x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"არც კი ვიცოდი სად მივდიოდი" - სტრიპტიზიორი მორგში გამოიძახეს
image

ირინამ განაცხადა, რომ მორგში იცეკვა, მაგრამ არ შეშინებია.



სანკტ – პეტერბურგში, ქალაქის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს გარშემო სკანდალი არ ცხრება, სადაც 23 თებერვლის წინა ღამეს გაიმართა არაჩვეულებრივი კორპორატიული ღონისძიება, სადაც საცეკვაოდ ორი სტრიპტიზიორი იყო მიწვეული.


ეროტიული ცეკვა შიშველ ლამაზმანებთან გაიმართა საორდინატოროში.თითქმის ყველა თანამშრომელი შეიკრიბა, მხოლოდ ხელმძღვანელი აკლდათ, რომელიც მივლინებაში იყო.



შოუ ვიდეოზე გადაიღეს, რის შემდეგაც ჩინოვნიკებმა სასამართლო ექსპერტიზის ბიურო შეამოწმეს, რომელიც დასრულდა მათი სამსახურიდან დათხოვნით.


მორგის თანამშრომლების წინ სტრიპტიზიორები ეფექტურად წარდგნენ -ამოძვრნენ ყუთიდან, მხოლოდ საცვლებში.

ცეკვის დროს, გოგონები თითქმის სრულიად შიშველები იყვნენ, მხოლოდ მაქმანიანი სტრინგები ეცვათ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მუშაკები სტუმრებს ღიმილით შეხვდნენ.

image

თავად ქალბატონები არ დაიბნენ იმ ოთახში ცეკვის დროს, სადაც გვამები მოაქვთ მთელი ქალაქიდან.


მალევე პეტერბურგის ჯანმრთელობის კომიტეტმა რეაგირება მოახდინა ამ ფაქტზე.


"ბიუროს უფროსის ბრძანებით და შრომითი შინაგანაწესით აკრძალულია უნებართვოდ პირების დაშვება დაწესებულების ოფისის შენობებში და სპეციალური ნებართვის გარეშე ნებისმიერი ფოტო და ვიდეო გადაღება, თუ იგი არ გამოიყენება ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. ჩვენ უკვე მივიღეთ წერილობითი ახსნა-განმარტებები ღონისძიების ოფიციალური პირებისა და ორგანიზატორების მხრიდან."-ნათქვამია განცხადებაში.


ცხედრების სასამართლო ექსპერტიზის განყოფილების უფროსს ამ დროისთვის დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება.


ქალი მედექსპერტი, რომელმაც სტრიპტიზიორები მიიყვანა მორგში, საყვედურით შემოიფარგლა. ხოლო ორმა თანამშრომელმა - ლაბორატორიის ასისტენტებმა - განცხადება დაწერეს სამსახურიდან წასვლის შესახებ.

image

ორი სტრიპტიზიორიდან ერთ-ერთის სახელია ირინა(სახელი პირობითია), იგი 33 წლისაა.

КП-ს კორსპონდენტს გოგონამ დაუდასტურა მორგში გამოსვლა:


-მშვენივრად მესმის, რა საკითხზეც მირეკავთ, - განაცხადა ირინამ. - ჩემი გამოსვლაზე.

- არ შეგეშინდათ მორგში წასვლა? ხომ არ გინახავთ გვამები, რომელიც ექსპერტიზაზე იყო შემოტანილი?

- რაზე უნდა შემშინებოდა? რა გვამები? არაფერი მინახავს, ვნახე სხეულები რომლებიც სუფრასთან ისხდნენ ... იქ ცოცხალი ადამიანები იჯდნენ.

-მაშინვე იცოდი სად მიდიოდი?

-მორგში არ უთქვამთ.მისამართი ვიცოდი: ეკატერინსკის, 10 და მორჩა! საბედნიეროდ, ადრე არასდროს ვყოფილვარ ამ მისამართზე. არც კი ვიცოდი სად მივდიოდი და ვიმეორებ არცერთი გვამი არ მინახავს იქ.

image

intermedia.ge-ზე გამოქვეყნებული მასალები (სტატია, ვიდეო და ფოტო) წარმოადგენს ავტორთა ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონმდებლობით.
intermedia.ge-ს მასალების გამოყენების პირობები
0
919
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
919
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0