x
image
მაკუნა
Mediator image
საქართველოს ტერიტორიის 5 % უომრად დათმობილია_საზღვრების გადმოწევის საგანგაშო სტატისტიკა
image უფლებადამცველი დაჩი ცაგურია საქართველოს ხელისუფლებას ძირძველი ქართული საზღვრისპირა ტერიტორიების გასხვისებაში ამახელს და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ახსნა_განმარტებას მოითხოვს.


დაჩი ცაგურია სასაზღვრო რეგიონებში შექმნილ სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს:


– დაჩი, შენ ხელისუფლებას წაუყენე საკმაოდ სერიოზული ბრალდება, რის საფუძველზე გააკეთე განცხადება?
– ჩემ განცხადებას ამყარებს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის მიერ ჩატარებულ მონიტორინგი, რომელშიც საუბარია ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც 2004-2012 წლებში საზღვრის გადმოწევა მოხდა. მინდა გითხრათ, ჩამონათვალი არც თუ ისე მცირეა, ამ მხრივაც სავალოლო მდგომარეობაში ვიმყოფებით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩავიდეს ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და ნახავს, რომ საზღვარი გადმოწეულია. ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს რუსებმა გვირაბამდე მოახდინეს საზღვრის გადმოწევა. გვირაბის ჩრდილოეთ მხარეს იდგნენ რუსები, ხოლო ქვემოთ დადგნენ ჩვენი მესაზღვრეები, რაც უკვე დარღვევა იყო, ვინაიდან თავის დროზე გვირაბის იქითა მხარესაც ჩვენ ვაკონტროლებდით. სააკაშვილი მაშინ ჩავიდა ლარსთან და ერთი ამბავი ატეხა, თუმცა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვირაბიდან კიდევ უკან დაიხიეს ჩვენმა მესაზღვრეებმა, და დაახლოებით ორი კილომეტრის სიღრმეში შემოვიდნენ.
მე მიყვარს მთაში სიარული, ვალპინისტობ და გარდა იმისა რომ ტერიტორია ტერიტორიად დაიკარგა, ამ ორი კილიომეტრის გადმოწევით. პრაქტიკულად საქართველოდან ჩრთილოეთ ფერდობიდან შეუძლებელი გახადა მყინვარწვერზე მოხვედრა, ეს ორკილომეტრიანი მონაკვეთი სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, ახლა მყინვარზე ასასვლელი უკვე რუსების მიერ არის კონტროლირებადი. ჩვ ენ დავკარგეთ ამ ტერიტორიაზე კონტროლი და აგვეკრძალა საკუთარ მიწაზე გადაადგილება, . მყინვარზე ყაზბეგის მხრიდანაა ახლა შესაძლებელი მოხვედრა
საგანგაშოა ვითარება მამისონის უღელტეხილთანაც, სადაც რამდენიმე წელია უკვე ჩვენი მესაზღვრები 20 კილომეტრით არიან სიღრმეში შემოსულნი. მთელი მეტეოსადგური, რომელსაც ჩვენ ვფლობდით მამისონის უღელტეხილზე და საიდანაც საზღვარი იწყებოდა, ახლა რუსების მიერ არის კონტროლირებადი. ანუ ეს ის ტერიტორიებია, რომლებიც აგვისტოს ომთან არავითარ კავშირში არ არის და ეს მიწები, უბრალოდ, დათმობილია.


– ეს ხომ ახლა არ შეუმჩნევიათ, უკვე რამდენიმე წელია, რაც ძველ ადგილას არ დგანან?



– ჩვენი ხელისუფლება ცდილობს ასეთი საქმეები მიჩქმალოს, რამდენიმე წლის წინ, მამისონთან დაკავშირებით როცა ხმაური ატყდა, ხელისუფლებამ განაცხადა, ჩვენი მესაზღვრეები მკაცრი ზამთრის გამო დროებით ჩამოვიდნენ და მერე ისევ ავლენ და დაიკავებენ პოზიციებსო. როგორც წესი, ცივი ზამთრის გამო მესაზღვრეები არ იხევენ უკან. მესაზღვრე იმისაა, რომ ზამთარ-ზაფხულ იქ უნდა იყოს, სადაც საზღვარია. კარგით, ვთქვათ, მკაცრი ზამთრის გამო უკან დაიხიეს, იმის შემდეგ სამჯერ მოვიდა ზაფხული და აღარ დაბრუნებულან უკან. სხვათაშორის მე მქონდა არაოფიციალური საუბრები ამ მესაზღვრეებთან და ისინიც აპროტესტებენ ამას, რადგან იმ კუთხის შვილები არიან, პატრიოტი ვაჟკაცები და ასეთი ბრძანების შესრულება მათთვისაც არა ადვილი.


ვინ წყვეტს სად უნდა იდგნენ მესაზღვრეები?


– სასაზღვრო პოლიცია მითითებას განლაგებაზე ძირითადად საგარეო საქმეთა სამინისტროსგან იღებს, ყოველ შემთხვევაში მამისონის უღელტეხილიდან დახევისას საგარეო სამინისტრომ დაუდგინა მდებარეობა, ამიტომ გავმართე ამ სამინისტროსთან აქცია. ეს ხელისუფლება ტყუილად არაფერს თმობს, ტერიტორიები დათმობილია რაღაც ფარული გარიგების სანაცვლოდ . საზღვრის სხვა მონაკვეთებზეც არანაკლებ სავალალო მდგომარეობაა. ნიშანდობლივია, რომ საქართველო-რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული 54 გადასასვლელიდან რომელსაც ქართველები აკონტროლებდნენ ახლა მხოლოდ 20-ს ვაკონტროლებთ, დანარჩენ გადასასვლელებს მთლიანად რუსეთი აკონტროლებს. თუშეთში დიკლოს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთმა საზღვარი თვითნებურად სამი კილომეტრით გადმოსწია და 24 კვ.კმ მიიტაცა. ასევე სოფელი “ფიჭვნარი”, უფრო სწორედ ნასოფლარი, რომელიც ჩვენი ტერიტორია იყო, რატომღაც რუსებს დაუთმო ჩვენმა ხელისუფლებამ. წინაპრების საფლავზე ვეღარ მიდიან ამ ნასოფლარში ადამიანები, იმიტომ რომ იქ უკვე რუსები დგანან.


საქართველოს სვვადასხვა საზღვარზე დაკარგულია ასევე, ჰუჯაბის მონასტრის ტერიტორია, სოფელ ყაჩალის მიდამოები, ბაბაყრისის ქედი, სოფელ ერის იმედის სასოფლო–სამეურნეო მიწები, წითელი ხიდის 400 ჰექტარი მონაკვეთი, მთა უდაბნო და გარეჯის მონაკვეთი.


– საზღვრები ხომ ერთბაშად არ გადმოწეულა, აქამდე რატომ არ ატეხე განგაში?


– გარდა ჩემი პირადი დაკვირვებებისა, ველოდებოდი სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის მიერ ჩატარებულ მონიტორინგის დასკვნას. ჩვენთვის ეს კვლევა იყო ბოლო წვეთი, რათა საზღვრის გადმოწევის გამო პროტესტი გამოგვეთქვა.


– დაჩი, საზღვრის გადმოწევას ქართული სოფლების დაცლა და მცოცავი მიგრაციაც ხომ უწყობს ხელს?


– ასეა ნამდვილად. ესეც ამ ხელისუფლების დანაშაულია. საერთოდ, საზღვრის დაცვისა და საზღვრის კონტროლის ყველაზე კარგი საშუალება ადგილობრივი მოსახლეობაა, რომლებიც საზღვრის პირას ცხოვრობენ. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა გაუარესებულია. ამ მიმართულებითაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს და საზღვრისპირა რეგიონებში დემოგრაფიული სურათი უფრო და უფრო მძიმდება. მაგრამ ჩვენ ხელისუფლებას ეს საკითხი, ისევე როგორც ტერიტორიები არ აწუხებს, რაც ომში არ დაკარგა ისე აძლევს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ აქ ფარულ გარიგებასთან გვაქვს საქმე, ამიტომ პასუხი უნდა მოვთხოვოთ იმ ადამიანებს ვინც წინაპართა მიწას არაფრად აგდებს და ხელაღებით ასხვისებს.


– ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას ამ შემთხვევაში?და შენი აზრით ვინ აწარმოებს ფარულ გარიგებას რუსებთან?


– პასუხისმგებლობა პირველრიგში პრეზიდენტს ეკისრება, რადგან ისაა უმაღლესი მთავარსარდალი. სხვა ადამიანებს კი ხელისუფლების მსგავსად ასე ორშაურად და ხელაღებით, როგირც თვითონ გვარქმევენ მე ვერ დავარქმევ “რუსეთის აგენტებს” . თუმცა ძალიან ბევრ რამეს თმობენ.


– საზღვრბის თემაზე ვინმე ოფიცალურ პირთან თუ გქონია საუბარი?


– არა ამის საშუალება არაა, ესენი ხომ ჩაკეტილები არიან, მითუმეტეს ოპონენტებთან არასდროს მართავენ შეხვედრებს. ერთადერთი თუ ვინმე დასვამს შეკითხვებს ჟურნალისტები არიან. სამთავრობო მედია ამას არ გააკეთებს, სხვებმა იქნებ იმარჯვონ, მე სადაც მიმიწვდება ხმა ყველგან დავაყენებ ამ საკითხს.


– დაჩი მოახლოებული არჩევნების წინ, როცა ჩრდილოეთ კავკასიაში წრთვნებია დაგეგმილი, კიდევ მეტი ტერიტორიების დაკარგვა ხომ არაა მოსალოდნელი?


– სხვათაშორის ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა გასცა ჟურნალისტებს. ამ წვრთნებთან დაკავშირებით კარგი პასუხი, როცა საქართველოში იყო ჩამობრძანებული. მან თქვა, რომ სხვა ქვეყანაში რა ხდება იმაზე მნიშვნელოვანი ისაა რა ხდება თქვენს ქვეყანაშიო. ჩვენს ქვეყანაში კი არჩევნებს ვერ ვატარებთ, რა დროს სხვა ქვეყნის ტერიტორიახზე წვრთნებია. ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების ყურადღება წვრთნების საშიშროებაზე გადაიტანოს.იმ დროს როცა, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ძალა სხვა პოლიტიკურ ძალას უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას, სოფლებში არ უშვებს კონკურენტებს, კონკრეტულ ჩასახლებაში ქვებს უშენენ .


– ეს რას გაგონებს?


– ქვის ხანას, რას უნდა მაგონებდეს, ედუარდის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდშიც ისროდნენ ქვებს, მაგრამ მაშინ გაცილებით უკეთესი სიტუაცია იყო იმ მხრივ, რომ ადამიანები გაცილებით თავისუფლად ლაპარაკობდნენ.
რეგიონში სადაც ქვებს ისროდნენ პოლიციის თანამშრომლები, იქ ადამიანებს ინფორმაცია მისდიოდათ, უყურებდნენ კრიტიკულ რუსთავი 2-ს, მედია იყო თავისუფალი, არ იყო ისე კონტროლირებადი როგორც ახლა.
ხელისუფლებისგან მართული დაჯგუფებები, ერთი და იგივე ადამიანები სხვადასვა სოფელში თავს ესხმიან შეხვედრის ორგანიზატორებს და მონაწილეებს.


– დაჩი არის ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაია ზრდის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოში სპეცნაზის რიცხვს, აქამდე თუ დანაყოფი სამასი კაცისაგან შედგებოდა, თურმე ახლა ახალაიას თავდაცვის სამინისტროდან გადმოჰყავს დამატებით 1500 კაცი, რისთვის ემზადება ხელისუფლება?


– ფაქტია რომ ეს ხელისუფლება ყველაფერზე მიდის საკუთარი სკამის შესანარჩუნებლად და ამიტომ არაფერია გამორიცხული. შეეცდებიან ძალა გამოიყენონ. ძალების მობილიზებას და გაძლიერებას ნამდვილად აქვს ადგილი და ეს საგანგაშოა. მაგრამ მათ არ ყავთ დიდი რაოდენობა ადამიანების, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელია, ვთქვათ 2000 შეიარაღებულმა აიღო თავზე ხელი და ყველა ბრძანება შეასრულა, დანარჩენი საქართველო ხომ რაოდენობრივად მრავლგზის აღემატეება მათ. ამიტომ არაა მთავრობისთვის ხელსაყრელი ეს . ის პროცესი კი, რომ ნებისმიერ ფასად დარჩნენ ხელისუფლებაში დიდი ხანია დაწყებულია.
მაშინ როცა ჩვენს ქვეყანას არ აქვს ბუნებრივი რესურსი მდიდარი ჩვენი რესურსი, უნდა იყოს დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებების დაცვა და რეგიონში ამთვალსაზრისით ლიდერობა, რათა ვიყოთ მაგალითი და ამით ხდებოდეს მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის. თუ არ იქნება თავისუფალი ბიზნესი, 5 დასაქმების სამინისტროც რომ გახსნან რეალურ სურათს ვერ შეცვლის. ხელისუფლებას, რომელმაც ჩაბარებული ტერიტორიიდან ომით 20 % დაკარგა, უომველად დათმო 5 %-მდე, პრაქტიკულად არარის საზღვარი რომელიც ამათი მმართველობის დროს არ დავიწროვდა. ახლა სურს იარაღი მოუღეროს საკუთარ მოქალაქეებს. ასეთ ხელისუფლებას არაფერი ესაქმება ქვეყნის სათავეში, დამღუპველი იქნება მათი დარჩენა და თუ ვინმეს საღი აზრი აქვს ასეთ მთავრობას მხარს არ უნდა უჭერდეს.


მაკა დეკანოსიძე

გაზეთი "ქართული სიტყვა"


3
394
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
394
  
2012, 7 აგვისტო, 17:13
დარხეული გვაქ რა
0 1 3