1. საუდის არაბეთი
ეს ქვეყანა ერთადერთია, სადაც ახალი წლის აღნიშვნა ფაქტობრივად აკრძალულია 2013 წლიდან. ღვთის სიტყვის სპეციალურმა კომიტეტმა დაასკვნა, რომ ახალი წლის აღნიშვნა ისლამს ეწინააღმდეგება. ამიტომ 31 დეკემბერს და 1 იანვარს მაღაზიებს ოფიციალურად ეკრძალებათ საახალწლო ატრიბუტების ან საჩუქრების გაყიდვა. არარეზიდენტები დღესასწაულს ჩულად აღნიშნავენ, ხოლო მოქალაქეები საზღვარგარეთ მიდიან სპეციალურად ამ დღისთვის.
2. ისრაელი
ისრაელში ხალხს თავიანთი ახალი წელი აქვს- როშ ჰა' შანა, რომელსაც სექტემბრის ან ოქტომბრის ახალმთვარეობის დროს აღნიშნავენ. დღესასწაული ბიბლიის მიხედვით დაკავშირებულია სამყაროს შექმნის დღესთან და აღნიშნავენ ძველი ტრადიციებით. ებრაელები კითხულობენ წმინდა ტექსტებს, ლოცულობენ სინაგოგებში, ინანიებენ ცოდვებს და თავიანთ ცხოვრებაზე ფიქრობენ.
3. ირანი
ირანელებსაც თავიანთი ახალი წელი აქვთ, ნავრუზი, რომელსაც მარტში აღნიშნავენ. ნავრუზი სიმბოლოა იმის, რომ ზაფხული მოდის. თვბითონ დღესასწაული კი ირანელებს “მემკვიდრეობით'' ერგოთ რომის იმპერიისგან.
4. ინდოეთი
ინდოეთში მხოლოდ 3 სახელმწიფო დღესასწაული აქვთ: დამოუკიდებლობის დღე, რესპუბლიკის დღე და მაჰათმა განდის დაბადების დღე. საერთო ნაციონალური კალენდრის თანახმად ახალი წელი 22 მარტსაა, მაგრამ სხვადასხვა შტატებში სხვადასხვა თარიღი აქვთ და სახელიც განსხვავებული აქვს.
5. ჩინეთი
მართალია 1 იანვარი ოფიციალური დასვენების დღეა ჩინეთში, მაგრამ ახალ წელს აქ არ აღნიშნავენ, ხალხი ძველი მთვარის კალენდრით ანგარიშობს ახალი წლის მოახლოებას დღემდე.
6. ვიეტნამი
ვიეტნამელები ახალ წელს იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში აღნიშნავენ და ტეტის ეძახიან, ისინიც ჩინელების მსგავსად მთვარის კალენდრით ითვლიან დღეებს. ტეტი ოჯახური დღესასწაულია, ხალხი ცდილობს ეს დღე ოჯახთან გაატაროს და გარდაცვლილები მოიგონიოს. დღესასწაული მასშტაბურია და შეიძლება მთელი კვირაც კი გაგრძელდეს.