x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ტვინი მუდამ დაკავებული უნდა იყოს!..

ადამიანის კოგნიტური ჯანმრთელობა, მისი ყოველდღიური საქმიანობის მრავალფეროვნების ხარისხზეა დამოკიდებული და კიდევ იმაზე, რამდენად რეგულარულად არის ის ამ ყველაფრით დაკავებული — ხანგრძლივი კვლევის და დაკვირვების შემდეგ, ასეთი დასკვნა გააკეთეს ამერიკელმა მეცნიერებმა.
სამხ. ფლორიდის უნივერსიტეტის (University of South Florida) მეცნიერებმა ჟურნალში – Journal of Gerontology: Psychological Sciences-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის შედეგები, რომელიც ჩვენს კოგნიტურ ჯანმრთელობას ეხება.


image


მათ ექსპერიმენტის დროს, 34-დან – 84 წლის ასაკამდე, 732 ადამიანის მონაცემი გამოიყენეს, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ამერიკის ეროვნული კვლევის ცენტრიდან გამოითხოვეს. მონაწილეებს ეკითხებოდნენ, თუ რითი იყვნენ ისინი ყოველდღიურად დაკავებულნი და გაირკვა, რომ მათ მიერ დასახელებული, 5 ყველაზე გავრცელებულ აქტივობას შორის იყო: სამუშაოზე სიარული, სახლის დალაგება, დასვენება, ფიზიკური აქტივობები და სხვების დახმარება (იგულისხმება, დასვენების დღეებში, მშობლების და მოხუცი ნათესავების მონახულება). 8 დღის მანძილზე, მოხალისეები მეცნიერებს ატყობინებდნენ, თუ რას აკეთებდნენ ყოველდღიურად, ხოლო მეცნიერები, მათი აქტივობების მრავალფეროვნებას აფასებდნენ.

10 წლის შემდეგ, ეს ჯგუფი ისევ გამოკითხეს და მათი კოგნიტური ფუნქციონირება შეაფასეს: შეამოწმეს აქტიური (მუშა) მეხსიერების მოცულობა, საუბრის სისხარტე, ყურადღების კონცენტრაციის უნარი და ტესტები ჩაატარეს, ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფის, მსჯელობის უნარის და ვერბალური მეხსიერების შესამოწმებლად.

გაირკვა, რომ კვლევაში მონაწილეებს, რომლებიც ათი წლის მანძილზე, უფრო მრავალფეროვანი სახის საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი, კოგნიტური ფუნქციონირების უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც წლების მანძილზე, მხოლოდ გარკვეულ, ერთფეროვან, მოვალეობას ასრულებდა, საკუთარი თავის და საზოგადოების წინაშე.

ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა პრინცპი, — «გამოიყენე – თორემ დაკარგავ» და აჩვენა, რომ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში აქტიურობა, აფართოვებს ჩვენს ინტელექტუალურ და სოციალურ გამოცდილებას და ამასთან, ეფექტურად ავარჯიშებს ჩვენს კოგნიტურ «აზროვნებას».

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, თვითგანათლების პროცესის მუდმივ ზრდას და აქტიურ დასვენებას, ნაწილობრივ, პროგრესირებადი ალცჰაიმერის დაავადების კონპენსირებაც კი შეუძლია… და პირიქით, ცხოვრებაში პასიური ქმედებების სიუხვე, მაგ., ტელევიზორის ან მონიტორის ეკრანთან დროის გატარება, — კოგნიტური ფუნქციების შემცირებასთან პირდაპირ კავშირშია.

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ეს პრინციპი, მხოლოდ ხანდაზმულობის ასაკის ადამიანებში კი არ «მუშაობს», რომლებიც დემენციის (ჭკუასუსტობა) რის-კჯგუფში შედიან, არამედ, ახალგაზრდა ასაკშიც შეინიშნება.

ასე, რომ, მრავალფეროვანი და მრავალმხრივი საქმიანობა, ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია!

imageimageარხის სხვა სიახლეები:

image

imageimage1. ტესტი – «ვის რა ნიჭი აქვს» — ნახეთ, სწორედ აირჩიეთ პროფესია, თუ არა
2. «შენ — სტალინი არა ხარ! და არც მე ვარ სტალინი...» — რატომ მოუხადა ბოდიში სტალინმა შვილის მასწავლებელს

3. შინაური «გიგანტები» — კატის და ძაღლის ყველაზე დიდი ჯიშები

4. «მტერს» «სახეზე» უნდა ვიცნობდეთ!.. – სახიფათო მცენარეები

5. ძილი ტვინს ტოქსინებისგან ასუფთავებს და ალცჰეიმერის დაავადების რისკებს ამცირებს

6. მხოლოდ ერთი ვარჯიში და... წელის ტკივილისგან გათავისუფლდებით

0
80
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0