შოუბიზნესი საჭირო დროს საჭირო ადგილას: როგორ გახდნენ ცნობილები შარლიზ ტერონი, ჯონი დეპი და სხვა ვარსკვლავები 2020, 18 თებერვალი, 12:44 შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ზოგიერთი ვარსკვლავი ცნობილი ერთ საათში გახდა, მაგრამ ასე არაა. ცნობილმა ადამიანებმა წარმატების გზაზე უარის, ეჭვების და ბრაზის სახით უამრავი დაბრკოლება გადალახეს. მოგზაურობა წარმატებით აჯილდოებს მათ, ვინც გზიდან არ უხვევს და მიზნისკენ მიიწევს.
![]() „მოლარეს ვევედრებოდი და ვევედრებოდი და აი, ჯენტლმენი მომიახლოვდა და დახმარებას შეეცადა“ – აღიარებს მსახიობი. ეს ადამიანი ტალანტებთან მომუშავე აგენტი იყო. რამდენიმე თვეში თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში გადაიღეს. ![]() ჯონი დეპი სანამ ჯონი დეპი ცნობილი მსახიობი გახდებოდა, მას როკ-ვარსკვლავობა სურდა. ეს ოცნებები შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ მის მეგობარს, ნიკოლას კეიჯს უკეთესი იდეა ჰქონდა. კეიჯმა დეპს ფილმზე „საშინელება თელების ქუჩაზე“ გასაუბრება მოუწყო და კრეივენ უესის ქალიშვილმა ამ როლისთვის ჯონი დეპი საუკეთესოდ ჩათვალა. დეპის დებიუტი 1984 წელს გლენის როლით შედგა. მას ასევე საშინელებათა ფილმების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიკვდილის სცენა ჰქონდა. პამელა ანდერსონი პამელა 80-იანი წლების ბოლოს ფიტნეს ინსტრუქტორი იყო და ბრიტანულ კოლუმბიაში მუშაობდა. ერთხელ მაისური Labatt-ის ფორმით ბრიტანული ლომების საფეხბურთო მატჩზე წავიდა. მათ ანდერსონის ჯამბოტრონზე დადება გადაწყვიტეს და ბრბო ამან გააგიჟა. ფანების დიდი აპლოდისმენტების წყალობით კომპანია Labatt-მა ანდერსონი პრეს-მდივნის თანამდებობაზე Blue Zone Girl აიყვანა. ამის შემდეგ ანდერსონმა კინოში თავისი პირველი როლი მიიღო. ნატალი პორტმანი ნატალი მხოლოდ 11 წლის იყო, როცა Revlon-ის წარმომადგენელმა შენიშნა. პორტმენმა მას უთხრა, რომ სამოდელო კარიერა არ აინტერესებდა, მაგრამ მას მსახიობობა სურდა. პორტმანმა რამდენიმე წელი თავის უნარების განვითარებას დაუთმო და თეატრალურ დადგმებზე მუშაობდა. 1993 წელს ლიუკ ბესონის ფილმში „ლეონი“ როლისთვის გასაუბრება გაიარა. თავიდან უარი უთხრეს, რადგან ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ ბოლოს მაინც გადაღებებზე მიიწვიეს. ![]() ეშტონ კატჩერი 1996 წელს ეშტონ კატჩერი აიოვას შტატის უნივერსიტეტში ინჟინრის ხარისხის აღებას ცდილობდა. ერთხელ საღამოს ის ბარში იყო და ტალანტების აგენტმა შენიშნა. მან კატჩერი სამოდელო კონკურსში მონაწილეობაზე დაითანხმა, სადაც საბოლოოდ პირველი ადგილი დაიკავა. მან გადაწყვიტა, რომ უფრო მეტის მიღწევას შეძლებდა, კოლეჯი მიატოვა და ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა. ის მუშაობდა Calvin Klein-თან, სანამ ჰოლივუდში გაემგზავრებოდა და სამსახიობო ოსტატობით ოფიციალურად დაკავდებოდა. მელ გიბსონი მელ გიბსონის ისტორია უფრო ფოლკლორულია, ვიდრე ფაქტიური, მაგრამ ბევრი ამას სინამდვილედ მიიჩნევს. გიბსონს მეგობარი გასაუბრებაზე უნდა წაეყვანა და ამ დროს ბარში წაიჩხუბა. როცა გადასაღებ მოედანზე მივიდნენ, მელის სახე საუკეთესო მდგომარეობაში არ იყო, მაგრამ რეჟისორ ჯორჯ მილერის ყურადღება მიიპყრო. მან იფიქრა, რომ გიბსონი ბოროტმოქმედის როლისთვის ფილმში „შეშლილი მაქსი“ შესანიშნავად გამოდგებოდა. ჰარისონ ფორდი როგორც ბევრი სხვა დამწყები მსახიობი, ჰარისონიც ჰოლივუდში იმ იმედით გადავიდა, რომ ცნობილი გახდებოდა. თუმცა იმედი მალე გაუცრუვდა და დურგლობა ისწავლა, რომ ფული ეშოვნა და ოჯახი ერჩინა. ფორდმა ჯორჯ ლუკასის ფილმში „ამერიკული გრაფიტი“ მცირე როლი მიიღო, მაგრამ წარმატება ადვილი არაა. მას დურგლობა კვლავ უწევდა, რომ თვიდან თვემდე თავი ერჩინა. ერთხელ ლუკასმა დაინახა, თუ ფორდი როგორ მუშაობდა კინოსტუდიაში, სადაც „ვარსკვლავური ომების“ ახალი ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა. ლუკასმა „ამერიკული გრაფიტი“ გაიხსენა და ფორდი ჰან სოლო გახდა. ჯასტინ ბიბერი 2007 წელს მომავალი პოპ-სენსაცია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც Youtube-ს დახმარებით წარმატების მიღწევა შეძლო. პლატფორმა მაშინ ჯერ კიდევ ვითარდებოდა, მაგრამ მუსიკალურმა პროდიუსერმა სკუტერ ბრაუნმა ბიბერის ვიდეოს შემთხვევით ხელი დააჭირა, როცა სხვა მომღერალს ეძებდა. ამის შემდეგ ბრაუნმა ბიბერი და მისი ოჯახი სტრატფორდში იპოვა და მათ ატლანტაში გადასვლა შესთავაზა, რომ ხმის ჩამწერი კომპანიის ხელმძღვანელს შეხვედროდნენ. 1 კვირის შემდეგ ბიბერი აშერისთვის მღეროდა. ახლა ის ვარსკვლავია. ![]() ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონს უკვე 4 წარუმატებელი სატელევიზიო შოუ ჰქონდა და სატელევიზიო შემსრულებელს უორენ ლიტლფილდს მიმართა, რომ კარიერის შესახებ რჩევა ეკითხა. მან უთხრა, რომ არ დანებებულიყო. რამდენიმე თვის შემდეგ NBC-ის უფროსი „მეგობრებში“ რეიჩელის როლის, მისი ყველაზე ცნობადი როლის, მოპოვებაში დაეხმარა. აი, რა ხდება, როცა ოცნებებზე უარს არ ამბობთ. ![]() ასევე დაგაინტერესებთ: ნახეთ, ვინ იყო ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი მსახიობი, როცა თქვენ დაიბადეთ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 1199 1-ს მოსწონს |