x
image
კატაპულტი
ყველა სიახლე კორონავირუსთან დაკავშირებით
მაყურებლები სეულში,  ფიგურული სრიალის კონკურსზე
კორონავირუსი კვლავ აქტუალურია მსოფლიოში. ოთხშაბათ დილისთვის დაფიქსირებულია 74 185 ინფიცირებული ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 2004 ადამიანი.

ჩინეთის რამდენიმე ქალაქში, შესაძლოა, სისხლის დეფიციტი შეიქმნას. მძიმე სიტუაციის გამო, მოსახლეობა სახლებშია გამოკეტილი და შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებები დონორების ნაკლებობას უჩივიან.

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია ვირუსის ჩრდილოეთ კორეაში გავრცელების თაობაზე. ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, ისინი ქვეყანას ლაბოლატორიულ აღჭურვილობას გადასცემენ, რათა შესაძლებელი იყოს ტესტების ჩატარება.

ჩინეთში მოქმედი ფირმები სერიოზულ ზარალს განიცდიან ვირუსის გამო, შემცირებულია წარმოებაცა და ვაჭრობაც.image


ქალაქ ვუჰანში დღეს მთავრდება კარდაკარის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უნდა დადგენილიყო ყველა ის ავადმყოფი, რომელიც აქამდე რაიმე მიზეზის გამო არ იქნა რეგისტრირებული, როგორც ინფიცირებული.

ხუთშაბათიდან რუსეთი ამკაცრებს ქვეყანაში ჩინეთის მოქალაქეების შეშვებას, მათ შორის განათლების, ტურიზმისა და სამუშაოს მიზნებისთვის. აკრძალვა შეეხებათ არა ყველას, ვინც ჩინეთიდან მოინდომებს რუსეთში სტუმრობას, არამედ მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეებს.

ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ირანში.

რაც შეეხება სასიხარულო ამბებს, :

ორკვირიანი კარანტინის შემდეგ იოკოჰამას პორტში გაჩერებული გემის 500 მგზავრი თავისუფალია, პარასკევისთვის კი ყველა მგზავრი დაამთავრებს კარანტინის პერიოდს.

ექსპერტებისა და მედიკოსების დიდი შეშფოთება გამოიწვია რამდენიმე დღის წინ აფრიკაში ვირუსის გამოჩენამ. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ეს დიაგნოზი ეგვიპტეში შეცდომით იქნა დასმული.



ასევე საინტერესოა:

1.

ქვეყნები ერთმანეთს კორონავირუსის გამო დაუპირისპირდნენ

2.

ახალი აპლიკაცია, რომელიც ადგენს, იყავით თუ არა კორონავირუსით დაავადებულთან კონტაქტში (წაკითხვის დრო 1წთ.)

3.

გიგანტურმა კალიებმა თითქმის უკვე მთელი კონტინენტი გადაჭამეს

4.

რა მოხდება, თუ კორონავირუსი აფრიკის კონტინენტზე გავრცელდება?! – საგანგაშო მოლოდინები


0
250
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0