სხვა რომელ ვარდს ისურვებდი? 2012, 7 აგვისტო, 0:03 საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობაში ჩამოყალიბდა გრძნობების გამოხატვის უსიტყვო მეთოდები. ამ მხრივ, ვფიქრობ, პირველ ადგილზე მაინც სიყვარულთან დაკავშირებული ერთგვარი მინიშნებებია, რაც ძირითადად ყვავილების ჩუქებით გამოიხატება. ამჯერად ვისაუბროთ ვარდების ჩუქების, მათი ფერების, რაოდენობებისა და მნიშვნელობების შესახებ. თეთრი ვარდები სისპეტაკისა და გულწრფელობის სიმბოლოა. ამით ბიჭი გამოხატავს, რომ მისთვის მისი სატრფო ზეციურია, რომ მოხიბლულია მისი სინაზით . თეთრი ვარდი სუფთა გრძნობის სიმბოლოა. წითელი ვარდები - რა თქმა უნდა, სიყვარულს ნიშნავს. ეს თბილი გრძნობებისა და მგზნებარე სიყვარულის სიმბოლოა. ვარდისფერი ვარდები - ელეგანტურობისა და შარმის სიმბოლოა. ის მადლიერებასაც გამოხატავს და - სიმპათიასაც. ვარდისფერი ვარდი ტკბილი და ნაზი გრძნობის გამოხატულებაა. ყვითელი ვარდები - ამით მამაკაცი მიანიშნებს, რომ სურს იზრუნოს სატრფოზე. ზოგადად, ყვითელი ვარდი ენერგიას ნიშნავს. ყველაზე ხშირად ამ ფერის ვარდებს მისალოცად იყენებენ. ხშირ შემთხვევაში შეყვარებული მამაკაცი სატრფოს ყვითელ ვარდებს ბოდიშის მოხდისა და შერიგების ნიშნად ჩუქნის. ნარინჯისფერი ვარდები : ენთუზიაზმის, საუკეთესო სურვილებისა და გრძნობების განახლების სიმბოლოა. ეს ფერი სიამაყესაც ნიშნავს. მწვანე ვარდებს ხალისიან, სიცოცხლისმოყვარე ადამიანებს ჩუქნიან . ფსიქოლოგების აზრით, ამ ფერის ვარდი სტაბილურობის გამოხატულებაა. ხოლო სიყვარულის ენაზე - ეჭვიანობას გამოხატავს. შავი ვარდები ძლიერ ძალასთან ასოცირდება . ისტორიულად ამ ფერის ვარდს სხვადასხვა დატვირთვა აქვს - ჯერ მას სიკვდილთან ასოცირებდნენ, შემდეგ კი - ის სიცოცხლის თავიდან დაწყებასაც ნიშნავდა. ცისფერი (ლურჯი ) ვარდები იდუმალებას უკავშირდება. ბუნებაში ცისფერი ვარდი არ არსებობს, ამიტომ მეცნიერებმა ის ხელოვნურად გამოიყვანეს. სიყვარულის ენაზე იგი აღფრთოვანებას, პირველ სიყვარულს ნიშნავს, რომელსაც ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ვერ ივიწყებს . თეთრი და წითელი ვარდებისაგან გაკეთებული თაიგული ერთიანობის სურვილის სიმბოლოა. როდესაც მამაკაცი სხვადასხვა ფერის ვარდს ჩუქნის ქალს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უყვარს და საპასუხო სიყვარულსაც ელის. რაც შეეხება რაოდენობას : ერთი ვარდი მორიდებულობისა და მოკძრალების სიმბოლოა, ხოლო ერთი ცალი წითელი ფერის ვარდი - სიყვარულის ახსნას ნიშნავს. 325 6-ს მოსწონს
|