x
image
კატაპულტი
კორონავირუსი უკვე საქართველოშიც დაფიქსირდა

image
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ჯანდაცვს სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ლუგარის ლაბორატორიის მიერ დადასტურდა ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის არსებობა. დაავადებული პიროვნება საქართველოს მოქალაქეა, რომელიც რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ირანში, საიდანაც ბაქოში გადაინაცვლა, შემდეგ კი საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საგანგაშო ვითარება საქართველოში არაა. მისივე თქმით, დაინფიცირებული პიროვნება შემოწმებულ იქნა სრულად ეკიპირებული პერსონალის მიერ და შესაბამისად, არ არსებობს ამ მხრივ ვირუსის გავრცელების საფრთხე. ამჟამად ინფიცირებული მოქალაქე კარანტინში იმყოფება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის თავს კარგად გრძნობს. მისივე განცხადებით, სამთავრობო დონეზე გაცემულია რეკომენდაცია, შეწყდეს ვისუსის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან სატრანსპორტო მიმოსვლა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო ვითარების გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, უმთავრესია პირადი ჰიგიენის დაცვა, რათა თავიდან ავირიდოთ ვირუსის გავრცელება. შესაბამისი სიმპტომების გამოჩენისთანავე კი მოსახლეობას მოუწოდა სამედიცინო დაწესებულებბთან მიმართვიანობისაკენ.

3
135
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
135
  
2020, 27 თებერვალი, 13:17
კი, და უცოდინარობის და გამოუცდელობის გამო, ძალიან საშიშია
2020, 27 თებერვალი, 13:15
მართალი ხარ...
2020, 26 თებერვალი, 22:29
ძალიან ცუდი, მაგრამ ვფიქრობ კიდევ უფრო გვიან გამოშკარავეს ეს ამბავი
0 1 3