კულტურა 7 გავრცელებული ცრურწმენა და მათი ახსნა 2020, 1 მარტი, 15:11
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ, ბევრ ადამიანს ძველი ცრურწმენების მაინც სჯერა და არ გადავა გზაზე, თუ მის წინ შავმა კატამ გაირბინა. წარმოგიდგენთ ძველ პოპულარულ ცრურწმენებს და მათ ახსნას, რამაც შეიძლება მათზე წარმოდგენა შეგიცვალოთ.
1. მარილს თუ დაყრი ჩხუბს ვერ აცდები
აქ ყველაფერი მარტივია, ძველად მარილი ნაკლებად იშოვებოდა და ფაქტობრივად ოქროს ფასი ჰქონდა. მარილს ყოველდღიურად მოიხმარდნენ მაგრამ მიწოდება მაინც ნაკლები იყო და მხოლოდ რამდენიმე კომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა მარილის წარმოების, ისიც საკმარისი არ იყო. ასე რომ ლოგიკური იყო იმ პერიოდისთვის ძირს დაყრილი მარილის გამო ვინმე რომ გაბრაზებულიყო. მაგრამ ახლა ხომ შეიცვალა სიტუაცია არა?
2. რატომ გექავებათ ყურები?
ადრე ხალხს სწამდა, რომ მარჯვენა მხარზე ანგელოზი ეჯდათ, მარცხენაზე კი ეშმაკი, ისინი ცდილობდნენ ადამიანისთვის რაღაცის ჩაგონებას, იმისდა მიხედვით თუ რომელი ყური ეფხანებოდათ, თუ მარჯვენა მაშინ კარგი აზრები ჰქონდათ, თუ მარცხენა მაშინ ცუდი.
3. არ დადოთ ჩანთა იატაკზე, უფულობა იცის.
თვლიდნენ, რომ იატაკი სახლში უარყოფითო ენერგიის ადგილია და მასზე დადებული ნივთი ამ ენერგიას ისრუტავს. თუმცა აქაც ყველაფერი უფრო მარტივადაა. საქმე იმაშია რომ ადრე ჩანთები ძალიან ძვირი ღირდა და ყველას არ შეეძლო მათი ყიდვა. ამიტომ ასეთ ძვირფს ნივთს იატაკზე არც არავინ დებდა.
4. თუ დანის წვერიდან შეჭამ გაბოროტდები უპირველეს ყოვლისა დანა ცივი იარაღია და მისი საშუალებით ადამიანის მოკვლა შეიძლება, ამიტომაც თვლიდნენ რომ მას უარყოფითი ენერგეტიკა აქვს და თუ დანის წვერიდან შეჭამ შენც გაბოროტდები და უარყოფითი ენერგია გადმოვა.
5. თუკი შავმა კატამ გადაგირბინა წინ, ცუდის ნიშანია.
აქაც საქმე უბრალოდ ფსიქოლოგიურ შიშშია, ბევრ ქვეყანაში შავი კატა უიღბლობასთან ასოცირდება, მხოლოდ იმიტომ რომ შავია. შავის კო ადამიანს ქვეცნობიერად ეშინია, ღამე ხომ ბნელია, სიბნელეში კი ისინი ვერ ხედავენ.
6. სარკის გატეხვას უბედურება მოაქვს. სარკე ძველად დეფიციტში იყო და ყველა ოჯახს არ ჰქონდა, გარდა ამისა, მისი წარმოების დროს ვერცხლისწყალს იყენებდნენ, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამიტომაც მისი გატეხვა სახლში ნამდვილად ცუდი იყო. გარდა ამისა, ფიქრობდნენ, რომ სარკე სახლში არსებულ ენერგეტიკას ისრუტავს, რადგან ის ყველაფერს ხედავს. მისი გატეხვის შემთხვევაში კი ის უარყოფით ენერგიას აბრუნებს.
7. ჩიტის სკინტლს ფული მოაქვს. თავიდანვე თვლიდნენ, რომ ფრინველები ღმერთთან და ანგელოზებთან მიახლოებული არსებებუ არიან, რადგან დაფრინავენ, და მათი “გზავნილიც" კარგის ნიშანი იყო... ან უბრალოდ თავს იმშვიდებდნენ იმის გამო რომ ჩიტმა გადაფრენისას თავზე დაასკინტლა. 187 შეფასება არ არის
|