შოუბიზნესი კიმ კარდაშიანის პარიზში დაყაჩაღების ისტორია ახალ კომედიურ ფილმს დაედება საფუძვლად 2020, 28 თებერვალი, 11:19 როგორც იცით, 2016 წელს კარდაშიანების კლანის წარმომადგენელი დაყაჩაღების მსხვერპლი გახდა პარიზში ერთ-ერთ სასტუმროში. მაშინ ყაჩაღები პოლიციელების ფორმაში გამოწყობილები შეუვარდნენ კიმს ნომერსი, იარაღი დაუმიზნეს, შებოჭეს და სააბაზანოში გამოკეტეს შიშველი, შემდეგ კი ძვირფასეულობა გაიტაცეს და გაიქცნენ. მართალია გარკვეული დროის შემდეგ ყაჩაღებიც დააკავეს და ძვირფასეულობაც აანაზღაურეს, მაგრამ ცნობილია რომ ამ ფაქტის გამო კარდაშიანი დიდი ხნის განმავლობაში შოკში იყო და ფსიქოლოგიური დახმარებაც დასჭირდა.
ამ ისტორიამ შთააგონა ფრანგი რეჟისორი ჯოან სფარა კომედიური ფილმის გადაღებაზე. სიუჟეტის მიხედვით ხანშიშესული ყაჩაღების ჯგუფი ცდილობს გაძარცვოს ცნობილი სელებრითი პარიზის მოდის კვირეულის დროს. ფილმში გაჟღერებული იქნება ასევე ფემინიზმის და პატრიარქატის თემები. ფილმი 2020 წლის გაზაფხულზე გამოვა.
183 შეფასება არ არის
|