ტექნოლოგიური სიახლეები შესაძლოა ცაში მალე ზემძლავრი სისწრაფით მქროლავი ახალი თაობის თვითმფრინავები ვიხილოთ 2021, 14 სექტემბერი, 21:48 6174 კილომეტრი საათში - ეს ის დაუჯერებელი სისწრაფეა, რომელიც რამდენიმე წელიწადში სავარაუდოდ თვითმფრინავებს ექნებათ. ამას ამტკიცებს ამერიკის შტატ ჯორჯიაში დაფუძნებული სტარტაპი “ჰერმეუსი, ” რომელმაც სუპერმძლავრი ჯეტის შესაქმნელად ამერიკის საჰაერო ძალებისგან სოლიდური დაფინანსება უკვე მიიღო. სტარტაპი ილონ მასკის “სფეის იქსის” და ჯეფ ბეზოსის “ბლუ ორიჯინის” ყოფილმა თანამშრომლებმა დააფუძნეს და მათ მიერ შექმნილმა თვითმფრინავმა მალე მგზავრები ლონდონიდან ნიუ-იორკამდე 90 წუთში უნდა გადაიყვანოს. ამერიკის საჰაერო ძალები პროექტს 60 მილიონი დოლარით ეტაპობრივად დააფინანსებენ. აღნიშნული ფინანსებით ზებგერითი თვითმფრინავის, “კვარტერჰორზის” პირველი პროტოტიპები უნდა შეიქმნას GE J85-ის ტურბოძრავით. თვითმფრინავის პირველი პროტოტიპები თავიდან მგზავრებს არ გადაიყვანს. მოგვიანებით შეიქმნება სამოქალაქო ვერსია მათთვის, ვისაც ძალიან ეჩქარება და დანიშნულების პუნქტამდე ძალიან სწრაფად სურს მიღწევა. იგეგმება თვითმფრინავის გამოყენება ასევე სამხედრო მიზნებითაც. ალბათ, მართლა ძალიან შთამბეჭდავი იქნება მგზავრობა თვითმფრინავით, რომელიც წამში 1, 7 კილომეტრზე მეტს განავითარებს. შედარებისთვის კალაშნიკოვის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია წამში “სულ რაღაც” 750 მეტრს ფარავს. ამასთან ერთად, ავიაკონსტრუქტორების თქმით თვითმფრინავი მინიმუმ 7500-კილომეტრიან მანძილს შეუჩერებლივ დაფარავს, რაც კიდევ ერთი უზარმაზარი უპირატესობა იქნება. თუ ეს სტატია მოგწონთ და სურვილი გაქვთ, გაეცნოთ კიდევ უფრო მეტ სიახლეს ჩემგან, გადადით ლინკზე და მოიწონეთ ჩემი ფეისბუკ-გვერდი ან გახდით ჩემი გამომწერი. დიდ მადლობას გიხდით წინასწარ 938 შეფასება არ არის
|