x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე საშინელი წარსულის მქონე ისტორიული ფოტოები +13
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.



image




ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.




როდესაც დამტვერილ არქივში ქექვას იწყებთ, ბედნიერი და საინტერესო წუთები ჯერ კიდევ წინ გაქვთ. ასე იყო უწინ, დღეს, იმისათვის, რომ გაიგოთ რაიმე წარსულის შესახებ, სახლიდან გასვლაც კი აღარ არის საჭირო, ამას თქვენი კომპიუტერი, ინტერნეტი და საძიებო პროგრამები ასრულებენ უნაკლოდ.



დღევადელ სტატიაში მოგიმზადეთ საინტერესო ფოტოები წარსულიდან, რომელთა უკან დგას სულისშემძვრელი სიუჟეტები.




1. ახლობლები ამშვიდებენ შიდსისგან მომაკვდავ მამაკაცს. image





2. 1870-იან წლებში, ბიზონებზე მასიურმა ნადირობამ მათი გადაშენება გამოიწვია. ეს მთაც, სწორედ რომ ამ საბრალო პირუტყვების თავისქალებისგანაა აღმართული. image





3. გაყინული ჯარიკაცი. ფინელები მის გაყინულ ცხედარს იყენებდნენ მტრის შესაშინებლად. image





4. 1922 წელს, თუ რომელიმე ბავშვს არ ჰქონდა ცურვაზე დასწრების უფლება (აბონემენტი), სწორედ ასეთი სახით ასწავლიდნენ. image





5. სუიციდის შემთხვევა "თვითდაწვით". ფოტო გაფადღებულია 1972 წელს. image





6. ფაქტი 1975 წელს მოხდა. სხვა წყაროების თანახმად ფოტოზე დედა-შვილია, რომლებმაც ხანძრისგან გამოწვეულ აფეთქებას თავს ფანჯრიდან გადმოხტომით უშველეს. როგორც გაირკვა, შვილი გადარჩა მას შემდეგ, რაც ასფალტზე დაცემისას, მას დედამ გაუწია ლეიბის მაგივრობა. image





7. ასე ასეირნებდნენ ბავშვებს 1937 წელს. image





8. გვარწმუნებენ, რომ ფოტო რეალურია და მასზე აღბეჭდილია ამერიკელი მონადირე გიგანტური კალიით ხელში. 1937 წელი. image





9. ჰიროსიმას ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დაშავებული მამაკაცი. image





10. ამ უზარმაზარ სანადირო თოფს, ერთი გასროლით, 50 იხვის მოკვლა შეეძლო. image





11. სომხების გენოციდი, 1915 წელი. თურქი კაცი პურით აღიზიანებს შიმშილისგან დაუძლურებულ ბავშვებს, თუმცა როგორც გაირკვა, მან არ დააპურა ისინი... image





12. გარდაცვლილი ძმა მიჰყავს კრემაციისთვის, 1945 წელი. image





13. ბრიტანელი ჯარისკაცი მისიისას, დედოფალი ელიზაბეტ 2-ის შეხვედრის დროს, პირდაპირ "პოსტზე", გულის შეტევით გარდაიცვალა. image





14. მადამ ტუსოს ცვილის ფიგურები ხანძრის შემდეგ ლონდონში. 1930 წელი. image




1
2683
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2683
  
2020, 3 მარტი, 13:07
არ უნდა დამეთვალიერებიაა :-((((.....რამდენი ბოროტებაა ამ ქვეყანაზე...დამეწვა გული
0 1 1