სხვა როგორაა დაცარიელებული 24 მილიონი მოსახლეობის მქონე შანხაის ქუჩები 2020, 26 თებერვალი, 15:45
დღესდღეისობით 40 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ჩინეთში. დავირუსების თავიდან ასაცილებლად ჩინელი ხალხი ამჯობინებს, რომ დარჩნენ სახლში და ნაკლები დრო გაატარონ გარეთ. ამ დაცარიელებულმა ქუჩებმა შანხაში შთააგონა ჩინელი ფოტოგრაფი ნიკოკო, რომ დაეწყო ახალი პროექტი სახელად ''One Person City'' - ფოტოები აჩვენებს თუ რა მდგომარეობაა ამჟამად ქალაქ შანხაიში კორონა ვირუსის გავრცელების ფონზე.
იხილეთ ფოტოები: #1 #2 #3 #4ნიკოკო უკვე 6 წელია ცხოვრობს შანხაიში და ის არის მოწმე იმისა, თუ როგორ განვითარდა ეს ქალაქი. ''ეს არის მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქი, სადაც ცვლილებები მომენტალურად ხდება. მე ვნახე ამ ქალაქში თუ როგორ გადავიდა ხალხი ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებიდან მთლიანად მობილურ გადახდაზე. '' - ამბობს ფოტოგრაფი. ''აქ მეტროსადგურები ყოველწლიურად იხსნება . 90-იან წლებში ხალხა ტოკიო მომავლის ქალაქად აქცია. დღეს ეს ქალაქი არის შანხაი''. #6ნიკოკოს თქმით ამ ვირუსმა ჩინელ ხალხს წაართვა ის, რაც უნდა ყოფილიყო წლის ყველაზე ბედნიერი დრო. ''ხალხს ავადმყოფობა აწუხებს, მათი საყვარელი ადამიანები ავადდებან, აქვთ რესურსების დეფიციტი, კარგავენ ხელფასებს და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის'' - ამბობს ნიკოკო. ''One Person City-ის მიზანი არის ის რომ წარმოადგენს თუ როგორ გამოიყურება ეს შიში: ის უხილავი და უცნობია''. #7 #8 #9 #10 #11 #12 #13 #14 #15 #16 #17 #18 #19 #20 #21 #22 #23 #24 #25 #26 #27 #28 #29 #30 #31 #32 435 2-ს მოსწონს
|