადაწყვეტილება შეცვალეს.
შეიძლება იმიტომ, რომ მსახიობი უკვე 56 წლისაა, დისნეი მისთვის მთავარი როლის მიცემას არ აპირებს ამის მაგივრად დეპი მეორეხარისხოვან როლს მიიღებს. მთავარ როლში კი ქალი მეკობრე იქნება, თუმცა სამსახიობო შემადგენლობა ჯერ ჯერობით კვლავ უცნობია.
61 შეფასება არ არის
|