x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135718
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510090
ქცევითი აშლილობა
ბავშვობის ასაკის დარღვევებიდან ქცევითი აშლილობა ყველაზე "ძვირადღირებული" პათოლოგიაა.

1. იმიტომ, რომ ნაკლებად ემორჩილება მკურნალობას;

2. ქცევის პრობლემების მქონე ბავშვთა 60%-ს ცუდი პროგნოზი აქვს;

3. ქცევითი აშლილობა გადაეცემა თაობიდან თაობას. მას ვისაც ქცევითი აშლილობა აქვს, მის მიერ აღზრდილ ბავშვსაც დიდი ალბათობით ექნება ქცევითი აშლილობა.



*ქცევითი აშლილობა ფსიქიატრიული ტერმინია ბავშვებისა და მოზარდების ისეთი ანტისოციალური ქმედებების აღსანიშნავად, რომლებიც ზიანს აყენებს სხვა ადამიანს და აქვს ქრონიკული ხასიათი.

ქცევის პრობლემების მრავალფეროვნებას შემდეგი პარამეტრები განაპირობებს:

1. სიმძიმე;

2. ქრონიკულობა;

3. მუდმივობა;

4. პრობლემის დაწყენის ასაკი;

5. სიცრუის ხარისხი;

6. ჰიპერაქტივობა;

7. სწავლის სპეციფიკური სიძნელეები;

8. ოჯახის დეზორგანიზაციის ხარისხი.

პოპულაციაში ქცევითი აშლილობა 4-14%-მდე გვხვდება, მისი სიხშირე იმ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული, რის მიხედვითაც ხდება მისი განსაზღვრა. ქცევითი აშლილობა ემოციურ აშლილობასთან შედარებით ორჯერ უფრო ხშირია და ბიჭებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებში. ქცევითი აშლილობა კომორბიდშია ემოციურ აშლილობასთან, ყურადღების დეფიციტთან და ჰიპერაქტივობის სინდრომთან.

ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებისთვის დამახასიათებელია:

1. ხშირად წყობიდან გამოსვლა;

2. უფროსებთან შეპასუხება;

3. თავს გამიზნულად აბეზრებს სხვებს;

4. ხშირად სწყინს და ღიზიანდება;

5. სხვებს აბრალებს თავის შეცდომებს.

ქცევითი აშლილობა ხასიათდება ასოციალური, აგრესიული და დაუმორჩილებელი ქცევის განმეორებადი და მდგრადი პატერნით.

ასეთი ქცევები იწვევს ასაკისთვის შესაფერისი სოციალური მოლოდინების დარღვევას და უფრო მავნეა, ვიდრე ბავშვური მავნებლობა ან საყმაწვილო ამბოხი.

ქცევის სახეები, რომელთა საფუძველზე დიაგნოზი ისმება, შემდეგს მოიცავს:

სხვების შეურაცხყოფის და ჩხუბის მაღალი ხარისხი, სისასტიკე ადამიანებისა და ცხოველების მიმართ. სკოლის გაცდენები, სახლიდან გაქცევა, დაუმორჩილებლობა და ურჩობა. თუ ეს კატეგორიები მნიშვნელოვნადაა გამოხატული, ხდება დიაგნოზის დასმა. დიაგნოზი მაშინ ისმება, თუ დარღვეული ქცევის გამოვლინების ხანგრძლივობა 6 თვეზე მეტია.

რა არის ქცევითი აშლილობების მიზეზი?

ქცევით აშლილობებს განსხვავებული თეორიებით, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციებით ხსნიან. და გვთავაზობენ მკურნალობის განსხვავებულ პრინციპებს.

ბიოლოგიური თეორია: აგრესიის მიმართ პრედისპოზიცია მემკვიდრეობითი ხასიათისაა. კონსტიტუციური ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქცევითი აშლილობის არმოცენებაში. მონოზიგოტურ ტყუპებში ქცევის დარღვევის თანხვედრის სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე დიზიგოტურში.

ფსიქოდინამიკური თეორია: ანტისოციალური ქცევის პროვოცირებას ახდენენ აბუჩად ამგდები, უგულებელმყოფელი ან ყოვლადშემწყნარებელი მშობლები.

კოგნიტური თეორია: აგრესია დაისწავლება მიბაძვის პროცესში, ანტისოციალურ ქცევას სწავლობენ მშობლებთან ურთიერთობის პროცესში.

ქცევითი აშლილობის აღმოცენების რისკ-ფაქტორებია:

–რთული ტემპერამენტი;

–სიღარიბე;

–მშობლების უთახმოება;

– არათანმიმდევრული აღზრდის სტილი.

რაც შეეხება მკურნალობას, ქცევითი აშლილობის მკურნალობისთვის ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება შემდეგი ინტერვენციები:

1. კოგნიტური პრობლემის გადაჭრის ჩვევების ტრენინგი- იმპულსურობისა და ნეგატიური ატრიბუციების დაძლევა;

2. მშობლებისთვის მართვის ტრენინგი- აღზრდის თანმიმდევრულობა, შვილებზე ძალადობის შემცირება;

3. ფუნქციონალური ოჯახის თერაპია- სისტემური მიდგომა ოჯახის კომუნიკაციისა და მხარდამჭერი ფუნქციების გაუმჯობესების მიზნით;

4. მულტისისტემური თერაპია- ოჯახზე ცენტრირებული მკურნალობა.


image



0
107
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევანი რჩეულიშვილი
ქეთევანი რჩეულიშვილი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0