სხვა ინდოეთში 3500 ტონა ოქრო აღმოაჩინეს 2020, 23 თებერვალი, 16:02 გეოლოგებმა ინდოეთში აღმოაჩინეს ოქროს მარაგი, რაც ქვეყნის ოქროს მარაგზე ხუთჯერ მეტს შეადგენს, ინფორმაციას "India Times"-ი ავრცელებს. დაახლოებით 3500 ტონა ოქროს ორი საბადო აღმოაჩინეს სონბახდრას რაიონში, აღმოსავლეთ უტარ-პრადეშში. ძვირფასი ლითონების ღირებულება დაახლოებით 12 ტრილიონ რუპიად არის შეფასებული. მსოფლიო ოქროს საბჭოს მონაცემებით, ინდოეთის ოქროს რეზერვი 626 ტონაა. თუ ეს შეფასებები სწორია, ინდოეთი მეორე ადგილზე იქნება მსოფლიოში ოქროს მარაგის მხრივ. პირველ ადგილს იკავებს აშშ, სადაც ყველაზე დიდი ოქროს მარაგია დაგროვილი - 8133.5 ტონა. მეორე ადგილს კი კვლავ გერმანია იკავებს - 3366 ტონა. სონბადრაში ოქროს მარაგის ძებნა ინდოეთის გეოლოგიურმა კომპანიამ თითქმის ორი ათეული წლის წინ დაიწყო - 1992 წელს. ის ფაქტი, რომ რეგიონში არის მარაგი, 2005 წელს გამოცხადდა. 933 4-ს მოსწონს
|