სიახლეები მედიკოსებმა კორონავირუსის დასტაბილურების სავარაუდო თარიღი დაასახელეს 2020, 18 თებერვალი, 17:13 კორონავირუსი კვლავ აქტუალურია მსოფლიოს მასშტაბით. 17 თებერვლის მონაცემებით, დაინფიცირებულთა რიცხვი 72 500- მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 1900 ადამიანამდე. ჩინეთში მოქმედმა მედიკოსთა და ექსპერტთა ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როდიდან შეიძლება ჩადგეს ეპიდემია კალაპოტში. მათი თქმით, ეს უნდა იყოს აპრილის ბოლოს, თუმცა გადაჭრით რაიმეს პროგნოზირება შეუძლებელია. მათი განცხადებით, ვირუსის სწრაფი გავრცელება გამოიწვია ჩინეთში არსებულმა შვებულებების სეზონის დამთავრებამ, რომელიც თავის მხრივ, გამოწვეული იყო ჩინური ახალი წლით, რომელიც წელს 25 იანვარს გახლდათ. საზეიმო დღეების დასრულებამ ათასობით ადამიანის გადაადგილება გამოიწვია, ბუნებრივია, რომ ამ დროს ეპიდემია უკონტროლო ხდება. სხვა შემთხვევაში “შესაძლოა, არც ყოფილიყო ასეთი მატება" – განუცხადა ერთ-ერთმა მედიცინის მუშაკმა მედია საშუალებებს. მათივე თქმით, ეპიდემიის პიკს ელოდებიან თებერვლის ბოლოს, როდესაც ვირუსის გამოვლენის 2 კვირიანი პერიოდი გავა და ამასთან შვებულებიდან დაბრუნებული ადამიანები დანიშნულების ადგილს მიაღწევს. მოსახლეობაში დამატებითი პანიკა გამოიწვია ორშაბათს ვუხანის (ეპიდემიის ეპიცენტრი) საავადმყოფოს დირექტორის გარდაცვალებამ.როგორც მისმა კოლეგამ განაცხადა, კლინიკის ხელმძღვანელს კარგი ჯანმრთელობა ჰქონდა და არავინ მოელოდა, რომ მასაც მოერეოდა ვირუსი. აღსანიშნავია, რომ ამჟამად დაავადებულია 1700-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი და სანიტარი. ასევე საინტერესოა: 1. 2. ქვეყნები ერთმანეთს კორონავირუსის გამო დაუპირისპირდნენ
3. გიგანტურმა კალიებმა თითქმის უკვე მთელი კონტინენტი გადაჭამეს 423 2-ს მოსწონს
|