საზოგადოება იტალიაში გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევები, გარდაცვლილია 34 ადამიანი 2020, 2 მარტი, 0:36
ქვეყნის სამოქალაქო დაცვის ორგანოს განახლებული ინფორმაციის თანახმად, იტალიაში კორონავირუსის შემთხვევამ ზრდა განაგრძო და ახლა ის 1694-ია, ბოლომონაცემებით ქვეყანაში გარდაიცვალა 34 ადამიანი კორონავირუსისგან.
ბოლო მონაცემების თანახმად, ვირუსმა შეიწირა 2900-ზე მეტი ადამიანი, გარდაცვალების შემთხვევები ძირითადად ჩინეთშია. ჯამში დაფიქსირდა 85 000-ზე მეტი შემთხვევა ყველა კონტინენტზე გარდა ანტარქიკისა.
პირველი გარდაცვალების შემთხვევა აშში: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესაუბრა ჟურნალისტებს უახლოეს სიახლეებზე კორონავირუსთან დაკავშირებით, მათ შორის პირველი მსხვეპრლის შესახებ, რომელიც ვაშინგტონში მოხდა.
''განგაშის უმაღლესი დონე'': ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად ამ დაავადებამ მიაღწია რისკის ''უმაღლეს დონეს'', გენერალური დირექტორის თანახმად ის შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით გამოვლინდეს. 132 1-ს მოსწონს
|