სხვა კალიფორნიაში მარსის პროტოტიპს შექმნიან: აქ დასვენებას ტურისტები კვირაში 6000 დოლარად შეძლებენ 2020, 2 მარტი, 9:12 NACA იმედოვნებს, რომ 2030 წელს მარსზე ადამიანების გაგზავნას შეძლებს. თუ ამის გაკეთებას მართლა მოახერხებენ, კოსმონავტებს საცხოვრებლად ადგილი დასჭირდებათ. წითელ პლანეტაზე კვლევის ჩასატარებლად ხალხს იქ მოწყობა მოუწევთ, ამიტომ კომპანია Interstellar Lab-ის ინჟინრები და მეცნიერები ე.წ. კოსმოსური სოფლის განვითარებით არიან დაკავებულნი.
პროექტის რეალიზაცია კომპანიამ გასულ წელს განაცხადა, რომ კალიფორნიაში, მოჰავეს უდაბნოში „ექსპერიმენტული ბიორეგენერაციის სადგურის“ (EBIOS) კომპლექსის აშენებას აპირებს. კომპანიის თქმით, მშენებლობა 2021 წელს დაიწყება. ამ დიზაინისთვის გათვალისწინებულია მინის გუმბათები კვების პროდუქტების გასაზრდელად და მდიდრული საძინებლები კოსმონავტებისა და ტურისტებისთვის. კოსმოსური სოფლის პროტოტიპი შეიძლება გამოყენებულ იქნას წითელ პლანეტაზე კოსმონავტების საცხოვრებლად სავარჯიშოდ ან ძალიან ძვირადღირებული ტურიზმის მოყვარულებისთვის, რომელთაც დედამიწიდან მოშორებით ცხოვრების გაგება სურთ. ძირითადი კონცენფცია ვარსკვლავთშორისი ლაბორატორია კოსმოსური გარემოს პროტოტიპის შემუშავებისას ყველა იმ რესურსს ითვალისწინებს, რომელიც ადამიანს მიწაზე საცხოვრებლად დასჭირდება. „ორივე პლანეტას შეხების საერთო წერტილი აქვთ. ის, რაც მარსზე საცხოვრებლად დაგვჭირდება, დედამიწაზე ახლა უნდა დავიცვათ“ - აცხადებს ბარბარა ბელვიზი, კომპანიის გენერალური დირექტორი. იმის მიუხედავად, რომ პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია ბელვიზმა მოჰავას უდაბნოში 4 პოტენციური ადგილი უკვე განსაზღვრა. მან თქვა, რომ საკუთრების უფლების შეძენაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. მანვე განაცხადა, რომ კოლონიის მშენებლობისთვის საჭირო თანხების მოზიდვას აპირებს. ეს კოლონია ფუნქციონირებს როგორც კოსმოსური სადგური, მაგრამ დედამიწაზე. ის მცირე ინდივიდუალური სადგურებისგან იქნება შემდგარი და თითოეულს კოსმონავტების მომზადების საკუთარი ცენტრი ექნება. ასევე სადგური აღჭურვილი იქნება საცხოვრებელი შენობებით, სამხატვრო და მუსიკალური ცენტრებით და კვლევითი ლაბორატორიებით. მინის გუმბათების ქვეშ მცენარეებს გაზრდიან. მთელი პროექტი ისეა შექმნილი, რომ ყველა ნარჩენი ნულამდე შემცირდეს. წყალი, საკვები და ენერგია გადამუშავდება და ხელმეორედ გამოყენებულ იქნება. კოლონია 100-მდე ადამიანს დაიტევს. 1 ადამიანის ცხოვრების ღირებულება 3000-დან 6000 დოლარამდე იქნება. თუმცა თანხა კიდევ დაზუსტდება. სავარაუდოდ, კოსმონავტები კოლონიაში ნახევარი წელი იცხოვრებენ. პირობები როგორც ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მშრალი უდაბნო მოჰავე იდეალური კლიმატია მარსის საცხოვრებელი პირობების სიმულაციისთვის. ეს ადგილი უდაბნო და დაუსახლებელია, მაგრამ ტემპერატურა აქ ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე წითელ პლანეტაზე. მარსზე საშუალო ტემპერატურა 63 გრადუსზე შეადგენს. Interstellar Lab იმედოვნებს, რომ წინა კოსმოსური სიმულაციის შეცდომების თავიდან აცილებას შეძლებს. 1990-იანი წლების დასაწყისში არიზონას უდაბნოში „ბიოსფერა-2“-ში დახურულ ბიომებსა და საცხოვრებელ კვარტლებში 4 კაცი და 4 ქალი ცხოვრობდა. მისიის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ნახოთ, თუ როგორ იცხოვრებენ ადამიანები კოსმოსში. ჯგუფი ასეთ პირობებში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ცდილობდა, რომ თვითკმარი ყოფილიყო. თუმცა ამ ექსპერიმენტის ფარგლებში საკვები შემცირდა და ჟანგბადის დონე დაეცა. ექსპერიმენტის დასრულების მომენტში მაცხოვრებლები ფრაქციებად დაიყო, ხოლო ზოგიერთს ერთმანეთთან საუბარი ძალიან უჭირდათ. ბელვიზი ამ ექსპერიმენტის მონაწილეებს გაესაუბრა, რომ გაეგო თუ მსგავსი პრობლემები თავიდან როგორ უნდა აეცილა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანია Interstellar Lab თანამშრომლობს NACA-სთან, რომ მცენარეთა მოშენების ახალი მეთოდები გამოავლინოს და 3D ბეჭდვაზე ექსპერიმენტებს ატარებს. გრძელვადიანი და სტაბილური დასახლება მარსზე ან მთვარზე პრაქტიკული იქნება მხოლოდ დედამიწაზე სათანადო კვლევების ჩატარების შემთხვევაში. ასევე დაგაინტერესებთ: მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობის სახეობა, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია ჩინეთში დაბადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები შეიძლება გენიოსები გაიზარდნონ რობოტი-ფუტკარი: მეცნიერების ახალი გამოგონება, რომელსაც ყვავილების დამტვერვა შეუძლია ასტეროიდმა, რომელმაც 66 მლნ წლის წინ დინოზავრები გაანადგურა, ახალი სიცოცხლე წარმოშვა ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა 213 შეფასება არ არის |