''გუშინ უფალსაც არ ვესაუბრე...,თვალებბდღვრიალა,მზე გოგო იქნები'' - ვინ არის 11 წლის გოგო, რომელიც კასპში გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა
გუშინ კასპში 11 წლის გოგონა გულის უკმარისობით გარდაიცვალა, ნახეთ რას წერს სოციალურ ქსელში გოგონას მასწავლებელი:
''გუშინ უფალსაც არ ვესაუბრე. დღეს მინდოდა გულიდან რამე ამომეღო...
შენ ჩემთვის ცქრიალა, თვალებბდღვრიალა, მზე გოგო იქნები!
დავაგვიანე... არ მჩვევია პირობის დარღვევა... არ ველოდი ასეთ დასასრულს... უბრალოდ, სიურპრიზი არ გამომივიდა...
თუმცა, ვიცი, შენ ისევე ხარობ, როგორც წარმომიდგენია! შენს საყვარელ მაისურს ჩაიხუტებ... მაინც შევძელი შენი ოცნების ასრულება!... როგორ გავხართ ერთმანეთს! ალბათ მას ბაძავდი, იმდენად მოგწონდა!.. ეხლაც ვერ ვიხსენებ ამ მომღერს... “გოიმი" მასწი ვარ-თქო, გაცინებდი!..
შენ, ჩემში, მუდამ პატარა მეგობრად დარჩები.'' - წერს მასწავლებელი გარდაცვლილ გოგონაზე.