x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩინელებმა უკრაინელების საქციელს სამარცხვინო უწოდეს

image

ჩინური პორტალი Toutiao- ს მომხმარებლებმა სამარცხვინო და უგნური უწოდეს იმ საქციელს, რომელიც უკრაინელებმა საკუთარი თანამემამულეების წინააღმდეგ ჩაიდინეს ჩინეთიდან ევაკუაციის შემდეგ.



”ძალიან სამარცხვინო და არაგონივრული საქციელია ეპიდემიის ფონზე”, - წერს ერთი მომხმარებელი.

”ამ მომენტში, მათ გულებში იმედი (ნაგულისხმებია ევაკუირებულები) ჩაკვდა, ” - წერს მეორე.


კიდევ ერთმა მკითხველმა ბუნტის მომწყობებს უსასტიკესი ხალხი უწოდა და ურჩია, რომ ასე არ უნდა მოექცე საკუთარ თანამემამულეებს.




უფრო ადრე, ან ინციდენტსს გამოეხმურა ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი.იგი აღშფოთებული იყო უკრაინელების საქციელის გამო. ამის გამო მან ჩაწერა საგანგებო ვიდეომომართვა, რომელშიც აღნიშნა, რომ ბუნტის მომწყობები სათანადოდ დაისჯებიან, ხოლო ჩინეთიდან ევაკუირებულებს მიულოცა სამშობლოში დაბრუნება.

]



შეგახსენებთ, რამდენიმე ათეული უკრაინელი ჩინეთიდან 20 თებერვალს დაბრუნდა, რა დროსაც პოლტავის ოლქში, ნოვი სანჟარიში უნდა გაიარონ საკარანტინო პერიოდი.


ადგილობრივი მაცხოვრებლები ხელის შეშლას ცდილობდნენ. მათ გადაკეტეს გზები, თავს დაესხნენ პოლიციელებს და ქვები დაუშინეს ევაკუირებულების ავტობუსს. დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი, დაშავდა უსაფრთხოების რამდენიმე თანამშრომელი. უკრაინაში ბევრმა ინციდენტს "ეროვნული სირცხვილის დღე" უწოდა. თავად მოსახლეობა ირწმუნება, რომ არეულობა პროვოკატორების მიერ იყო ორგანიზებული.


0
818
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
818
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0