კინო ცნობილი მსახიობები, რომლებმაც კარიერა პორნო ფილმებით დაიწყეს 2020, 29 თებერვალი, 13:45 ზოგიერთი დამწყები მსახიობი იმისთვის რომ დიდ ეკრანზე მოხვდეს, ზოგჯერ პორნო ფილმებში მონაწილეობაზეც კი არ ამბობს უარს, ხოლო საერთაშორისო წარმატებისა და აღიარების შემდეგ, ისინი მსგავსი ჟანრის ფილმებს აღარ კადრულობენ და საკუთარი "გაფუჭებული" რეპუტაციის გამოსწორებას ყველა არსებული საშუალებით ცდილობენ. თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს არც თუ ისე იოლია. გთავაზობთ იმ ცნობილი ჰოლივუდელი ვარსკვლავების ვინაობას, რომლებმაც საკუთარი კინოკარიერა ინტიმურ სცენებში მონაწილეობით დაიწყეს.სანდრა ბალოკისანდრა ბალოკს იმისთვის რომ საკუთარი სწავლის საფასური გადაეხადა მიმტანად მუშაობდა, ხელფასის სიმცირის გამო კი დამწყები მსახიობი იძულებული იყო პორნოფილმებში მონაწილეობას დათანხმებოდა, ხოლო როდესაც მან თავისი პირველი სერიოზული ჰონორარი მიიღო, სანდრამ პირველი რაც გააკეთა, კერძო დეტექტივები დაიქირავა, რომლებმაც მისი მონაწილეობით ყველა პორნოფილმს მიაგნეს და მათი ასლები გამოისყიდეს. ჰოლივუდის ვარსკვლავმა საბოლოოდ ყველა მათგანი წარმატებით გაანადგურა და მას შემდეგ, თავისი ახალგაზრდობის "ბნელ" პერიოდს აღარც კი იხსენებს.არნოლდ შვარცნეგერიავსტრიიდან ამერიკაში გადასვლამდე არნოლდ შვარცენეგერი გეი ჟურნალ - "ადვოკატის" გადაღებებში აქტიურად მონაწილეობდა, ხოლო ამერიკაში გადასვლის შემდეგ "ტერმინატორის" ვარსკვლავი თავს ძირითადად პორნო ფილმებში მონაწილეობით ირჩენდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ის ცნობილი გახდა, შვარცნეგერმა ინტიმურ სცენებში მონაწილეობაზე კატეგორიული უარი განაცხადა.დემი მურიიმისთვის რომ ცოტაოდენი ფული ეშოვა დემი მური პორნოგრაფიულ ფილმში მონაწილეობის მსურველთათვის მოწყობილ ქასთინგზე გაემართა, თუმცა შესარჩევი ტური ვერ გაიარა. დამწყები მსახიობი იძულებული გახდა სადომაზოხისტურ სცენებში მონაწილეობას დათანხმებოდა, რისთვისაც მას 10 000 ამერიკული დოლარი გადაუხადეს. მიღებული ჰონორარით დემიმ რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რამაც "მოჩვენების" ნამდვილი ვარსკვლავი ჰოლივუდში ერთ - ერთ საუკეთესო და მაღალანაზღაურებად მსახიობად აქცია.სილვესტერ სტალონეახალგაზრდა სილვესტერ სტალონეს ცხოვრებაში ისეთი მძიმე პერიოდი ჰქონდა, რომ მას ფული საჭმლისთვისაც კი არ ჰყოფნიდა. იმისთვის რომ სულ რაღაც 200 დოლარი გამოემუშავებინა, რომელიც იმ პერიოდში მისთვის საკმაოდ დიდ თანხას წარმოადგენდა იძულებული იყო რეჟისორ მორტონ ლიუისის მიერ, 1970 წელს გადაღებულ პორნოფილმში - "იტალიელი ულაყი" მთავარი როლი განესახიერებინა (შეგახსენებთ, რომ სწორედ სტადის როლის ითვლება 24 წლის სილვესტერ სტალონეს პირველ კინოროლად).უმა თურმანიუმა თურმანმა საკუთარი კინოკარიერის დასაწყისში მთავარი როლი რეჟისორ ფილიპ კაუფმანის 1990 წელს გადაღებულ ფილმში "ჰენრი და ჯუნი" განასახიერა, კინონამუშევარი ზედმეტად თამამი სცენების გამო, პორნოგრაფიული ფილმების კატეგორიას მიაკუთვნეს, მოგვიანებით კი მას "18+" სტატუსიც მიენიჭა.489 შეფასება არ არის |