x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ნეირობიოლოგი მარკ მეტსონი ხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პერიოდული მარხვა

როცა ადამიანები შიმშილობენ, კვების ინდუსტრია ფულს კარგავს. და რა ხდება ფარმაცევტულ მრეწველობაში?

ქვემოთ გთავაზობთ მარკ მეტსონის (Mark Mattson), ნეირობიოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ლაბორატორიის მოქმედი ხელმძღვანელის სიტყვას. ის ასევე ნეირობიოლოგიის პროფესორია ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტში და ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარი ნეიროდეგენერაციული დარღვევების გამომწვევი უჯრედული და მოლეკულური მექანიზმების სფეროში, როგორიცაა პარკინსონი და ალცჰეიმერი.

image


ზემოთ ვახსენეთ ფარმაცევტული კომპანიები, რადგან ეს სტატია გარკვეულწილად მათ შესახებაცაა. ბოლო დროს ბევრი მაგალითი იყო იმისა, როდესაც ფარმაცევტული კომპანიები მანიპულირებას ახდენდნენ გამოქვეყნებული კვლევებით.


სწორედ ამიტომ, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა არნოლდ სეიმურ რელმანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მედიკოსის პროფესია ფარმაცევტულმა მრეწველობამ იყიდა.


სწორედ ამიტომ, ექიმმა რიჩარდ ჰორტონმა, The Lancet-ის მთავარმა რედაქტორმა განაცხადა, რომ თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი სამართლეს არ შეესაბამება.


სწორედ ამიტომ, ექიმმა მარსია ენჯელმა The New England Journal of Medicine-ის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა შემდეგი რამ თქვა: «ფარმაცევტულ ინდუსტრიას მოსწონს საკუთარი თავი კვლევით დარგად და ინოვაციური პრეპარატების წყაროდ წარმოადგინოს. თუმცა, ეს საერთოდ არ შეესაბამება ჭეშმარიტებას.


სწორედ ამიტომ, სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ეპიდემიოლოგმა ჯონ იოანიდისმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით : «რატომ არის მცდარი უმეტესობა გამოქვეყნებული კვლევების შედეგები?». შედეგად, ის გახდა ყველაზე კითხვადი პუბლიკაცია საზოგადო სამეცნიერო ბიბლიოთეკის ისტორიაში (Public Library of Science).


ფარმაცევტული კომპანიების ხსენება ექიმ მეტსონის კომენტარის გამოც გადავწყვიტე:

«რატომ ითვლება ნორმალურად სამჯერადი კვება და ამას დამატებული კიდევ ხემსი? ჩემი ხედვით, ეს არ არის ყველაზე ჯანსაღი მიდგომა კვებისადმი და არსებობს ბევრი მტკიცებულება, რაც ჩემს მოსაზრებას ამყარებს. ჩვენ თავს გვახვევენ აღნიშნული კვების რეჟიმს, რადგან ამაში ბევრი ფული ტრიალებს. კვების ინდუსტრია მოიგებს რამეს, თუ დრეს მე არ ვისაუზმებ? რაღა თქმა უნდა, არა! თუ ადამიანები მარხულობენ, კვების ინდუსტრია ფულს კარგავს. და რა ხდება ამ დროს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში? თუ ადამიანები ხანდახან შიმშილობენ, პერიოდულად ვარჯიშობენ და არიან ჯანმრთელები, გამოიმუშავებს თუ არა ფარმაცევტული ინდუსტია ფულს ჯანმრთელი ადამიანების ხარჯზე?»


image


ზემოთ ხსენებული ლექციის ძირითადი იდეები და მათი სამეცნიერო საფუძველი.

მარკმა მეტსონმა და მისმა გუნდმა გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია იმის თაობაზე, რომ მარხვას კვირაში 2-ჯერ შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ისეთი სერიოზული დაავადებების განვითარების რისკი, როგორიცაა: პარკინსონი და ალცჰეიმერი.


«ცნობილია, რომ კვების ცვლილებას განსაზღვრული გავლენა აქვს ტვინზე. ბავშვებს, რომლებიც ეპილეფსიური შეტევებით იტანჯებიან, კალორიების შეზღუდვით ან პერიოდული მარხვით, შეტევები მნიშვნელოვნად უმცირდებათ. ითვლება, რომ მარხვა ორგანიზმის დამცავი მექანიზმების ჩართვაში უწყობს ხელს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ზედმეტად აგზნებულ სიგნალებს, რაც ეპილეფსიით დაავადებულებში გვხვდება.


მთლიანობაში, თუ გადავხედავთ კვლევებს შეზღუდული კალორიების გავლენაზე, ბევრი მათგანი ამტკიცებს, რომ სწორი დიეტა ახანგრძლივებს სიცოცხლეს და ზრდის ქრონიკული დაავადებების წინაარმდეგ ბრძოლის უნარიანობას.


«კალორიების შეზღუდვა ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და აფერხებს ასაკობრივ ქრონიკულ დაავადებებს სხადასხვა სახის ცოცხალ არსებებში, მათ შორისაა: თაგვები, ვირთხები, თევზები, ჭიები და ბუზები. მექანიზმი თუ მექანიზმები, რისი მეშვეობითაც ეს ხდება, გაუგებარია».


მარხვა სასარგებლოა ტვინისთვის და ამას ადასტურებს სასარგებლო ნეიროქიმიური ცვლილებები, რომელიც ხდება, როდესაც ჩვენ ვმარხულობთ. ის ასევე აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს, ზრდის ნეიროტროფიულ ფაქტორებს და სტრესისადმი წინააღმდეგობას, და ამასთან, ამცირებს ანთებას.



ცვლილებები, რომელიც ტვინში მარხვის დროს ხდება, იმ ცვლილებების მსგავსია, რომელსაც რეგულარული ვარჯიში იწვევს. ორივე ტიპის ცვლილება ზრდის თავის ტვინში ცილის გამომუშავებას (ნეიროტროფიული ფაქტორები), რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ნეირონების ზრდას, მათ შორის კავშირს და სინაფსების სიგნალის სიძლიერეს.


«თქვენს ტვინზე დატვირთვა, იქნება ეს პერიოდული მარხვა, თუ ენერგიული ვარჯიში, წარმოადგენს კოგნიტურ დატვირთვას, რომლის დროსაც ნერვული სქემების აქტივაცია ხდება, იზრდება ნეიროტროფული ფაქტორების დონე, რომელიც ხელს უწყობს ნეირონების ზრდას...»


მარხვა ასევე ასტიმულირებს ახალი ნერვული უჯრედების გამომუშავებას ღეროვანი უჯრედებიდან ჰიპოკამპუსში. ავტორი ასევე ახსენებს კეტონებს (ნეირონების ენერგიის წყარო), რომლის გამომუშავებას მარხვა ასტიმულირებს და ჰიპოთეზას, რომ მარხვას შეუძლია გაზარდოს მიტოქონდრიების რიცხვი ნეირონებში.


image


მარხვა ზრდის ასევე მიტოქონდრიების რაოდენობას ნერვულ უჯრედებში; ეს განპირობებულია სტრესთან ნეირონების ადაპტაციით. ასევე იზრდება ნეირონების ფორმირების და ერთმანეთთან კავშირის შენარჩუნების უნარი, რითაც უმჯობესდება მეხსიერება და სწავლის ხარისხი. «პერიოდული მარხვა ზრდის ნერვული უჯრედების უნარს აღადგინოს დნმ». ავტორი ასევე ეხება ამ თეორიის ევოლუციურ ასპექტს – როგორ მოახერხეს ჩვენმა წინაპრებმა ადაპტაცია და შეძლეს საკვების გარეშე ყოფნა დიდი ხნის მანძილზე.


კვლევაში, რომელიც Cell Stem Cell-ში გამოქვეყნდა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ხანგრძლივი მარხვის ციკლები იცავს ორგანიზმის იმუნურ სისტემას დაზიანებისგან და ამასთან, რთავს მის რეგენერაციის უნარს. ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მარხვას შეუძლია ღეროვანი უჯრედები მიძინებული მდგომარეობიდან თვითგანახლების მდგომარეობამდე მიიყვანოს. ეს თავის მხრივ იწვევს მთელი სისტემის რეგენერაციას.

ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდნენ ის პაციენტები, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდნენ. პაციენტები არ ჭამდნენ დიდი ხნის მანძილზე, რამაც შეამცირა თეთრი უჯრედების დონე სისხლში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შიმშილი კლავს იმუნური სისტემის დაზიანებულ უჯრედებს, რის შემდეგადაც ორგანიზმი თავიდან იშორებს მათ და ღეროვან უჯრედებს იყენებს ახალი, სრულიად ჯანმრთელი უჯრედების შესაქმნელად.


«ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ხანგრძლივ მარხვას შეიძლება ჰქონოდა ასეთი არაჩვეულებბრივი გავლენა ღეროვანი უჯრედების განვითარებაზე ჰემატოპოეტური სისტემის რეგენერაციის მეშვეობით... როდესაც თქვენ მარხულობთ, სისტემა ცდილობს შეინარჩუნოს ენერგია, და ერთ-ერთი საშუალება, რითაც ამას აღწევს დიდი რაოდენობის უვარგისი იმუნური უჯრედების გადამუშავებაა, განსაკუთრებით იმ უჯრედებისა, რომელიც დაზიანებულია. კვლევის პროცესში ჩვენ შევამჩნიეთ, რომ როგორც ადამიანებს ისე ცხოველებს ხანგრძლივი მარხვისას ლეიკოციტების დონე სისხლში უმცირდება», – ამბობს ვოლტერ ლონგო.


2007 წელს The American Journal of Clinical Nutrition -ში გამოქვეყნდა მთელი რიგი კვლევების სამეცნიერო მიმოხილვა, რომელიც ეხებოდა მარხვას. მასში იყო განხილული უამრავი ჩატარებული კვლევა როგორც ადამიანებზე, ისე სხვადასხვა ცხოველებზე, რის შედეგადაც დამტკიცდა, რომ მარხვა განსაზღვრულად ეფექტური საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად!


რა უნდა გააკეთოთ სანამ იმარხულებთ:


'მარხვის წინ დარწმუნდით, რომ მზად ხართ ამისთვის და საკმარისი ინფორმაცია გაქვთ. პირადად მე მრავალი წლის მანძილზე ვმარხულობ და ეს ჩემთვის საკმაოდ მარტივია" ერთ-ერთი რეკომენდირებული საშუალება, რომელიც მაკლ მოსლიმ გამოსცადა, ხელს უწყობს დიაბეტის, ქოლესტერინის მაღალი დონის და სიმსუქნესთან დაკავშირებულ პრობლემების აღმოფხვრას, ე.წ. «დიეტა 5:2».


აღნიშნული დიეტა გულისხმობს, რომ მარხვის დროს თქვენი ყოველდღიური საკვების კალორიულობას ერთ მეოთხედამდე ამცირებთ (დაახლოებით 600 კალორია მამაკაცებისთვის, 500 – ქალებისთვის), სვამთ ბევრ წყალს ან ჩაის.


მეორე საშუალებაა, საკვების მიღების შეზღუდვა დილის 11 საათიდან საღამოს 7 საათამდე ყოველდღიურად, დარჩენილ დროს საერთოდ არაფერს ჭამთ.


ასე რომ, სწორი კვება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ის, თუ რითი ვავსებთ ჩვენს სხეულს – მნიშვნელოვანია, და ვთვლი, რომ ეს თეზისი საბოლოოდ დადასტურდება კიდევ მრავალ მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სამედიცინო ლიტერატურაში.



ასევე დაგაინტერესებთ:
"59 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ვჭამოთ შაქარის შემცველი პროდუქტები" – ექიმი ნენსი ეფლტონი
რატომ უნდა მივიღოთ გვირილის ჩაი? აუცილებლად შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში
რა მოხდება, თუ უზმოზე ზეითუნის ზეთს მიიღებთ?
მინერალები, რომელიც აძლიერებს ჩვენს ჯანმრთელობას და იმუნიტეტს. რომელი საკვები უნდა მივიღოთ ამისთვის?
ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის
"არანაირი მისტიკა – ნამდვილად შეგიძლიათ საკუთარი თავი განკურნოთ" – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი
პროფესორი ი.ნეუმივაკინი: იყო ჯანმრთელი წამლების გარეშე – ეს შესაძლებელია!

1
676
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
676
  
2021, 12 ივლისი, 15:21
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
0 1 1