x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
127 კილოგრამიანი მოდელის ოჯახური იდილია: ნახეთ, როგორ გამოიყურებიან მოდელის მეუღლე და შვილები

image


ამერიკელი, პლუს ზომის მომხიბვლელი მოდელი ტესი ჰოლიდეი, რომლის წონაც არც მეტი, არც ნაკლები 127 კგ-ს შეადგენს, სწორედ თავისი გამორჩეული პარამეტრების წყალობით გახდა სამოდელო ბიზნესში ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეული და მოთხოვნადი სახე.

image


34 წლის ტესიმ თოჯინის მსგავსი სახის ნაკვთებით ფოტოგრაფების ყურადღება გამოჩენისთანავე მიიპყრო.


image


ზოგი ფიქრობდა, რომ ლამაზმანი არარეალური პერსონაჟი იყო, და გამჭრიახმა ფოტოგრაფებმა სასიამოვნო გარეგნობის გამხდარი გოგონას სახეს უბრალოდ ფოტოშოპში დიდი გაბარიტების მქონე სხეული მიაბეს.


image


ტესი ჰოლიდეიზე ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება, მხოლოდ ის არის ცნობილი რომ გოგონა სამყაროს 1985 წლის 5 ივლისს, მიჩიგანის შტატში მოევლინა, შემდე კი უკეთესი ცხოვრების საძიებლად ის ლოს - ანჯელესში გადავიდა.


image


მალე მომხიბვლელი გარეგნობის გოგონა ფოტოგრაფებმაც შეამჩნიეს და სხვადასხვა სახის, თემატურ გადაღებებზე მისი მიწვევაც დაიწყეს.


image



გოგონა სამოდელო კარიერის გარდა, არანაკლებ წარმატებულია პირად ცხოვრებაშიც.


image



მსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიანი მოდელის მეორე ნახევარი ბიზნესმენი ნიკ ჰოლიდეია, რომლისთვისაც მეუღლის წონას კომპლექსი არასდროს შეუქმნია, პირიქით მისი აზრით, სწორედ ეს სამნიშნა რიცხვი ანიჭებს მის ცხოვრების თანამგზავრს განსაკუთრებულ ხიბლს.



image



შეგახსენებთ, რომ მოდელს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი - რაილი ჰყავს.


image


ის არასდროს ახსენებს თავისი შვილის მამის სახელს და მეხსიერებიდან მის ამოშლას ყველანირად ცდილობს. 2016 წელს ამ მშვენიერ წყვილს საერთო ვაჟი შეეძინა, რომელსაც ბოუი დაარქვეს.


image


დღესდღეობით, ტესი ბედნიერი მეუღლე და შესანიშნავი ვაჟების დედაა: "ჩემს წონას გათხოვებში და სრულიად ჯანმრთელი ბავშვების გაჩენაში ხელი საერთოდ არ შეუშლია" - განაცხადა მოდელმა ერთ - ერთ ინტერვიუში.


image





0
945
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
945