კულტურა ყველაზე უცნაური და სასაცილო საგზაო წესები მსოფლიოში 2020, 21 თებერვალი, 11:55
1. დანია
დანიაში კატეგორიულად აკრძალულია მანქანის დაქოქვა მანამ, სანამ მანქანას მთლიანად არ შეამოწმებ, მაგალითად სანამ მანქანის ქვეშ არ შეიხედავ, შემთხვევით ჩაძინებული ბავშვი რომ არ იყოს.
2. ტაილანდი
ტაილანდში კარგ ჯარიმას გამოგიწერენ თუ მანქანას მაისურის გარეშე მართავ. ეს წესი ქალსაც ეხება და კაცსაც.
3. მექსიკა
მექსიკა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალბატონებს საჭესთან მაკიაჟის წასმა აუკრძალეს. იმისათვის რომ ქალები არ სწყენოდათ, კაცებს საჭესთან გაპარსვა აუკრძალეს.
4. აშშ
ითვლება, რომ ყველაზე უაზრო საგზაო წესები სწორედ ამერიკაში აქვთ. მაგალითად, ალაბამას შტატში მძღოლი ვალდებულია მანქანა დამალოს, თუ მან ცხენი შეაშინა. ასევე არ შეიძლება საჭესთან ფეხშიშველი ჯდომა, და ბოლოს, ალაბამაში აკრძალულია მანქანის თვალდახუჭული მართვა.
5. ფილიპინები
ფილიპინებში საცობებს როგორც შეუძლიათ ისე ებრძვიან. მაქნანები რომლის ნომრები 1-2 ზე მთავრდება არ უნდა გამოჩნდნენ გზებზე ორშაბათობით. 3-4 ზე დამთავრებული ნომრები სამშაბათობით, 5-6 ოთხშაბათობით 7-8 ხუთშაბათობით, ხოლო 9-0 კი პარასკევობით. შაბათ- კვირას რაც შეეხება, ამ დღეებში აკრძალვები არ მოქმედებს.
6. ავსტრია
ავსტრიაში კი ოფიციალურად იკრძალება ვიდეორეგისტრატორები. ამ მოწყობილობის გამოყენება პირად ცხოვრებაში ჩარევად ითვლება. 258 1-ს მოსწონს
|