x
image
დავითი ჩუთლაშვილი
“ტესლას” ახალი აკუმულატორი ავტომანქანას 1,6 მილიონ კილომეტრზე ჰყოფნის
აკუმულატორი


მეცნიერებმა შეძლეს და ლითიუმის აკუმულატორების სიცოცხლისუნარიანობა კიდევ უფრო გაახანგრძლივეს. კომპანია “ტესლასთან” თანამშრომლობით მათ მოახერხეს და მალე აკუმულატორები კიდევ უფრო მსუბუქები, იაფები და ხანგრძლივად მოსხმარები გახდება.


ექსპერტების შეფასებით, ახალი ტექნოლოგია გადატრიალებას გამოიწვევს ელექტრომობილების წარმოებასა და ექსპლუატაციაში.


სულ ცოტა ხნის წინ მეცნიერთა გუნდმა გაასაჯაროვა ახალი ბატარეების გამოცდა, რომელიც ავტომობილის გარბენს 1, 6 მილიონ კილომეტრზე უზრუნველოფს. მოწყობილობა ლითიუმ-იონურ ბატარეას წარმოადგენს, მონოკრისტალური კათოდით და კიდევ უფრო დახვეწილი ელექტროლიტით.



ახალი ბატარეები ძლებს ორ-სამჯერ მეტხანს ვიდრე “ტესლას” ამჟამად არსებული ბატარეები. 40 ° ცელსიუსის უკიდურეს ტემპერატურაზე ტესტირების დროსაც კი, ბატარეის უჯრედებმა გაუძლო 4000 დატენვა-განტვირთვის ციკლს. ხოლო გაგრილების სისტემამ ამ რიცხვს კიდევ 6000 ციკლი დაუმატა, რაც დაახლ. 1, 6 მილიონ კილომეტრს შეესატყვისება.


აღნიშნული მიღწევა მნიშვნელოვანია “ტესლას” სხვა ბიზნესისთვისაც, რომელიც ენერგიის შენახვის სისტემების ტექნოლოგიას მოიცავს. მათში ასეთი ბატარეა მინიმუმ ორი ათწლეულის განმავლობაში იმუშავებს.


მკვლევარების აზრით, აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება რობოტების, ელექტრული სატვირთო მანქანების და ავტობუსების დამზადების პროცესში, რადგან ახალი ბატარეები არა მხოლოდ უფრო გამძლეა, არამედ იაფი და მსუბუქიცაა.


აკუმულატორი 2


ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ “ტესლა” თავად იწყებს საკუთარი ბატარეების წარმოებას. ეს საშუალებას მისცემს კომპანიას, არ იყოს დამოკიდებული მიმწოდებლებზე და გაზარდოს წარმოების მოცულობა.


“ტესლა” ცნობილია გარემოს დაცვაზე ზრუნვით. ცოტა ხნის წინ მისმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია გაასაჯაროებს და საყოველთაოდ ხელმისაწვდომს გახდის საკუთარი ელექტრული მოწყობილობების პატენტებს, რათა მსოფლიოში მასიურად გამოვიდეს ახალი თაობის, ძალიან ეფექტური ელექტრომობილები, რითაც შესაძლებელი გახდება გლობალური დათბობის პროცესის და მოსალოდნელი კლიმატური კატასტროფის შეჩერება.

2
643
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
643
  
2020, 13 თებერვალი, 9:49
მასკისნაირი ხალხი განაპირობებდა და განაპირობებს დედამიწაზე პროგრესს.
2020, 13 თებერვალი, 2:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2