x
image
Yoona
Mediator image
კორონავირუსით შეიძლება განმეორებით დაინფიცირდეთ
იაპონიაში, 40 წლის ქალი გამოჯანმრთელებიდან 2 კვირის შემდეგ კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდა. იაპონური მაუწყებლობის NHK-ის და საააგენტო Reuters-ს თანახმად, ის ოსაკაში ტურისტების გიდად მუშაობს.


image

აი, მოკლე ჩანაწერი მისი დაავადების ისტორიის შესახებ:

29 იანვარი: ვირუსზე პირველი პოზიტიური ტესტი. NHK-ს თქმით, ის ტურისტულ ავტობუსში იმყოფებოდა, სადაც COVID-19 პირველად აღმოაჩინეს.


1 თებერვალი: საავადმყოფოდან გამოწერა.

6 თებერვალი: ქალში ვირუსის არ არსებობის შესახებ განცხადება.

19 თებერვალი: ყელის და გულმკერდის ტკივილების ჩივილი საავადმყოფოში.

21, 22 და 25 თებერვალი: ექიმებთან სამი ვიზიტი იგივე ჩივილებით.

26 თებერვალი: მეორე პოზიტიური ტესტი ვირუსზე.


image

ოსაკას მთავრობის განცხადებით, 19-დან 26 თებერვლამდე ქალს ეკეთა ნიღაბი, სახლში იმყოფებოდა და სხვა ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტს გაურბოდა. ახლა ის ქალაქის საავადმყოფოში მკურნალობას გადის.


როგორ დაინფიცირდა განმეორებით, ჯერჯერობით უცნობია

image

Reuters-ის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ის პირველი ქალია იაპონიაში, ვინც განმეორებით დაინფიცირდა, ასეთი შემთხვევები ჩინეთში უკვე დაფიქსირებულია. პაციენტების უმეტესობა სრულად გამოჯანმრთელებას ახერხებს, მაგრამ რეინფექცია მაინც შესაძლებელია.


image

ჯანდაცის სფეროს სპეციალისტების თქმით, ანტისხეულები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის საბრძოლველად წარმოიქმნება, შეიძლება საკმარისად ძლიერი არ იყოს, რომ განმეორებით დაინფიცირებას ხელი შეუშალოს.


ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან: ნიღბების უჩვეულო იდეები

image

ცივი ფეხები, უძილობა და სწრაფი კვების პროდუქტები: იმუნიტეტის 6 მთავარი მტერი

image

ბაბუაწვერა კურნავს სიმსივნეს, ჰეპატიტს, თირკმლის, ღვიძლის და კუჭის დაავადებებს. აი, როგორ უნდა მოამზადოთ სწორად

image

ლიმონი, წიწაკა და მარილი - საუკეთესო წამალი, რომელიც 9 პრობლემას კურნავს

image

კოჭა-ნივრის წვნიანი 52 კბილი ნივრისგან გაციებას, გრიპს და ნეიროვირუსს გაუმკლავდება

image

0
321
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
321