x
image
intermedia.ge
Mediator image
6 მარტს გასამართი Paul Kalkbrenner-ის ღონისძიების დეტალები ცნობილია
image


6 მარტს ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სე­რია Monument გერ­მა­ნელ ვარ­სკვლავს Paul Kalkbrenner-ს თბი­ლის­ში პირ­ვე­ლად უმას­პინ­ძლებს. ერ­თდღი­ა­ნი ივენ­თი Warehouse 7/მე-7 პა­ვი­ლი­ონ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.


“ამ მას­შტა­ბის არ­ტის­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნა საკ­მა­ოდ რთუ­ლია და პირ­ველ რიგ­ში კავ­შირ­შია იმ მო­თხოვ­ნებ­თან, რო­მე­ლიც მას აქვს. Paul Kalkbrenner თბი­ლის­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვა და ათა­სო­ბით მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე წარ­დგე­ბა”, -ამ­ბო­ბენ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.


Warehouse 7/მე-7 პა­ვი­ლი­ო­ნი ახა­ლი სივ­რცეა, სა­დაც 2019 წელს ფეს­ტი­ვალ Summer Set-ის ორი მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა. სა­კონ­ცერ­ტო და სა­ფეს­ტი­ვა­ლო სივ­რცედ გა­და­კე­თე­ბუ­ლი ძვე­ლი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რია 10 000-მდე სტუ­მარს იტევს.



“შარ­შან გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შემ­დეგ ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლეთ ვე­ნი­უ­ზე მუ­შა­ო­ბა, რომ ის კი­დევ უფრო სრულ­ფა­სო­ვა­ნი გაგ­ვე­ხა­და, ყო­ფი­ლი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რია ამ­ჟა­მად მთლი­ა­ნა­დაა ტრანსფორ­მი­რე­ბუ­ლი, შექ­მნი­ლია ყვე­ლა პი­რო­ბა იმის­თვის, რომ მო­სულ­მა სტუ­მარ­მა თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოს: რბი­ლი და სუფ­თა სა­ცეკ­ვაო მო­ე­და­ნი, ად­გი­ლი ქურ­თუ­კე­ბის­თვის, სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი, ად­გი­ლო­ბი­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და­ცუ­ლია ხმა­უ­რის­გან. ეს უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლია, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად 6 მარტს კალ­კბ­რე­ნე­რის ათა­სო­ბით მსმე­ნელს უმას­პინ­ძლებს”, -აცხა­დებს ღო­ნის­ძი­ე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რი ნიკა დვა­ლი­ძე.


Paul Kalkbrenner-ის კა­რი­ე­რა ბერ­ლინ­ში, კედ­ლის დან­გრე­ვას­თან ერ­თად და­ი­წყო. 1999 წლი­დან მუ­სი­კოს­მა უკვე სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი შეს­თა­ვა­ზა მსმე­ნელს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მუ­სი­კოსს ფილმმა “Berlin Calling” მო­უ­ტა­ნა, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რიც და მუ­სი­კის ავ­ტო­რიც თა­ვად გახ­ლდათ. ფილ­მის მთა­ვარ­მა სა­უნ­დტრეკ­მა “Sky & Sand” პლა­ტი­ნის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვა და 121 კვი­რა დაჰ­ყო ჩარ­ტებ­ში.


Paul Kalkbrenner-ის გარ­და მი­სულ სტუმ­რებს მე­ო­რე ჰედ­ლა­ი­ნე­რი Henry Saiz დახ­ვდე­ბათ, რო­მე­ლიც ელექტრო­ნი­კის, დის­კოს, ჰაუს და ტექ­ნოს ნა­ზა­ვია. სცე­ნას ასე­ვე და­ი­კა­ვებს ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტი Tade.


MONUMENT თბი­ლის­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სე­რი­აა, რო­მელ­მაც ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე ცნო­ბილ ბენ­დებ­სა და არ­ტის­ტებს სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე უმას­პინ­ძლა.


ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე

0
9
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0