x
image
ლურჯი თოლია
Mediator image
ნინო მელაშვილი ( გოდერძი ჩოხელის მეუღლე ) მოგვითხრობს ...

image... ერთხელაც მომაკითხა და მომახალა: თუ გამომყვები, გამომყევი, თუ არადა, წავედიო, - მიტრიალდა და წავიდა... მივხვდი, რომ უმისოდ ცხოვრება არ შემეძლო.
22-23 წლის რომანტიკული გოგონა ვიყავი და თითქოს მიმზიდველიც იყო ეს ჩემთვის. ჩემს ოჯახს არ სურდა, გოდერძის გავყოლოდი, პატივს კი სცემდნენ, მაგრამ სიძედ არ უნდოდათ. მახსოვს, იმხანად ჩემს რძალს, ტატას ვუთხარი კიდეც: იცი, ძალიან მიყვარს და გოდერძის უნდა შევეწირო-მეთქი. მერე და მერე, ძალიან მიკვირდა, რამ მათქმევინა ეს სიტყვები, მაგრამ აქ ღვთის ხელი ერია.
...ხშირად მიფიქრია: საოცარია, არა? გამოჩნდა გოდერძი, სოფლიდან ჩამოსული, უმამოდ გაზრდილი ბიჭი, ჩემი წრისგან, ყოფისგან სრულიად განსხვავებული ჩაცმულობით, აზროვნებით, მანერებით და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. გარეგნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ იყო კაცი, რომელიც ყოველთვის იმას ამბობდა და წერდა, რასაც ფიქრობდა, არასდროს იტყუებოდა, სიბრძნე ეტყობოდა. როგორ არ დაეყრდნობოდი კაცს, რომელმაც 25 წლისამ "ადამიანთა სევდა" დაწერა და... მისი დავიჯერე.
- გარდაცვალებამდე 5 წლით ადრე საშინელი დეპრესია დაეწყო. თვითმკვლელობაც კი სცადა. ნელ-ნელა საოცრად შეიცვალა, ბავშვივით უსუსური გახდა, სუსტი, სრულად მომენდო... იცი, თვითონაც როგორ წუხდა, ეს რა დღეში ჩაგაგდეთო? ბავშვებზეც ნერვიულობდა, მაგრამ მის მიტოვებაზე არასდროს მიფიქრია. ბავშვებსაც უსაზღვროდ უყვარდათ და მათი სიყვარული ისეთი იყო, მიუხედავად სტრესისა, არასდროს უთხოვიათ, აქედან წაგვიყვანეო. უფროსი, ლუკა ახლაც ამბობს ხოლმე: ოღონდ ცოცხალი იყოს მამა, თუნდაც ლოგინად ჩავარდნილი და თვითონ მოვუვლიდი, ოღონდაც იყოსო...

0
101
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...