საზოგადოება ცოცხალი თევზი ინდოელი ბავშვის ფილტვში. 2012, 7 აგვისტო, 23:20 12 წლის ინდოელი ბავშვის ანილუ ბარელუს ცუდმა თვისებამ, ცოცხალი თევზების გადაყლაპვამ იგი კინაღამ დაღუპა. როდესაც ბავშვი უკანა ეზოში თამაშობდა მან კვლავ გადაყლაპა თევზი. მუცლის მაგივრად იგი აღმოჩნდა ბავშვის ფილტვში. ბავშვს სუნთქვასთან დაკავშირებით დაეწყო პრობლემები, უჭირდა სუნთქვა და ის სასწრაფოდ მიიყვანეს საავადმყოფოში. რენდგენმა აჩვენა, რომ ბავშვის ფილტვში იმყოფებოდა ცოცხალი თევზი. ბავშვს ჩაუტარეს სასწრაფო ოპერაცია და ამოუღეს თევზი ფილტვიდან. ექიმებმა განაცხადეს, რომ არასდროს არ ჰქონიათ საქმე ასეთ შემთხვევასთან. 297 10-ს მოსწონს
|