საზოგადოება საინტერესო ფაქტები საქართველოზე, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 2020, 23 თებერვალი, 17:59
* ზაქარია ფალიაშვილი კათოლიკე გახლდათ.
* თბილისი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმანები ერთ მეჩეთში ლოცულობენ.
* ქართველი მხატვარი ლადო გუდიაშვილი ადამიანებს უყუროდ ხატავდა.
* მსოფლიოში არსებული 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 საქართველოში ხარობს.
* თამარ მეფემ და დავით სოსლანმა ქორწილი დიდუბის სასახლეში გადაიხადეს.
* საქართველოში ტკბილეულით მოვაჭრეს ბაყალს ეძახდნენ.
* საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ აფხაზეთის საკათალიკოსო 1814 წლამდე ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას.
* ძველად საქართველოში ვალის დაბრუნების გარანტიად ულვაშის ღერს ტოვებდნენ. ვალის დაუბრუნებლობა სახელის (ულვაშის) შერცხვენას ნიშნავდა.
* საბჭოთა მაღალჩინოსნის, სერგო ორჯონიკიძის დედა მის მშობიარობას გადაჰყვა, ხოლო მამა წყლის რიგში მოკლეს.
* პირველი ავტომობილი თბილისშო 1908 წელს გამოჩნდა.
* ისტორიულად საინგილოს ჰერეთი ერქვა. მისი მოსახლეობა ლეკებმა გაამაჰმადიანეს, “იანგალი” ახალმოქცეულს ნიშნავს და აქედან წარმოიშვა სახელწოდება “საინგილო”.
* მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის მინანქრის ხატია ხახულის ღვთსმშობელი.
* უძველესი ქართული წარწერა, რომელიც 1950 წელს ვირჯილიო კორბომ აღმოაჩინა, პალესტინაში იყო.
* პირველი საბავშვო რკინიგზა მსოფლიოში გაყვანილ იქნა თბილისში, მუშთაიდის ბაღში 1935 წელს.
* სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით თინეიჯერს ჰქვია – ნინველი.
* ინგლისი იყო ქვეყანა, სადაც პირველად თარგმნეს “ვეფხისტყაოსანი”.
* ქრისტეს და ღვთისმშობლის კვართი საქართველოშია. ქრისტეს კვართი მცხეთაში, ხოლო ღვთისმშობლის კვართი – ზუგდიდში. 2522 5-ს მოსწონს
|