x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ვხედავ ქართველი ხალხის სამართლიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას

image

(გაგრძელება.ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 33 )
2008 წელი, 15 ნოემბერი
ვხედავ, საქართველოს სერიოზული პოლიტიკური გზა აქვს გასავლელი. მსოფლიო დიდი დილემის, ანუ წინაღობის წინაშე დადგა: ეს არის პატარა საქართველო და რუსეთის იმპერია. ვხედავ, თუ მსოფლიომ, დასავლეთმა და ამერიკამ არ დაიცვეს საქართველო, რუსები გაგვანადგურებენ. მათ ყოველთვის სურდათ საქართველო ქართველების გარეშე. ეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმაც კარგად იციან. დღეს რუსეთი დიდი საშიშროებაა მსოფლიოსთვის და ვხედავ, ძალიან ახლოსაა ის დრო, როცა დასავლეთი და ამერიკა ამას ოფიციალურად განაცხადებენ.
რუსეთში დაწყებული უთანხმოება კი უფრო ღრმა ფესვებს გაიდგამს. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე და ასრულდება კიდეც ასი პროცენტით. საქართველოში კი ვერც პანიკას დათესენ და ვერც არეულობებს შემოიტანენ. ქართველი ხალხი არც ისე გულუბრყვილოა, რომ ვერ მიხვდეს, ვის და რას მართავს რუსეთი, ვინ არიან რუსების აგენტები, პოლიტიკოსები თუ პოლიტოლოგები, ჟურნალისტი თუ პოეტი და ა.შ.
რუსეთმა დაიკავა ქართული ტერიტორიები - აფხაზეთი და სამაჩაბლო. კიდევ აქვს შავი ჩანაფიქრები. მაგრამ გააჩნია, დასავლეთი და ამერიკა როგორ პოზიციას დაიკავებენ საქართველოს მიმართ. აი ამის მიხედვით გაატარებს კრემლი საკუთარ პოლიტიკას. მაგრამ არ დაცალდებათ.
ჩვენი „დიდი მეგობარი“ რუსეთი ფიქრობს, საერთოდ დაშალოს საქართველო და ამას ქართველი ხალხი წინ უნდა აღუდგეს. ბრძოლა უნდა მოვიგოთ!
ქართველი შადიმანები მომრავლდნენ. ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს და ვხედავ, გაკეთებს კიდეც. ამაში კოსმოსის ხელიც ურევია და ხალხი გაიმარჯვებს, შადიმანები კი დამარცხდებიან!
დიახ, ხალხი სკამებს აღარ გაგიმაგრებთ, ხალხი გაჰყვება იმ მეცნიერ პოლიტიკოსებს, რომელნიც ძალიან მალე მოევლინებიან საქართველოს და ასრულდება წინასწარმეტყველება: „მოდიან მეცნიერები და მოდის „გიორგი ბრწყინვალე“.
ნუ შეშინდებით! ყველა სირთულეს, რომლებიც საქართველოს ელის, ძალიან მშვიდად გადაიტანს ქართველი ხალხი, იმიტომ, რომ უფალი ჩვენთანაა და გამარჯვებაც ქართველებს დაგვრჩება!
საინტერესო ისაა, რომ პოლიტიკურ არენაზე, ვხედავ, დიდი დაპირისპირებები იქნება რუსეთს, დასავლეთსა და ამერიკას შორის. დაპირისპირება ყოველთვის იყო, მაგრამ დღეს ყველაფერი უფრო სხვანაირად ჩანს, ვინაიდან III მსოფლიო ომი უდევთ წინ. ეს კარგად უწყიან, მაგრამ ამ ომის ასაცილებელი არანაირი პოლიტიკური გზები არ არსებობს.
დღეს დასავლეთი ისევ თამაშობს, რითაც დიდ შეცდომას უშვებს. ისინი რუსეთს ხელ-ფეხს უხსნიან, რომ უფრო აგრესიულები გახდნენ. „რატომაც არა?“ - ფიქრობს დასავლეთი. ენერგორესურსების წყალობით რუსებს დასავლეთი მუჭში ჰყავთ მოქცეული და თავს ჭირვეული ბავშვივით ყველაფრის უფლებას აძლევენ; დიახ, ყველაფრის! ზუსტად ეს გააგიჟებს დასავლეთს და როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, მართლა დიდ ეკონომიკურ ომს გამოუცხადებენ რუსეთს. ამით რუსეთი, ვხედავ, სწრაფად გამოფხიზლდება. აი აქ საქართველო ძალიან დიდ მოგებას მიიღებს: „გაზსადენი სასწრაფოდ უნდა აშენდეს!“ - კივის ევროპა; დიახ, კივის. თუკი რამე მილებია კიდევ, ყველაფერმა საქართველოზე უნდა გაიაროს და დასავლეთი და ამერიკა ამისათვის ყველანაირ თანხებს გაიღებენ. ისინი ღრმად დარწმუნდნენ, რომ საქართველო პატიოსანი პარტნიორია, რომ ქართველი ხალხი წესიერი ხალხია. რუსეთი ამ პროექტებს ვერაფრით შეაჩერებს, ომს კი ვერ დაიწყებს. რატომ? იმიტომ, რომ წინ ქართულ ჯართან ერთად ნატოს ჯარები დახვდება. ეს კი რუსეთისთვის უზარმაზარი პოლიტიკური მარცხია. ამიტომ რუსეთმა საქართველოსთან ომები სამუდამოდ უნდა დაივიწყოს. ვხედავ, მომავალში დაივიწყებს კიდეც.
საქართველო ნატოს წევრი მაინც გახდება!
რაც შეეხება კითხვას, რა ხდება დღეს ქართულ პოლიტიკაში? გიპასუხებთ: არაფერი!!! შადიმანები ერთმანეთს დაჭამენ. იგივე მეორდება. ხალხმა ყველაფერი იცის და წყნარად უყურებს ქართულ პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებს. ხალხისთვის ყველა სახე ნაცნობია, მათგან ახალს არაფერს ელიან, არც ენდობიან და ხვდებიან, რომ ნერვების აშლას აზრი არ აქვს: „დაე, თვითონ აიშალონ ნერვები, მაინც ერთმანეთს გადაჭამენ!“
არის გაყინული მდგომარეობა, ხალხი გარეთ არ გამოდის, ვხედავ, მაგრამ ეს დროებითია!!! დადგება ჟამი და საქართველო თავის სიტყვას იტყვის და ყოველივე შეიცვლება ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ამინ!
ქართველ წინასწარმეტყველთან ბრძოლა კი შადიმანების დიდი მარცხით მთავრდება. სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს. ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებს ისევე ვერ დამალავთ, როგორც შუბს ჩოხის ქვეშ. ამის ნებას კოსმოსი და უფალი არ მოგცემთ. არც ძალასა და ენერგიას მიიღებთ, რათა საქართველო არ გაანადგუროთ. ამინ!
2008 წელი, 16 ნოემბერი
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: მსოფლიო საქართველოს ერთიანობას ცნობს აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან ერთად. რუსეთი თავის მიზანს ვერ მიაღწევს. პარტიზანული ომები უდიდეს დარტყმას მიაყენებს რუსულ ჯარს, აფსუები და ოსები კი ვხედავ, გარბიან.
რუსები მომავალში უცნაურ ნაბიჯებს გადადგამენ - ისე აღარ დაიცავენ აფსუებსა და ოსებს და ეს აშკარად გამოიკვეთება მათი ქმედებებიდან. ჩანს, რომ დასავლეთი და ამერიკა რუსეთს არ გაატარებინებენ იმ პოლიტიკას, რასაც საქართველოს დაყოფა ჰქვია. პროცესები ძალიან სწრაფად წავა, საქართველო გაიმარჯვებს! ყველაფერს, ეკონომიკური კრიზისებია თუ ბევრი სხვა რამ, ვხედავ, ამერიკა დირიჟორობს.
ამერიკის მთავრობა - ეს ის ხალხია, ვინც ძალიან მნიშვნელოვან მსოფლიო პოლიტიკას გადაწყვეტს და ამაში აფრო-ამერიკელ პრეზიდენტს არაფერს ეკითხებიან. ამერიკის მთავრობის ეს გუნდი მეტად ანგარიშგასაწევია. ამას რუსეთიც ხვდება და „დიდი რუსეთი“ იწყებს ძალიან ფრთხილ თამაშს.
ამერიკას ჰყავს ერთი პრეზიდენტი, რომელიც ნამდვილი დემოკრატიის სახეა, რუსეთს კი ორი პრეზიდენტი ჰყავს - ასე ჩანს და ამას არც მალავენ. ღებულობენ კანონებს, რომ სკამები კარგად მოირგონ და არ დაკარგონ. ფრთხილად! ვხედავ, თვითონ რუსი ხალხი არ აპატიებს მათ. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს, ვხედავ, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!
ქართულ მთავრობაში, ოპოზიციაში არაფერი ხდება. ერთი და იგივე სცენარით ვითარდება ჩვენი პოლიტიკა, იგივე სახეები, იგივე პოლიტიკური თამაშები და ა.შ. სამაგიეროდ, ვხედავ ქართველი ხალხის სამართლიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. ქართველი ხალხი არც მთავრობის ანკესზე წამოეგება და განსაკუთრებით, არც ოპოზიციისაზე. ვხედავ, სულ სხვა პოლიტიკური თამაშები წავა მომავალში, მით უმეტეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებები ასრულდა ასი პროცენტით.
ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს - ეს გარდაუვალია.
დიდი ცვლილებები იქნება საქართველოში. რაც მთავარია, გაზის მილები მაინც გაივლის საქართველოზე და ვხედავ, ამას რუსეთი (ვიმეორებ მრავალჯერ დანახულს) ხელს ვერ შეუშლის.
აზერბაიჯანი რუსეთს არ ენდობა არცერთ შემთხვევაში. თითქოს სურს, რუსეთსაც არ აწყენინოს, მაგრამ სხვაგვარად არ შეიძლება. გაზსადენის საქართველოზე გავლით აზერბაიჯანი ინარჩუნებს მართლა დამოუკიდებლობას, რუსეთზე გავლით კი კარგავს, რადგან რუსებს საშუალებას აძლევს, ფაქტობრივად, მართონ აზერბაიჯანის ენერგო-რესურსები. ვხედავ, აზერბაიჯანი არცერთ შემთხვევაში არ შევა რუსეთთან ასეთ გარიგებაში. ყარაბაღის საკითხს თვითონ მოაგვარებენ, რუსების ჩარევის გარეშეც. აზერბაიჯანი დარწმუნებულია, რომ ყარაბაღს დაიბრუნებს და ვხედავ, რომ ეს ასეც მოხდება ასი პროცენტით.
ახლო მომავალში ბაქო-ჯეიჰანის მილებთან ვხედავ გაზის მილებსაც. ყველაფერი ეს სწრაფი ტემპით წავა.
ევროპამ კარგად იცის „ნაბუქოს“ პროექტი - ეს არის გაზის პრობლემის სამუდამოდ გადაწყვეტის გზა. დღეს უჭირს ევროპას, მცირე დროით, თორემ რუსებს უფრო მკაცრ პასუხს გასცემდა. ამიტომაც თამაშობენ. რუსეთიც იყენებს შანსს და თავხედური განცხადებების გარდა, თავხედურ პოლიტიკასაც ატარებს. თუმცა იციან, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება და ამიტომ ზუსტად ზამთარში მოითხოვენ ყველაფერს, რასაც მოასწრებენ. მაგრამ მათი ყველა ცდა ამაოა. ევროპაც თამაშობს, ანუ დროს წელავს ამდენი მოლაპარაკებებით და ა.შ. რათა ზამთარი გადაიტანოს.
მოკლედ, ვხედავ დიდი პოლიტიკური ომების მიუხედავად, „ნაბუქოს“ პროექტი სწრაფი ტემპით განხორციელდება. რუსეთი წააგებს და თანაც არა მხოლოდ ამ საკითხში.
მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი თავის პოლიტიკას ვერ გატარებს ვერც დასავლეთში და ვერც ამერიკაში. ამერიკაში პრეზიდენტის შეცვლამ ვითომ რატომ უნდა დაუთმოს რუსეთს მსოფლიოში პირველი ვიოლინოს ადგილი? რა თქმა უნდა, რუსეთმაც კარგად უწყის, რომ მათი პოლიტიკა ჩიხშია მომწყვდეული - „გაღმა შეედავეს“ ვარიანტში არიან.
რაც შეეხება ბელორუსიას, რამდენი ხანია ყვირის მათი პრეზიდენტი, რომ ისინი არსებობენ, მაგრამ მათ მიმართ არავითარი ინტერესი არ ჰქონია არც დასავლეთს და არც ამერიკას. დღეს მათ მშვენიერი მომენტი ჩაუვარდათ ხელში რაკეტებთან დაკავშირებით; აქაოდა, რუსეთი ბელორუსიაში განალაგებსო მათ. აქედან გამომდინარე, ბელორუსია ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ ვხდავ, რუსეთი ბელარუსს არც არაფერს ეკითხება და ეს იცის მთელმა მსოფლიომ. რუსეთი, ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ იტყვის, რაკეტების დადგმისგან თავს შევიკავებო, არ დაიჯეროთ - რაკეტებს მაინც განლაგებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ პოლონეთსა და ჩეხეთთან ამერიკელებმა მიაღწიეს შეთანხმებებს, დოკუმენტებიც გააფორმეს და იქ ასი პროცენტით დაიდგმება ამერიკული რაკეტები. ეს იცის რუსეთმაც, მაგრამ მიდის, ასე ვთქვათ, ტყუილი ლაპარაკები, დრო იწელება, თუმცა მომავალში ორივე მხარე მაინც განალაგებს რაკეტებს. რუსეთს არცერთ შემთხვევაში არ ენდობა არც დასავლეთი და არც ამერიკა, არ ენდობიან არც აზიის ქვეყნები, განსაკუთრებით, მუსლიმები.
რუსეთს ძალიან გაუჭირდება მომავალში. ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!
2008 წელი, 18 ნოემბერი
ვხედავ, რუსები სვავებივით დატრიალებენ თავს საქართველოს. ელოდებიან ისეთ ცვლილებებს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, ისარგებლონ მსოფლიოს პოლიტიკური ცვლილებებით და თუკი შეძლებენ, ისევ განახორციელონ საქართველოზე აგრესია. კი, ცდილობენ, მაგრამ „დიდ რუსეთს“ არაფერი გამოუვა. გაიგეთ, რომ საქართველო ჩეჩნეთი არაა, რომ საქართველო ძალზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია მომავალში ამერიკისა და დასავლეთისა. მთავარი კი ის არის, რომ საქართველო დასავლეთისთვის ენერგორესურსების მიწოდებას ხელს არასდროს შეუშლის. ასევე სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვანია ამერიკისთვის საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა, პლუს შავი ზღვა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ, რა მთავრობაც უნდა მოვიდეს საქართველოში, რუსეთთან მაინც ვერ მოილაპარაკებენ, ვხედავ, იმიტომ, რომ რუსეთს საქართველო დემოკრატიულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ კი არა, არამედ დამონებულ, მის ტერიტორიებში შემავალ, დანაწევრებულ ქვეყნად სურს იხილოს. ეს არასდროს მოხდება!
რუსეთმა ჯერ კიდევ მაშინ წააგო, როცა საქართველოს სოჭი წაართვა (ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს) კომუნისტების დროს. ვხედავ, საქართველო არ ენდობა რუსეთს, და არა მხოლოდ საქართველო. რუსებს მთელი მსოფლიო, მტერი თუ მოყვარე, აღარ ენდობა!!! რუსებმა ძალიან დიდი დროით დაკარგეს ნდობა, თუ სამუდამოდ არა; განსაკუთრებით დასავლეთისა და ამერიკისა.
„საქართველო ყველაზე სანდო და პატიოსანი პარტნიორია“, - აცხადებს, ვხედავ, დასავლეთი მომავალში. რუსეთის პოლიტიკა დიდი მარცხით დამთავრდება. არ შეიძლება, პირადული და სახელმწიფოებრივი ინტერესები ერთმანეთში ისე აურიო, როგორც ეს რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა თავის გუნდთან ერთად. მან იგივე დავალება მისცა მის მიერვე მოყვანილ ახალ პრეზიდენტსაც, რომელიც ჩიხშია მომწყვდეული და იქიდან ვერ გამოდის. აქედან დაიწყება მათი დაპირისპირება.
დასავლეთმა და ამერიკამ შეაჩერეს რუსული აგრესია, ეს ფაქტია, და მომავალშიც ასევე მოიქცევიან. დღეს დასავლურ-ამერიკულ და რუსულ პოლიტიკაში კატათაგვობანას თამაშობენ, მაგრამ ვხედავ, კლანჭებს მალე გამოაჩენენ. ისინი ასე დიდხანს ვერ ითამაშებენ. მსოფლიო პოლიტიკას მოქმედება და პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. დიახ, ეს ასეა. მსოფლიო პოლიტიკა უნდა დალაგდეს. ვხედავ და ისევ ვიმეორებ: პირველი ვიოლინო ისევ ამერიკა იქნება! ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია და სასიკეთო საქართველოსთვის. დასავლეთი და ამერიკა საქართველოს ომს არასდროს გამოუცხადებენ. ამით საქართველო მოიპოვებს თავისუფლებას. ჩვენ - ქართველებს, გვეძლევა დიდი შანსი, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, და საბოლოოდ ვხდებით ნეიტრალური ქვეყანა.
წინ დიდი მოვლენები, დიდი ცვლილებები, დიდი სირთულეები გვაქვს, მართალია, მაგრამ ამაზე უარესისთვის გაუძლია საქართველოს.
თუ ჩემი მკითხველი სვამს კითხვას: „რატომ არა რუსეთი?“ - გპასუხობთ: გადახედეთ წარსულს: სოჭი, 9 აპრილი, აფხაზეთი, სამაჩაბლო და ა.შ. და ა.შ. გადავიხედოთ უფრო ღრმა წარსულში - საქართველოს ისტორიაში, და აი პასუხიც, თუ რატომ არა რუსეთი. დიახ, ეს არის სრული სიმართლე და ყოველთვის ასე ვხედავდი.
ვხედავ, უფალი ლოცავს იმ ახალგაზრდა ქართველებს, რომელნიც მომავალში მყარი, ძლიერი ნაბიჯებით შემოაბიჯებენ ქართულ პოლიტიკაში. ეს არის სუფთა ძალა და მათ დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობაში ვერავინ შეუშლის ხელს. ამინ! კოსმოსი დაიცავს მათ შურისა და ბოღმისაგან, რათა ხელი არ შეეშალოთ ზოგიერთი მრავალმთავრობაგამოვლილი მოთამაშე პოლიტიკოსის, პოლიტოლოგისა და სხვათაგან. მოკლედ, მოდიან ახალგაზრდები, მცოდნენი საკუთარი საქმისა, შეყვარებულნი სამშობლოზე და, რაც მთავარია, ერთგულნი ქვეყნისა და ერისა. ამინ!
ეს არის ახალი სისხლი საქართველოსი! აქედან იწყება საქართველოს აღმშენებლობა!
დიახ, ეს ასეა, ვხედავ!!!
მინდა აღვნიშნო ძალიან სერიოზული დეტალი: ჯერ წაიკითხეთ ქართველი წინასწარმეტყველის გაზეთი კარგად და მერე უარყავით უფლის სიტყვები. ამას არაფერს აღარ ვამატებ, გარდა ერთისა: არ უნდა იყო უსამართლო! თუ ბოროტებას ემსახურები, მაშინ შენთვის, რა თქმა უნდა, სიკეთესა და სიმართლეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყოველივე შენი უარყოფითი უკან დაგიბრუნდება. ამინ! ეს უბრალოდ, რჩევად მიიღეთ.
რუსეთის სპეცსამსახურებმა ყველა გარდაცვლილი ნათელმხილველი ამოქექეს, ამოყარეს ვითომ მათი ნათქვამები, რომ რუსეთი ძლიერდება მომავალში, რომ რუსეთი ხდება ერთპიროვნული მმართველი მსოფლიოსი და აშ. და ა.შ. ამდენი ტყუილებით ხალხს ტვინი წაუღეს, დააჯერეს. ისინი მუშაობენ ყოველმხრივ, განსაკუთრებით, ქართველი წინასწარმეტყველის - ლელა კაკულიას წინააღმდეგ, მაგრამ არაფერი გამოუვათ.
ვიმეორებ: კოსმოსს ებრძოლოთ - ეს სიგიჟეა!
წინასწარმეტყველებამ ბევრს თვალები აუხილა, მთელი საქართველო მოიცვა იმედმა, რწმენამ, რუსეთმა ვერ დათესა შიში, პანიკა იმ დონეზე, რომ მათი მიზნები და გეგმები განხორციელებულიყო საქართველოში. ქართველებო, სწორედ ისინი არიან რუსეთის აგენტები, ვინც უპირისპირდებიან და ყველანაირი ბინძური ხერხით ცდილობენ (თუნდაც„კავკასიის“ ეთერში sms-ების გზავნით) ხალხში უარყოფა დათესონ წინასწარმეტყველის მიმართ და იგონებენ ათასგვარ ტყუილს. ეს ყველაფერი მიზანმიმართული დეზინფორმაციაა. მაგრამ ვხედავ, ხალხს ასე ადვილად ვერ მოატყუებთ. თვითონვე ეშინიათ წინასწარმეტყველებებისა, ვინაიდან ძალიან კარგად კითხულობენ, მუშაობენ მათზე და ხედავენ, როგორ სრულდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებები.
ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს: მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც პოლიტოლოგი, არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი. ვწერ იმას, რასაც ვხედავ - წინასწარმეტყველების გადაკეთება არ შეიძლება!
ჩვენ რუსეთზე რასაც ვხედავთ, იმას გადმოვცემთ და ყველაფერი ასე აუსრულდებათ - ცუდიც და კარგიც. ღმერთმა კარგი მისცეს ყველას - ეს ადამიანებია თუ ქვეყნები. ნუთუ ასე ძნელია, გაიგოს ეს იმ განათლებულმა ხალხმა, რომლებიც ჩვენზე წერენ? მაგრამ ვაი, რომ არ არიან განათლებულები. თუმცა, ნათქვამია, მოჩქარეს მოუგვიანდესო. ყველაფერს თავისი დრო აქვს; როგორც ყოველთვის, დროს უფალი წყვეტს, ჩვენ კი დაველოდებით!
ძალიან მიყვარს ეს სიტყვები: „დრონი მეფობენ და არა მეფენი“. ესეც გაივლის და დადგება ახალი ერა დედამიწაზე, იქნება ახალი წინასწარმეტყველებები და იქნება ისევ, ვიცი, ბრძოლები, რომელსაც ბოროტნი აუცილებლად წააგებენ - იმიტომ რომ ასეა დაწერილი. ბოროტება ყოველთვის ითრგუნება უფლის მიერ და კოსმოსი არასდროს მისცემს ბოროტს ძალასა და ნებას იმისას, რომ დედამიწაზე სიკეთე გაანადგუროს.
დამახსოვრეთ! უფრთხილდით ბოროტებას! წუთიერია წუთისოფელი, რომლის იქით კოსმოსი მოგთხოვთ პასუხს. ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!
ყველაფერი ცვალებადია დედამიწაზე. საქართველოს მომავალი დღეს წყდება და ყველაფერი მალე მოხდება. თითოეული სიტყვა კი არა, ასო და წერტილიც კი ასრულდება ასი პროცენტით. თუ მიიღებთ ამ ენერგიას კოსმოსიდან, ანუ უფლის სიტყვებს, ყველაფერს გადაიტანთ, ბევრი უარყოფითი და შავი ენერგია მოგცილდებათ. გაიგეთ, რომ ჩვენ კი არ გაწყნარებთ, არამედ ვხედავთ, მოგვაქვს ხალხამდე ინფორმაცია და ვინც როგორ მიიღებს, ისე იცხოვრებს. რწმენადაკარგულ ადამიანს რაც აქვს, იმასაც დაკარგავს.
მე გაზეთებს არ ვკითხულობ, არ მჭირდება. რატომაც, ხვდებით - ვიცი, რაც წერია. მაგრამ ჩემმა რედაქტორმა მთხოვა, ერთ-ერთი გაზეთისთვის თვალი გადამევლო. მასში ირჩეოდა პოლიტიკური თემა, რომელიც ხუთი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და დღეს სრულდება. ავიღე გაზეთი და თვალი გადავავლე. ვიგრძენი, როგორ გავხდი ნელ-ნელა ცუდად, დეპრესიაში ჩავვარდი… მერე უცებ გამოვფხიზლდი და გაზეთი ძალიან შორს მოვისროლე. საშინელებაა ამდენი უარყოფითი, ამავე დროს, ცრუ ინფორმაცია, ამდენი ტყუილი… გაზეთის სტუმრებს ხომ ნუღარ იტყვით! სირცხვილია!!!
ამ მთავრობას, რომელზე ლაპარაკი აღარც მსურს (ამ თემაზე ჩვენ საკმაოდ ბევრი ვიწინასწარმეტყველეთ; რა თქმა უნდა, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე!), ოპოზიციამ გაასწრო. აი აქ არის ჩემი ხალხი ცოდო, რომ ყველამ უღალატა მთავრობიან-ოპოზიციანად.
მაგრამ წინასწარმეტყველებები სრულდება. მიუხედავად ყველაფრისა, როგორც 1992 წელს დავინახეთ, ნატოში მაინც შევალთ, მერე კი ნეიტრალური ქვეყანა ვხდებით ევროპის შემადგენლობაში. აბრეშუმის გზა იყო და იქნება და ყველა ენერგორესურსი საქართველოზე გაივლის. ტერიტორიებს ვიბრუნებთ და საქართველო გამთლიანებულია. გვყავს, რასაც ჰქვია, ნამდვილი ქართული ჯარი. ვიბრუნებთ საკუთარ ზნეს, წესებს, ქართულ ჩვევებს და არავის ვემსგავსებით. საქართველო არის რუკაზე - გაბრწყინებული და გალაღებული! ასეთია ნება კოსმოსისა და ასეთია ნება უფლისა!
ქართველებო, ფარ-ხმალი არ დაყაროთ, მოიპოვეთ სულიერი სიმშვიდე, რათა გადარჩეთ. ეს ყველაფერი მაინც ასრულდება, იმიტომ, რომ წინასწარმეტყველების აუსრულებლობა არ შეიძლება!!! დრო? ეს ფაქტორი ადრე მეც მაღიზიანებდა, მაგრამ მერე დავმშვიდდი. დროს კოსმოსი წყვეტს და სწორეც არის. დროს უფალი განაგებს და მეტი არავინ.
მე მიხარია წინასწარმეტყველება გაბრწყინებულ საქართველოზე, ქართველებზე, რაც ასრულდება ასი პროცენტით და დრო არ მაინტერესებს. მთავარია, რომ გადავრჩებით, მთავარია, რომ ქართველები ვიყავით და კვლავაც ვიქნებით!
მალე ნიღაბი კიდევ ბევრს აეხდება ქართულ პოლიტიკაში, ბოლომდე დაინახავთ, ვინ ვინ არის, ვინ არის მტერი მთავრობასა თუ ოპოზიციაში. არ შეიძლება, რომ ყველა ერთ ტაფაში მოათავსოთ. გაახილეთ თვალები, ხალხო, და უფალი სწორ არჩევანს დაგანახებთ.
ღმერთმა დალოცოს ერი ჩემი და ხალხი ჩემი. რწმენა და იმედი ნუ მოგიშალოთ უფალმა!
გულით ეცი პატივი უფალს და არა ბაგით და მოგეცემა მაშინ ყველა სიკეთე უფლისგან და თუ ისწავლი, როგორ გაარჩიო სად არს სიკეთე და სად არს ბოროტება, მაშინ ყველაფერს თავის ადგილზე დაგილაგებს კოსმოსი. მართალია, რაც ბედისწერით გაწერიათ, იმ ხიდს, ანუ სირთულეებს მაინც გადაივლით, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ასეთ შემთხვევაში, ენერგია დაგეხმარებათ. და დააფასეთ, დაინახეთ კოსმოსის ეს, ასე ვთქვათ, საჩუქარი - მისი დახმარება. და თუკი არ გსურთ სიმართლის დანახვა, მაშინ დეპრესიითა და უიმედობით, ერთი და იგივე შავი ფიქრებით იმაზე, რომ ცუდად ხართ, მართლა დაგამარცხებთ ბოროტება, რომელიც, მოგეხსენებათ, მთელ საქართველოში დააბიჯებს დღეს. მაგრამ ვხედავ, რომ კოსმოსი სწრაფად დაალაგებს ყველაფერს და გაწმენდს საქართველოს უწმიდურისგან. ამინ!
საქართველომ დიდი ინფორმაცია მიიღო წინასწარმეტყველებების სახით და ხალხმა, ვხედავ, რომ იტყვიან, ვერ გადახარშა ამხელა ინფორმაცია. მაგრამ ეს ყოველივე სიტყვა-სიტყვით სრულდება, ანუ ასრულდა და ასრულდება.
ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხს უჭირს და დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს, მაგრამ წინასწარმეტყველებასთან, უფლის სიტყვებთან დაკავშირებით ასეთი ფიქრის გავლებაც კი არ შეიძლება. ამას ყველა დაინახავს მომავალში ასი პროცენტით.
ჩვენ ვიყურებით უფრო შორს, ხედვები არ ჩერდება ერთ ადგილზე, გვანახებენ მომავალს და კოსმოსიდან მოდის ახალი და უფრო შორეული ხედვები. წინასწარმეტყველება - ეს ძალიან რთული, დიახ, კოსმოსში ყველაზე რთული ფენომენია, დედამიწაზე კი ყველგან გვაქვს პატივი, გარდა საკუთარი სახლისა და სამშობლოსი. ადამიანებს გიჭირთ მიიღოთ სიმართლე, რადგან ძალიან მწარეა იგი. ამიტომაც წავუმძღვარე ჩემს პირველ წიგნს სათაურად: „მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ“. ამას ვერც მეფე და ვერც მათხოვარი ვერ გაექცევით. როგორც ერთნაირად შიშვლები დაიბადეთ, წუთისოფლიდან გარდასახვაც, ანუ გარდაცვალებაც ერთნაირი გაქვთ ყველას. ამიტომ დაფიქრდით, ადამიანებო, ნუ გაბოროტდებით!
ფრთხილად! ვიბადებით იმიტომ, რომ მოვკვდეთ და ვკვდებით იმიტომ, რომ დავიბადოთ!
2008 წელი, 20 ნოემბერი
ვხედავ, მომავალში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები დაიძაბება. ერთი შეხედვით, თითქოს პატარა პოლიტიკური უთანხმოებაა, მაგრამ ვხედავ, ეს პატარა დაძაბულობები გადაიზრდება დიდ პოლიტიკურ სირთულეებსა და უთანხმოებებში. რუსეთის მცდელობა, თურქეთთან ითანამშრომლოს ისე, როგორც თავად აწყობს და გაატაროს იმგვარი პოლიტიკა, როგორიც თავად სურს, დამთავრდება მისი მარცხით. ეს იქნება დიდი პოლიტიკური დარტყმა თითქოს ფრთხილი, ნეიტრალური თურქეთის სახელმწიფოსგან. რუსეთი ღია, უხეშ, ძალიან ხისტ პოლიტიკას ატარებს. თითქოს ყურადღებას არც აქცევს იმ ფაქტს, რომ თურქეთი ნატოს წევრია. რუსეთი ვერასდროს მიიმხრობს თურქეთს! ეს ასეა ასი პროცენტით. უფრო მეტიც, თურქეთის არმია ნატოს ბრძანებებს ასრულებს და არა სხვისა. ვხედავ, რომ რუსეთმა (ვურჩევთ) ძალიან ფრთხილი პოლიტიკა უნდა გაატაროს თურქეთთან, მათ პროექტებს ასრულება არ აწერია.
თურქეთი სომხეთთან, ადრეც ვიწინასწარმეტყველე, არ შევა კონტაქტში; თურქეთს სომხეთი არც სჭირდება და არც ენდობა, რადგან ეს იგივე რუსეთია.
ვხედავ, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთ პოლიტიკას თამაშობენ, რასაც, რა თქმა უნდა, მათი საიდუმლო შეხვედრები და მერე ერთიანი გეგმის განხორციელება მოსდევს. ასე იყო და ასე იქნება.
შინაურ საქმეებში თურქეთს დიდი ცვლილებები ელის მომავალში, განსაკუთრებით, თურქულ სამხედრო შეიარაღებაში. ეს, რა თქმა უნდა, ნატოს პროექტებია. თუ თურქეთის სახელმწიფო სამხედრო ხაზით თავს იკავებდა, მომავალში ვხედავ, იგი თანახმაა ნატოს ახალ პროექტებზე და იწყება საზღვრებზე, ასე ვთქვათ, რეორგანიზაცია, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვისა და სამხედრო-საზღვაო ხაზით.
ვხედავ, მსოფლიოში დიდი გეოპოლიტიკური და ქვეყნების პოლიტიკური ცვლილებები აუცილებელია. განსაკუთრებით ჭკვიანური ნაბიჯების გადადგმაა მთავარი. თურქეთი ამაგრებს საკუთარ საზღვრებს. ვხედავ, დროებითი ზავიც იდება ამბოხებულ მცირე ერებთან, რომლებიც თურქეთის საზღვრებთან არიან განლაგებული, მაგრამ მომავალში თურქეთი მათ არაფერს დაუთმობს და საერთოდ ძალიან მნიშვნელოვან ტერიტორიულ საკითხსაც, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტს.
შავ ზღვაზე ამერიკულ გემებს ვხედავ. ეს ვითომ სწავლებებთანაა დაკავშირებული, სინამდვილეში კი ნატო - ამერიკა, უფრო იმყარებს, იფართოვებს არეალს შავ ზღვაზე. ეს რუსეთს ძალიან გააღიზიანებს, რაც თურქეთს სულაც არ ანაღვლებს. რუსეთი ომს ვერასდროს გაბედავს დიდ სახელმწიფოებთან, თუ არა პატარა ერებთან. არადა, სწორედ ეს პატარა ერები - ჩრდილოეთი კავკასია - დაასუსტებს რუსეთს.
თურქეთში ვხედავ ისევ დიდ მიწისძვრას. ამას ვერავინ შეაჩერებს. ვიმეორებ: იქნება დიდი მიწისძვრა. წინმსწრები მოვლენებით ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ხალხმა უნდა დატოვოს ეს დიდი ქალაქი, მაგრამ იფიქრებენ, ეს პატარა ბიძგები იყო და მეტი არაფერიო. აი აქ შეცდებიან!!! ასეა, ბედისწერას ვერ გაექცევი. თუმცა ვწინასწარმეტყველებ ამ მოვლენას, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყურს მიღმა გაუშვებენ. როცა ასრულდება, მაშინ გაოგნდებიან, მაგრამ, რა? უამრავი ადამიანი იღუპება, ვხედავ. ძალიან მეცოდებიან, მაგრამ მათ ვერავინ უშველით. ამ გაფრთხილებასაც ვერ გამოიყენებენ.
2008 წელი, 21 ნოემბერი
ვხედავ, ყაზახეთისა და რუსეთის ურთიერთობები თითქოს ძალიან დამთბარია. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს. ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი ძველი, ჭკვიანი კომუნისტია. ის რუსეთის კაცია - ასე ჩანს და ასეც არის. ევროპა შორსაა, რუსეთი კი საზღვარზეა. ბევრი რამ საერთო აქვთ, ეკონომიკურადაც გადაბმულები არიან, რუსეთის პრეზიდენტებიც დიდ ყურადღებას უთმობენ, რათა სხვა ქვეყნებივით ყაზახეთმაც არ შეაქციოს ზურგი რუსეთს.
ნავთობი... ყაზახეთ-რუსეთის პროექტი... მილებმა უნდა გაიაროს რუსეთზე... მაგრამ, ვხედავ, რომ მომავალში ენერგორესურსების მილების საქართველოზე გაყვანა ყველაზე მოგებიანია.
რუსეთის მიერ ენერგორესურსების მიწოდებას ევროპისთვის თვითონ ევროპა ეჭვის თვალით უყურებს, რადგან რუსეთს აღარ ენდობა და არც აზრის შეცვლა სურს. აქ ევროპას, ვხედავ, სერიოზული წინადადება აქვს ყაზახეთის პრეზიდენტთან, რომელიც ევროპის მიმართულებით მაინცდამაინც დაინტერესებული არ არის. ვხედავ, ევროპული დემოკრატია ძველ პრეზიდენტს არ მოსწონს, მაგრამ გრძნობს იმასაც, რომ „ესენგეს“ დიდი დღე არ უწერია, რომ „ესენგეც“ დაიშლება, როგორც რუსეთი. დიახ, რუსეთი აუცილებლად დაიშლება! ასე რომ, ნაზარბაევს დიდი თამაში მოუწევს.
მაგრამ ყაზახეთში, ვხედავ, მოულოდნელად იცვლება მთავრობა, რომელიც უფრო ევროპისკენ იყურება და ფიქრობს, რომ დროა, აღარ ეშინოდეთ რუსეთისა. ყაზახეთს რუსეთთან, ეკონომიკაა ეს თუ სხვა რამ, აკავშირებს შიშის ფაქტორი. მაგალითები კი იმისა, რაც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს გაუკეთეს, იცოცხლეთ, უამრავი აქვთ. ეს კარგად იცის ძველმა კომუნისტმა ნაზარბაევმა და ფრთხილობს, არ გააღიზიანოს რუსული დათვი. თუმცა ისიც ისევე აზროვნებს, როგორც რუსები. მოკლედ, ახალი მთავრობა დიდ სიურპრიზებს მოუწყობს რუსეთს.
მინდა აღვნიშნო: ევროპა მაშინ დათანხმდება მიიღოს რუსულ-ყაზახური გაზი, ანუ ენერგორესურსები, თუ მათ პარალელურად ექნებათ მყარი ალტერნატივა. ეს კი კავკასიაზე, ანუ საქართველოზე გამავალი მილებია. ეს არის ევროპისთვის უტყუარი, სანდო ალტერნატივა. ვხედავ, რომ ეს ასეც მოხდება. ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო - აი ის რეალური გზა, საიდანაც ევროპა მიიღებს ენერგორესურსებს.
დიდ ბრძოლებს მართავს რუსეთი, მაგრამ არაფერი გამოუვა. აქ ამერიკაა ჩართული, ვხედავ, და ამ შანსს ისინი ხელიდან არ გაუშვებენ.
ვხედავ, აზიის ყველა ენერგორესურსი გაივლის კავკასიაზე მხოლოდ საქართველოს აბრეშუმის გზით!
ეს ჯერ კიდევ 1990-1992 წლებში ვიწინასწარმეტყველე. ვხედავ, რა თქმა უნდა, ირანი ყველაზე მეტად იაქტიურებს, რომ ევროპაზე მხოლოდ საქართველოზე გავლით გავიდნენ, ვინაიდან ეს ყველაზე მოკლე და მოგებიანი გზაა ირანისთვის.
ვხედავ, რუსეთი ნელ-ნელა კარგავს ძალას აზიაშიც. მეტი ნაწილი დღეს უკვე დაკარგულიც აქვს.
ყაზახეთის ახალი მთავრობა აბსოლუტურად შეცვლის (ასე იტყვიან) ქვეყნის ძველ სტილს, რომელიც ისევ კომუნისტურად იმართებოდა და ბევრი რამ ქვეყნის სასიკეთოდ არ კეთდებოდა (ისინი ასე მიიჩნევენ). და ვხედავ, ერთ დროს რუსეთის დიდი მეგობარი ყაზახეთი რუსეთს აუცილებლად დაუპირისპირდება - იქნება ეს ეკონომიკური საკითხები თუ საზღვრებისა.
დაიმახსოვრეთ: საზღვრები დიდ, საკამათო დიალოგებს გამოიწვევს. თითქმის ომამდე მიდიან. რუსეთი ხომ გაწაფულია ომებში, უბრალოდ, ბოლო დროს აგებენ. ეს ასრულდება ასი პროცენტით.
2008 წელი, 22 ნოემბერი
ვხედავ, მომავალში პუტინი წააგებს. დღე და ღამე სხვების განსჯასა და დადანაშაულებაშია და ბოლოს, ვხედავ, თვითონ განისჯება. ვისაც ჩააცვა, ზუსტად ის გახდის. ბრალდებები მის წინააღმდეგ უამრავია: მან რუსეთი დაასუსტა, მილიარდები თვითონ მთავრობამ მიითვისაო... მართალიცაა. ენერგორესურსებიდან შემოსავალი სად მიდის? ჯარი მათხოვრულ ზღვარზეა. რუსეთს რომ ჯარი არ ჰყავს, ეს კარგად გამოჩნდა. მახნოს ბანდას ჰგავდნენ ჩაცმულობით და არა მარტო ჩაცმულობით. ეს ხედვა ყოველთვის მქონდა რუსულ ჯარზე, მუდამ ვწინასწარმეტყველებდი წარსულში და ვწერდი. როგორც ყველა სხვა წინასწარმეტყველება, რუსულ ჯარზე დანახულიც ასრულდა. ახლა მსოფლიომ იცის, თუ როგორი ჯარი და შეაიარაღება აქვს „დიდ რუსეთს“.
წარსულში ვიწინასწარმეტყველე, რომ გენერლები, ანუ სამხედროები დაუპირისპირდებიან-მეთქი კრემლს, მთავრობას. ასეც მოხდება. გენერლების უკმაყოფილება უკვე გაჟღერდა რამდენიმე დღის წინ რუსული ტელევიზიით. ასე რომ, რუსეთს უსრულდება სამხედროების დაპირისპირება. ამაზე ერთი ამბავი ატყდება და აქ სრულად გამოჩნდება, თუ სინამდვილეში, რა ხდება შიგ რუსეთში.
მთავრობა და რუსი პარლამენტარები ვადების გაზრდით სკამებს არიან ჩაბღაუჭებულები, რათა უზარმაზარი ქონება - დატაცებული ქონება - შეინარჩუნონ რუსეთის სიძლიერის ლოზუნგს ამოფარებულებმა. მაგრამ ვხედავ, რუსეთი ამჟამინდელ ექს-პრეზიდენტს გაასამართლებს. „რა გააკეთა მან რუსეთისთვის, გარდა იმისა, რომ მთელი მსოფლიო გადაკიდა მას? ჯარი დაშლილი და მოუვლელია, აღმოსავლეთის მხარეს მიწები ჩინეთს მისცეს. რატომ ცხოვრობს მხოლოდ მოსკოვი დიდ ფუფუნებაში?“ - კითხვას სვამენ რუსები. - „დანარჩენი რუსეთი? ხალხი?“
ძალიან ბევრი სიბინძურე ამოტივტივდება. ვხედავ, რუსეთს ყელზე დაადგება ჩემი საქართველო. დაადგა კიდეც. ვერც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ეღირსება და ვერც კავკასიას - ყველაფერს კარგავს!
ჩრდილოეთ კავკასია იწვის, ომია! ეს ჯერ კიდევ 1987 წელს ვიწინასწარმეტყველე, 1992-1993 წლებში კი გაზეთებშიც დავაფიქსირე. დღეს რუსეთი სირაქლემას ჰგავს, თავს რომ მალავს და ტანი კი უჩანს. ჩრდილოეთში ომს რუსეთი ვერ ჩააქრობს.
რუსეთი უკრაინასთან დღეს მხოლოდ პოლიტიკურ ომს აწარმოებს, ცივი ომისა თვითონ ეშინია. თუმცა ამბიციამ შეიძლება ომი დააწყებინოს, მაგრამ რუსეთი, ვხედავ, ომს უკრაინასთან წააგებს - დიახ, ყველანაირ ომს. რუსეთი თუ არ გამოფხიზლდა, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. იგი ნელ-ნელა კარგავს ძალას და გავლენას მსოფლიოში, თუმცა ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი დაკარგული აქვს უკვე. რუსეთი შიგნიდან ნელ-ნელა იშლება და ამას ვხედავ, ამერიკა გააკეთებს.
ვხედავ, რუსეთში იქნება დიდი შიმშილი, დიდი ეკონომიკური კრიზისი, დიდი ინფლაცია, იხურება დიდი ბანკები. რაც დღეს ხდება, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ვხედავ მომავალში და ვწინასწარმეტყველებ. ეს ძალზე სერიოზულია. სურვილს, ერთმორწმუნე პატარა საქართველოს ისე განადგურებისა, რაც არც ურჯულოებსა და არც სხვა დიდ ერებს არ გაუკეთებიათ, კოსმოსი „დიდ რუსეთს“ არ აპატიებს. ეს რუსეთმა ვერ გაიგო. აი, როცა დაიშლება, მაშინ გაიგებს, რას ნიშნავს დაკარგო კუთვნილი მიწები! ხალხის განადგურებაზე აღარ ვლაპარაკობ.
ჩვენ ვხედავ და ვწინასწარმეტყველებთ და არავის მიმართ არასდროს გამოვხატავთ რაიმე სიმპათიას. გიგეთ, რომ ეს კოსმიური ინფორმაციაა! ეს წინასწარმეტყველებაა! ფრთხილად!!! ფრთხილად!!! ფრთხილად!!!
ვხედავ მომავალში ოსეთის რესპუბლიკაში დიდ ტერაქტს, რასაც მოჰყვება სერიალები ტერაქტებისა. ოსეთის დედაქალაქი ტერაქტების სერიალების ცენტრად გადაიქცევა. ეს ტერიტორიებს ეხება. ჩრდილოელ მეზობლებს ოსებმა გენოციდიც მოუწყეს და ტერიტორიებიც წაართვეს. ასე რომ, ვხედავ, რუსეთი ვეღარ მიეხმარება ოსებს. ეს ყოველივე მოხდება მოულოდნელად. ჯერ კიდევ 1987 წელს ვხედავდი ჩრდილოეთ კავკასიაში ომებს. დღეს ბრძოლები დაიწყო, რომელიც დიდ ომში გადაიზრდება ასი პროცენტით.
ევროპას კი ომისა ეშინია რუსეთთან, ცივი ომისა და მეტი არაფერი. მაგრამ იმ ცვლილებებს, რომლებიც დედამიწაზე ხდება, ევროპა არ უნდა ჩამორჩეს. ისინი სუფთა ხელებით ვერ გამოძვრებიან, ვხედავ და ევროპა სანქციებს - მკაცრ სანქციებს რუსეთის მიმართ მაინც გაატარებს.
ევროპას რა შიშიცა აქვს, კარგად იცის რუსეთმა და მათ თავხედობას საზღვარი არ ექნება. ამას დიდი სიამოვნებით ვადევნებთ თვალ-ყურს. ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი ევროპის სხვა ქვეყნები კარგად იცნობენ რუსებს და ამიტომ დასავლეთს წინ აღუდგებიან რუსეთთან ვითომ დადებითი ურთიერთობების დარეგულირებაში. რატომ? რუსეთი სანდო პარტნიორი არ არის! ეს ასეა ასი პროცენტით.
ევროპის ეს პატარა სისუსტე რუსებს ძალიან მოატყუებს და საქართველოზე ისევ იერიშს დააპირებენ. იწყებენ ახალ ომს, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი უკუღმა შეუბრუნდებათ და დასავლეთი უკან აღარ დაიხევს. აქ ამერიკაც ჩართულია!!!
2008 წელი, 26 ნოემბერი
რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური ომი, ვხედავ, გრძელდება და კულმინაციას აღწევს. ამერიკელები ძალიან მკაცრი პოლიტიკის გატარებას იწყებენ, ვხედავ. ისინი ასევე შეუტევენ შეშინებულ დასავლეთს. ამერიკის მთავრობა უკან არ დაიხევს. კარიბის ზღვაში ვხედავ დიდ აფეთქებებს. რუსულ გემს ვხედავ, რომელიც ჩაიძირება. ძალიან ჰგავს იმ წყალქვეშა გემს, რომელიც თითქოს რომელიღაც მეზღვაურის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ჩაიძირა. რა დამთხვევა?! ამერიკელები ზუსტად ურტყამენ რუსულ გემებს და ძირავენ, ვხედავ. ასე რომ, ორი მონსტრი ერთმანეთს უპირისპირდება. აქ, ვხედავ, რუსეთი წააგებს ასი პროცენტით, ასე აწერია ბედიწერაზე „დიდ რუსეთს“.
რუსეთის დიდი ცოდვა - ეს საქართველოა. მოინდომეს ქრისტიანული, პატარა სახელმწიფოს დაშლა და ვხედავ, თვითონ დაიშლებიან. ეს არის მათი წყევლა კოსმოსიდან, უფლისგან!
ვხედავ, თუ რუსეთმა არ შეწყვიტა აგრესია საქართველოს მიმართ, იგი ნელ-ნელა დაკარგავს ყველაფერს. ეს ხუმრობა არაა. რუსეთი სულ ბრძოლებში იქნება. თვითონვე მიხვდებიან, რომ საქართველოსთან შეხების გამო ჯადოსნური წრე შეკრა კოსმოსმა რუსეთის ირგვლივ. ყველგან ჩავარდნები, გაუმართლებლობები... მოკლედ, ისე დაითარსებიან, რომ მიხვდებიან, საქართველოს უნდა მოშორდნენ. სხვა გზას რუსებს კოსმოსი არ დაუტოვებს. ეს რეალობაა და ამაზე თვითონ რუსები ახმაურდებიან. ის უარყოფითი, დიდი ენერგიები, რომლებიც საქართველოდან მოდის, რუსეთს ანადგურებს. ეს ასეა ასი პროცენტით.
ამას გარდა, საქართველო აფხაზეთში ომს მოიგებს! ესეც კოსმოსიდან მოდის.
ვხედავ ასჯერ დანახულს: უფალი ისეთ ჭირს მოუვლენს რუსეთს, რომ საქართველოსთვის აღარ ეცლებათ!
ვხედავ, ირანი ამ დაპირისპირებებით გახარებული არ არის. რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური ომი მათ, ვხედავ, არაფერს აძლევს. პირიქით, რუსეთის სისუსტე სხვა მუსლიმერ სახელმწიფოებს აზრს შუცვლის ამერიკასთან მიმართებაში რუსეთის საწინაღმდეგოდ და მოვლენები სხვაგვარად წარიმართება. რუსეთი, ვხედავ, იარაღს აჩხრიალებს, მაგრამ იარაღი არ აქვს. დღეს ომი რუსეთისათვის წამგებიანია, ასევე მომავალშიც.
ვიმეორებ: საბჭოთა კავშირის ხალხების ხარჯზე იყო რუსი უძლეველი. დღეს იგი მარტოა და რაც მთავრია, არც სტლინი - ქართველი ჯუღაშვილი - ჰყავთ. ამიტომ იღვწიან რუსეთის პრეზიდენტები, შექმნან საბჭოთა კავშირი. მაგრამ ეს შეუძლებელია. ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას თვალი დასავლეთისკენ უჭირავს, ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრობს, რუსეთთან ურთიერთობა არავის სურს. ვხედავ, რუსეთი მარტო დგას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კრემლი მუშაობს აზიაშიც, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც - მომხრეებს ეძებენ, განსაკუთრებით ისეთებს, ვინც ამერიკას უპირისპირდება. ეს ძველი პოლიტიკური ნაბიჯებია. რეზულტატი კი ის იქნება, რაც ვიწინასწარმეტყველეთ.
ყველაფერი ასრულდება. განსაკუთრებით, ჩემს საყვარელ სამშობლოზე, საქართველოზე ასრულებებს ვუცდი მშვიდად და ვიცი, რომ ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით.
დიდი სირთულეებია, ომებია - პატარ-პატარა ომები (ასე დავარქვი), რაც, ფაქტობრივად, დღესაც ხორციელდება. ამას და ბევრ რამესაც - ომიანად, საქართველო მაინც მოიგებს. ყველაფერს გადავიტანთ და გადავრჩებით.
მესამე მსოფლიო ომი, რომელიც საქართველოს გვერდს აუვლის, აი ეს არის საშინელება! დიდი ომი!
უკრაინასაც არ აცდება რუსეთთან სერიოზული შეჯახება. რუსეთი აქაც წააგებს. შავ ზღვაზე რუსეთი ვერ იმეფებს. ხისტი პოლიტიკა დაღუპავს რუსეთს და დღეს ამერიკის ახალი პრეზიდენტის იმედი ტყუილად აქვს მას. იგი, ვიმეორებ, ბუშზე მკაცრია და განსაკუთრებით, რუსეთის მიმართ. ტელევიზიითაც მოვისმენთ, თუ როგორ ლანძღავენ რუსული საინფორმაციო სამსახურები ამერიკის ახალ პრეზიდენტს.
იწყება ნამდვილი საინფორმაციო-პოლიტიკური ომები. საქართველო და უკრაინა მოულოდნელად ნატოში ამოყოფენ თავს და რუსეთი ვერაფერსაც ვერ მოიმოქმედებს. ასეა, ძალისმიერ მეთოდებს ჯერ სიკეთე არავისთვის მოუტანია - არც კაცისთვის და არც სახელმწიფოებისთვის. რუსეთი ყოველთვის ომების მომხრეა, ცდილობს დაგიმონოს, წაგართვას მიწებიც და მშობლიური ენაც, დაგიპყროს და გათქმევინოს, რომ იგი შენი ძმაა.
მოკლედ, ვხედავ, რუსეთი ბოლომდე იშლება. ასეთი ინფორმაცია მოდის რუსეთზე კოსმოსიდან. რომც მოინდომოთ, ვერაფერს შეცვლით. კიდევ ვიმეორებთ: ეს წინასწარმეტყველებაა და ისე ასრულდება, როგორც ვხედავთ! ჩვენი ხედვები აბსოლუტურად ზუსტია და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს.
ოცი წლის წინ დამანახეს, თუ რა ენერგიები იცავს კოსმოსიდან საქართველოს და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ვერანაირი დიდი ძალა ვერ მოერევა. აიღეთ გაზეთი, სადაც დავხატეთ ამ დაცვითი ენერგიების განლაგება საქართველოს ირგვლივ და გაიხსენეთ: „თბილისს იცავს ანგელოზი ცეცხლოვანი შოლტით. ეს ღვთის ენერგიაა და ვაი მას, ვინც მიეკარება!“ ეს ხუმრობა არ არის, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. დაკრავს ჟამი და ყოველივე გაცხადდება!
და მაინც, აფხაზეთს, სამაჩაბლოს ვიბრუნებთ ომით, მაგრამ დავარქმევთ მშვიდობას! ვიმეორებ ასჯერ დანახულს და ყოველთვის გავიმეორებ, რომ რუსეთი საქართველოსთან წააგებს ასი პროცენტით. ამინ!
(გაგრძელება იქნება)image

0
876
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
876