x
image
DZaGa_1997
ისრაელმა მეცნიერებმა 5000 წლის საფუარისგან ლუდი გამოიყვანეს
image

ისრაელმა მეცნიერებმა 5000 წლის საფუარისგან გამოიყვა ეს ლუდი - აღმოჩნდა, რომ მას ხილის გემო აქ.

იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორებს რონენ ჰაზანს და ივალალ გადოტს ჰქონდათ იდეა, რომ აღედგინათ ეს 5000 წლის საფუარი, რომელიც დამალული იყო თიხის ქოთნებში, რომელიც იპოვეს Tell es Safi/Gath-თან არქეოლოგიურ ადგილას.

ვარაუდობენ, რომ ეს არის უძველესი ქალაქი გეთი, ფილისტიმელი ხალხის სახლი.


ამბობენ, რომ ეს არის გიგანტური გოლიათის სამშობლო, რომელიც ბიბლიის თანახმად დაამარცხა ბრძოლაში ბიჭმა დავითმა.

ჰაზანი ამბობს, რომ ''რა სასწაულია, რომ ამ საფუარმა ათასობით წლები გაძლო. გასაოცარია''.

ლუდს დასჭირდა 8 კვირა დუღილისთვის, რაც საკმაოდ ცოტა დროა იმის გათვალისწინებით, რომ საფუარი ამდენი წლის არის.

ერთმა დეგუსტატორმა ლუდი აღწერა როგორც, "ნამდვილად საინტერესო, კაკლის და ბანანის გემოთი''. სხვა ირწმუნებოდა, რომ ეს იყო''გემრიელი'' და ''უნიკალური''.

რათქმაუნდა ყველას არ მოსწონებია. ერთ-ერთმა ლუდის გემო დამწვარ პურს შეადრა.

საფუარს შეუძლია ლუდს მისცეს 500 სხვადასხვა გემო და არომატი, რაც ადამიანს ეხმარება სიცოცხლის გახანგრძივებაში.

ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ ლუდის წარმოება დაიწყეს 5500 წელეს ქრისტესშობამდე.

ის ასევე იწარმოებოდა მესოპოტამიაში, დღევანდელი დასავლეთ აზია, სადაც ხალხი მის დასალევად იყენებდნენ ჩალის ღეროებს.

იერუსალიმის უნივერსიტეტის გუნდი ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ ლუდის კომერციალიზაციით.

1
43
1-ს მოსწონს
ავტორი:DZaGa_1997
DZaGa_1997
43
  
2020, 5 მარტი, 3:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1