კინო გიორგი შენგელაიას გარდაცვალებას "ბერლინალე" ეხმაურება - 2020, 17 თებერვალი, 20:18 82 წლის ასაკში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი რეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა. შენგელაიამ ქართველ მაყურებელს თავი როგორც საქვეყნოდ ცნობილი, საკულტო ფილმების, კომედიების გადაღებებით დაამახსოვრა, ასევე შემქნა ღრმა საავტორო ნამუშევრები. ბედი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ჟანრებში მოსინჯა. მას ეკუთვნის ფილმები " ვერის უბნის მელოდიები", "ფიროსმანი", " ხარება და გოგია", "სიყვარული ყველას უნდა", "მაცი ხვიტია", "სიყვარული ვენახში" და "მიდიოდა მატარებელი" 1962 წელს გადაიღო მისი პირველი დამოუკიდებელი ფილმი "ალავერდობა", რომელიც 60-იანი წლების ქართველი რეჟისორთა თაობის პირველ უკომპრომისო ნაბიჯად ითვლება.
ქართველი რეჟისორის გარდაცვალებას ცოტა ხნის წინ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფორუმი - ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი გამოეხმაურა
" ჩვენ დამწუხრებულები ვართ რომ გავიგეთ, 82 წლის ასაკში აღიარებული ქართველი რეჟისორი, გიორგი შენგელაია გარდაიცვალა. 1986 წელს მან დაიმსახურა "ვერცხლის დათვი", როგორც საუკეთესო რეჟისორმა ფილმისთვის "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა". მან ასევე მიიღო ჯილდო საუკეთესო ფილმის კატეგორიაში "ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე" ფილმისთვის "ფიროსმანი" შეგახსნებეთ, რომ გიორგი შენგელაიას 1969 წელს გადაღებული ფილმი "ფიროსმანი", მხატვრების ბიოგრაფიის ერთ-ერთ საუკეთესო ეკრანიზაციად ითვლება. კადრი ფილმიდან "ფიროსმანი" ფოტოზე - გიორგი შენგელაია ფიროსმანის გადაღებებისას. გიორგი შენგელაიამ "ფიროსმანი" 32 წლის ასაკში გადაიღო, "ალავერდობაზე"მუშაობისას კი სულ რაღაც 25 წლის იყო. 334 2-ს მოსწონს
|