კინო «ცისფერი ლაგუნა» 40 წლის არის. როგორ აეწყო მისი მთავარი გმირის ცხოვრება და კარიერა ფილმის გამოსვლის შემდეგ 2020, 18 თებერვალი, 10:06 ვინც «ცისფერი ლაგუნის» პრემიერაზე იყო, მისთვის, ალბათ, ძნელი დასაჯერებელია, რომ მას შემდეგ, უკვე 40 წელი გავიდა... გემის კატასტროფას გადარჩენილი ადამიანების ისტორია, რომელიც ფილმშია მოთხრობილი, მაყურებელს ძალიან მოეწონა. ხოლო, მთავარი გმირის – ემელინის როლის შემსრულებელი ბრუკ შილდსი, რომელიც ფილმის გადაღების მომენტისთვის, მხოლოდ 14 წლის იყო, მთელმა მსოფლიომ გაიცნო. სარეკლამო რგოლებში, ფოტოსესიებში და ბოლოს, ბრუკის ფილმში მონაწილეობა, მისი დედის წყალობით მოხდა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, რომ საკუთარი შვილი ვარსკვლავად ექცია. «ცისფერი ლაგუნის» წარმოუდგენელი წარმატების შემდეგ, გოგონა პოპულარული ვარსკვლავი გახდა და დედამისის ოცნება ახდა... 80-იან წლებში, მის გარეშე, არცერთი პრესტიჟული ღონისძიება არ გამართულა. გარდა ამისა, იმ წლებში, ბრუკი ჟურნალ Vogue–ის ყდაზე რამდენჯერმე გამოჩნდა, რაც ერთგვარი რეკორდი იყო, – ის ყველაზე ახალგაზრდა მოდელი გახდა, მათ შორის, ვინც ამის გაკეთება შეძლო. 1996 წელს ის ცნობილ ტენისისტს ანდრე აგასი გაჰყვა ცოლად. თავიდან, მის პირად ცხოვრებაში, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. თუმცა, დროთა განმავლობაში, ანდრეს ეჭვიანობის გამო, მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და 3 წლის შემდეგ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
შვილების დაბადებიდან, გარკვეული პერიოდიშ შემდეგ, ბრუკს რთული პერიოდი დაეწყო. მოგვიანენით, მან დაწერა წიგნი – «როცა წვიმა დაიწყო», რომელშიც რჩევებს იძლევა, თუ როგორ არ უნდა მოხვდეს ქალი, მშობიარობის შემდგომ გამოწვეული დეპრესიის ხაფანგში. თავად მსახიობმა კი, ყველა სირთულე გადალახა და დღეს ის წარმატებული ადამიანია, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში. მან, 1974 წლიდან – დღემდე, 70-ზე მეტ ფილმში ითამაშა. 1700 4-ს მოსწონს
|